-მაპატიე მამა, მასწავლებელმა თქვა რომ რეკომენდაციას ვერ გამიწევდა- თქვა ქრისტინამ და თავი ჩახარა. ის და მისი მამა, ბატონი კიმი საერთო საცხოვრებლის ეზოში იდგნენ
-როგორ თუ ვერ მოგცემს?!- დაიღრიალა კაცმა-იცი მაინც რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს?! ეს იმის ბრალია რომ მხოლოდ გართობაზე ფიქრობ, შე პატარა...-კაცმა ხელი აღმართა დასარტყელად მაგრამ ხელი ვიღაცამ დაუკავა-რას აკეთებ!
-იუნგი?-ქრისტინამ გაკვირვებულმა შეხედა იუნგის
-წამოდი-იუნგიმ ქრისტინას ხელი დაავლო და მისი წაყვანა სცადა
-ვინ ხარ რომ ერევი?-ის ჩემი შვილია! რა უფლებით მიგყავს?
-მე კი მისი კლასელი! და თქვენ თავს მამას ეძახით? შვილს აიძულებთ რომ მაღალი შეფასება მიიღოს რათა დაფინანსება მიიღოს! იცით მაინც როგორ იტანჯება? ალბათ არ გინახავთ როგორ ტირის როდესაც ტექსტში მეორე ადგილს იღებს?! ან როგორი ჩაშავებული თვალებით დადის რადგან იმედი არ გაგიცრუოთ...არც ის გეცოდინებათ რომ გული წაუვიდა შიმშილისგან! ლანჩისთვის არ ჩამოსულა რადგან მეცადინეობდა...მაგრამ თქვენ მას მაინც აკრიტიკებთ
-თქვა და ქრისტინას ხელს კიდევ უფრო მაგრად მოუჭირა-ქრისტინა წავიდეთ-იუნგიმ ქრისტინა კლასში შეიყვანა-რატომ ჩაერიე?-მშვიდად იკითხა ქრისტინამ. იუნგიმ ყურადღება არ მიაქცია და ჩანთა ამოალაგა- ყოველთვის ვკამათობთ, მაგრამ მაინც დამეხმარე...მადლობა
-არაფრის- თქვა იუნგიმ და პატარა ღიმილიც შეეპარა
კლასი დაიწყო და მასწავლებელმა ჰანმა ყველას სახელი ამოიკითხა. 20 მოსწავლის...როდესაც სიის ამოკითხვა დაასრულა ყველამ თეჰიონის გვერდით მყოფ სიცარიელეს გახედეს სადაც წესით ჯინის მერხი უნდა მდგარიყო
-ის შენც არ გინახავს?-ლიკამ ეკას გადაუჩურჩულა და ჯინის ადგილისკენ ანიშნა. ეკამ კი სევდიანად თავი გააქნია
YOU ARE READING
საიდუმლოებებით მოცული კლასი
Adventure_ჩვენს კლასში 21 მოსწავლეა... _რაზე საუბრობ..ჩვენს კლასში თავიდანვე 20 მოსწავლე იყო..!! კორეის სკოლის ერთი ჩვეულებრივი კლასი. მეგობრობა და და იდუმალი თრილერი.ერთმანეთის მიმართ ეჭვის პერიოდში.შეძლებენ ისინი მოჩვენების პოვნას? (ფიკი დორამის მიხედვით ა...