თავი 21

308 17 14
                                    

პარასკევ დილას, საგულდაგულოდ შერჩეული შავი ტანსაცმლით მივადექით მამაცაშვილების სამფლობელოს. სითბოს და მწუხარებას დიდად არავისგან ველოდი, მაგრამ ჩემი ძმა მკლავში რომ ჩამაფრინდა და სამზარეულოში შემათრია ვეღარ გავჩუმდი. მისი გაფითრებული მაგრამ შეშინებული სახის დანახვა ერთ სიცოცხლედ ღირდა.

--გოგო შენ სულ გაუბერე? მამაცაშვილად არ დაიბადე? სხვისი სისხლი გაქვს? სხვა ჯიში გაქვს? მამა შენ არ დაგეღუპა? გასვენებაში უნდა მოსულიყავი მხოლოდ? რა გგონია ეს თამაშია იზი? უკვე ვეღარც ვითვლი რამდენი მიზეზი მოვიფიქრე შენი აქ არ ყოფნის. ამერიკა მაგას ნიშნავს რომ გარდაცვლილი მამაც არ უნდა გაიხსენო? მკვდარია იზი. მამა მკვდარია. შენ კი აქ არ ხარ, არავისთვის ხარ, უკვე მგონია რომ არავინ ხარ

--სხვისი სისხლი არ მაქვს, ახლა აქ ამიტომ ვდგავარ, არ ვიცი შენთვის ვინ იყო მაგრამ მამა ჩემთვის არასდროს ყოფილა, შენი და ანამარიას მამა იყო ყოველთვის, ძალით შენ არ გაუთხოვებიხარ, ქორწილის წინ შენ არ დაგმუქრებია, ისევ ჩემი თავის გამო მოვედი აქ, ის მე არ მიმსახურებდა, არც შენ მიმსახურებ და არც ეს გვარი მიმსახურებდა არასდროს, მისთვის სახელი ვიყავი და მეტი არაფერი! რატომ უნდა აგიხსნა ყველაფერი როცა შენც ხედავდი! იცი როგორც მექცეოდა და უნდა ხვდებოდე რომ ჩემი დღეს აქ ყოფნა იმაზე მეტიც კია ვიდრე დაიმსახურა, ვიდრე რომელიმე თქვენგანმა დაიმსახურეთ.

ორივე ცივ, სამზარეულოს იატაკზე ვისხედით ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით და ვერ ვხვდებოდით რომლის მორალს უნდა გადაეწონა ჩვენი საქციელი. მერე ნასრა შემოვიდა, ხელი მომკიდა, ამაყენა და იქიდან წამოვედით. ეს იყო ჩემი ბოლო შესვლა მამაცაშვილების სასახლეში. ისე წამოვედი ვერც გამოვიტირე, მხოლოდ მამადწოდებულის ცივი გამომეტყველება დავინახე, დავრწმუნდი, არც შორიდან ვუნდოდი, არც მკვდარს ვუნდოდი.

სახლში მისვლა არ მახსოვს, მხოლოდ მისი ხელები წელზე და მისი სახე ჩემს კისერში ჩარგული. ისევ უნდა დავიბრუნო ჩემი შავი თმა.

მხოლოდ შენ ამ ქვეყანაზე...حيث تعيش القصص. اكتشف الآن