English class

106 4 16
                                    

'გადაშალეთ გვერდ 32-ზე. ეს წიგნი ახლა დაიბეჭდა და აქეთ-იქით ხტუნაობა მოგვიწევს.'

ლექტორმა თქვა.

'თქვენ უცხოელები რომ ხართ, დარწმუნებულები ხართ, რომ ამ წიგნის გავლას შეძლებთ? თუ მოგინდებათ, შეგიძლიათ ფაკულტეტი შეიცვალოთ.'

მისი ნათქვამი ძალიან სარკასტულად ჟღერდა. მიმოვიხედე. გოგონებს, რომლებიც საქართველოდან არ იყვნენ თავი ჩაეხარათ.

'ჰო მოდი დავიწყოთ, ჯერ გრამატიკა რა არის? მისი შემადგენელი ნაწილები, ანუ რამდენად იყოფა. თითოეული მათგანის განმარტება. აბა ვის შეგიძლიათ მითხრათ? არავის? აბიტურიენტობის წლებში რას მიკეთებდით? ან გამოცდა როგორ ჩააბარეთ?'

აქტიური ბავშვი არ ვარ, მაგრამ ხელი ავიწიე. ჩემს პასუხში დარწმუნებული ვიყავი. იმ კომენტარის შემდეგ უფრო მეტადაც: აბიტურიენტობის წლებში რას მიკეთებდით? ჯანდაბა ის ძალიან უხეშია.

'მხოლოდ შენ? დანარჩენები? კარგი მიპასუხე. პირველი დღეა, სხვა დროს ყველას აზრს მოვითხოვ!'

'That's mean.'

ჩემ თავს ვუთხარი.

'დაიწყე მიდი. იქნებ ამათ რამე ასწავლოს.'

'Grammar is defined as a system of language rules that allows you to combine individual words to make complex meanings.'

'You are quite right, dear. Other questions?'

'Oh, yes. The term can also refer to the study of such constraints, a field that includes domains such as phonology, morphology, and syntax, often complemented by phonetics semantics and pragmatics-

'Thank you, my dear. Please, everyone except her. Write down what she said, didn't you?'

შეშინებული გოგონები თავს უქნევენ.

'Let's find the first and most easy part of the grammar, by any chance, if you know how many parts of the speech we have in English.'

ხელი ისევ ავიწიე.

'I know.'

'Others? Only she'll get a good grade at the end of the semester, and you'll fail again.'

ვიჯექი გოგონას გვერდით, რომელსაც ჩემსავით სათვალეები ეკეთა. ის ტელეფონში რაღაცას კითხულობდა. ჩემი რვეული შუაში ჩავდე და მასზე მივუთითე. მისი ყურადღება მივიქციე და მისთვის სწორი პასუხი დავწერე.

Friend from English classes (✔️)Where stories live. Discover now