თაკოს გაცნობის შემდეგ გავიდა 2 წელი. რა თქმა უნდა მის გაცნობას ბევრი კარგი რამ მოჰყვა. ისეთი ჩაკეტილი აღარ ვარ. იმ დღის მერე რაც თაკო გავიცანი, ალბათ მის შემდეგ ერთი და იგივე ლექციები გვაქვს სულ.
დასრულების შემდეგ გადავწყვიტეთ TOEFL-ის გამოცდა ჩაგვებარებინა და მაგისტრატურა უცხოეთში გაგვეგრძელებინა. შემოთავაზება ხუთი უდიდესი უნივერსიტეტიდან მოგვივიდან, საბოლოოდ კი LSBU-ს დავჯერდით. კარგი პირობები ჰქონდათ.
ფრენამდე ერთი თვეა ზუსტად დარჩენილი. გადავწყვიტე ეს ერთი თვე მაქსიმალურად გამეტარებინა ჩემს საყვარელ ხალხთან.
'მარიამ, ხვალ შენ საბუთებზე მოვაგვარებთ.'
მითხრა დედამ.
'ჰო, დე. მერე ნათესავებს დავივლი.'
'კარგი. ახლა გვიანია. ეგ წიგნი გადადე და დაიძინე.'
'ძილინებისა.'
დავიძინე. დილით ადრე გავიღვიძე და გავემზადე.
შევარჩიე ტანსაცმელი.
Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.
დედასთან ერთად საბუთებზე გავედი. მისი მოგვარების შემდეგ დავბრუნდით სახლში. რამდენიმე დღე უბრალოდ იმის გააზრებაში გავიდა რომ უცხოეთში ვისწავლი, საოცნებო ქალაქში.
ერთ დღესაც შეტყობინება მომივიდა იმ ბიჭისგან რომელსაც დიდიხანია ვწერ. შეხვედრას მთხოვდა. არ ვიცოდი რა უნდა მექნა. ვუთხარი რომ დავფიქრდებოდი. თაკოს დავურეკე. მალევე მიპასუხა.