თავი 12

286 24 5
                                    

ახალი წელი? ბავშვობის ყველაზე საცოდავი მოგონებაა. მოგონება რა შუაშია მე ვიყავი საცოდავი. ერთადერთი რაც კარგად მახსოვს ისაა რომ ყოველ ახალ წელს ერთი და იგივე წიგნს ვითხოვდი. ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსების კრებული მინდოდა. ერთხელ ქუჩაში წარწერა ვნახე მისი ლექსიდან იყო ამონარიდი და ზუსტად მაშინ მივხვდი რომ ერთადერთი რაც მინდოდა ის იყო. რამდენიმე წლის წინ ჩემით ვიყიდე. მას შემდეგ ყოველ ახალ წელს ვკითხულობდი "მერანს" და თითქოს ჩემი ბავშვობის შეცვლას ვცდილობდი.

დღეს დილით ისე მოხდა რომ ნასრა საწოლიდან გადავაგდე და შემდეგ მისი დაცემის ხმაზე გამეღვიძა. ღმერთო ცოდვილი ვარ შემიწყალე.

--ბოქსზე უნდა შეგიყვანო, ენერგიას დახარჯავ

--შენ ვინ უნდა შეიყვანო მაგრამ რომც შეიყვანო მერე უფრო მწარედ დაგარტყავ ნავარჯიშები მიხვდი აბა

--გამიჩინა ცალკე სატკივარი. ნორმალურად ვეღარ ვიღვიძებ დილით

--მე გეუბნებოდი სხვა ოთახში დავიძინებთქო

-- ჰო კი აბა რა მიდი ცადე და ვნახოთ რა იქნება

--დროზე ადექი რა ნაძვის ხე გვაქვს საყიდელი

--ჯერ ჩემები ჩაიცვი და მერე თუ გინდა შენთვის ტანსაცმელიც ვიყიდოთ

--ძლივს ტვინი გამოიყენე, მარა მშია

--სადმე ვჭამოთ

-- გაფიცებ აქ ნაძვის ხე სად ვიყიდოთ ან ტანსაცმელი?

-- რა ჩემი ბრალია აგერჩია რამე ისეთი რაც ყველას მოსწონს პარიზი, რომი, ინგლისი, ვენა, მალდივები, ავსტრ...

-- მანდ ყველგან ნამყოფი ვარ, მაგრამ სვანეთი ბოლომდე მოვლილი არ მაქვს და შენ გევალება რომ ყველა კუთხე-კუნჭული დამათვალიერებინო.

--მე სახლიდან კვირაში ერთხელ გავალ მაქსიმუმ, გვერდით გვიდგას კოშკი და იმაში ადი თუ გინდა

--უჟმური წადი ნაძვის ხე მოიტანე

--არ წამოხვალ?

მხოლოდ შენ ამ ქვეყანაზე...Où les histoires vivent. Découvrez maintenant