11 მოსწავლე, 11 მოსწავლე რომელიც ღამით საკლასო ოთახში ცდილობდნენ სული გამოეძახათ..
-გამოჩნდი, გამოჩნდი-იმეორებდა ერთდროულად ორი ახალგაზრდა ბიჭი, დანარჩენი 9 კი შორიდან უცქერდნენ და თან ტელეფონები მოემარჯვებინათ.ეს ორი ბიჭი სკამზე იჯდა, ერთმანეთისკენ შემობრუნებულები, წინ ფურცელი ედოთ-მარცხენა მხარეს წარწერით"კი" მარჯვენა კი "არა". ბიჭები ამ ორს შორის წითელი კალმით ხაზს ავლებდნენ, კალამი ორივეს ერთად ეჭირა და კვლავ იმეორებდნენ-გამოჩნდი, გამოჩნდი
-თუ აქ ხარ მაშინ გვანიშნე-თქვა ერთ-ერთმა, ბიჭებმა კალამი ცენტრში დაიჭირეს, ისევ მასზე ჰქონდათ ხელი მოკიდებული.-თუ აქ ხარ გვანიშნე-და აი კალამმა ბიჭებს ხელი აიძულა რომ მარცხენა მხარეს გადასულიყო სადაც "კი" ეწერა. ამ ყველაფერმა თერთმეტივე დააფრთხო, მაგრამ დიდი შიში გარეთ ჭექა-ქუხილმა და საკლასო ოთახის კარის მოჯახუნებამ გამოიწვია, ბიჭები შიშისგან წამოხტნენ და კლასიდან გავარდნენ, ყველანი კიბეებისკენ გაიქცნენ მაგრამ მაშინვე შეჩერდნენ. კიბეებთან მისულთ საშინელი სანახაობა დახვდათ, მათი დამრიგებელი კიბიდან დაგორებულა და იატაკზე უსულოდ იწვა, გვედით კი ტელეფონში ჩართული ფანარი ანათებდა
-მასწავლებელი ჰანი!-აღმოხდა მაღალს
-რა მოხდა? ვინ...ვინ ჩაიდინა?-აჰყვა მათ შორის ყველაზე დაბალი
-აქ მხოლოდ ჩვენ არ ვიყავით?-ბიჭები გაშეშებულები შეჰყურებდნენ მასწავლებელს
მეორე დღეს*
-3..2..1...-ამბობს სიმპატიური ბიჭი და თან კამერას ასწორებს-ვჩანვარ?-და ვიდეოც ჩართო-გამარჯობა ყველას!
ეს იუნგის არხია! მე კი მინ იუნგი ვარ!-ბიჭი ვიდეოს საკლასო ოთახში იღებდა, კამერა ხელში ეჭირა და კლასიც უკეთ გამოაჩინა-დღეს გაგაცნობთ მე-12 კლასელებს მე4 ოთახიდან! აბა დავიწყოოთ!-ბიჭი წინ მჯდომ სათვალებიან ბიჭს მიუახლობდა რომელიც წყნარად იჯდა და წიგნს კითხულობდა-ეს ჩვენი სკოლის წამყვანი მოსწავლეა_კიმ ნამჯუნი, ნამჯუნ თქვი რამე-გაიღიმა იუნგიმ
YOU ARE READING
საიდუმლოებებით მოცული კლასი
Adventure_ჩვენს კლასში 21 მოსწავლეა... _რაზე საუბრობ..ჩვენს კლასში თავიდანვე 20 მოსწავლე იყო..!! კორეის სკოლის ერთი ჩვეულებრივი კლასი. მეგობრობა და და იდუმალი თრილერი.ერთმანეთის მიმართ ეჭვის პერიოდში.შეძლებენ ისინი მოჩვენების პოვნას? (ფიკი დორამის მიხედვით ა...