თავი 4

32 22 14
                                    

მადლენა!-ნამჯუნი მადლენას დაეწია რომელიც სკოლის ბაღში სეირნობდა -იმ თილისმამ იმოქმედა. ამიტომ მაინტერესებდა რა მოხდება, თუ ერთს ჩვენს კლასშიც დავკიდებთ? მაშინ ეს აურზაური მალე მორჩებოდა.

-ვეცდები ვიშოვო

-მადლობა. კარგი, შეხვედრამდე,-ნამჯუნი მალევე გაიქცა სკოლისკენ

თეჰიონი კლასში სიმღერით შემოვიდა. ხელში ძალიან დიდი და  ლამაზი დათუნია ეჭირა, როგორც ჩანს საკმაოდ კარგ ხასიეთზე იყო. სიმღერ-სიმღერით მივიდა მის მაგიდასთან და ჯინის გვერდით დაიკავა ადგილი

-ეს რა არის?-კითხა ჰობიმ

-ჩემი პრინცესასთვისაა.100 დღის იუბილე გვაქვს-თქვა მხიარულად თეჰიონმა-სკოლის შემდეგ ვჩუქნი

-საყვარელია...-ჰობი

-ჰო არა?-ჰკითხა თეჰიონმა ჯინს

-კი-ღიმილით მიუგო ჯინმა. ჯინმა კამერა ამოიღო და თეჰიონს ფოტო გადაუღო თეჰიონმაც V ნიშანი გააკეთა და კამერას გაუღიმა

-და ის შენი "პრინცესა"მართლა არსებობს?-ჰკითხა ჰობიმ-ის ჩვენ ჯერ არ გვინახავს...იქნებ შენი შეყვარებულიც მოჩვენებაა

-გშურს და ასე ამიტომ საუბრობ- უდარდელად უპასუხა თეჰიონმა-ვიცი რომ ეჭვიანობ-შემდეგ თეჰიონმა ჩაახველა და სიმღერა დაიწყო

-რას აკეთებ?

-სიმღერა უნდა ჩავწერო!-თქვა თეჰიონმა და სიმღერა დაიწყო-გილოცავ 100 წლის იუბილეს. გილოცავ 100 წლის იუბილეს...

ლანჩის დრო მოვიდა, ყველანი ქვემოთ ჩავიდნენ. რიგში ჩადგნენ და მათ რიგს ელოდებოდნენ, რომ საკვები მიეღოთ. ჯინის უკან მდგომი ჯონგუკი და ლიკა კინკლაობდნენ და უეცრად ჯონგუკი ჯინს შეეჯახა. ჯინს დამწვარი მხარი საშინლად ეტკინა

-რა მოხდა ჰიონ?გატკინე?რა გჭირს-ანერვიულდა ჯონგუკი

-არა, არაფერია.-ჯინს საშინლად ეტკინა მხარი მაგრამ ცდილობდა აღარ შეემჩნია

საიდუმლოებებით მოცული კლასიWhere stories live. Discover now