თავი 5

27 21 56
                                    

-ჯინ!-თეჰიონის ხმის გაგონებისთანავე ჯინი ბიჭებს მიუახლოვდა

-ჰმ? ეს რა კარტებია?-იკითხა ჯინმა

-მადლენამ თქვა რომ შეუძლია შენი მომავალი წაიკითხოს-მხრები აიჩეჩა თეჰიონმა-და იცი, ეს კარგადაც გამოსდის. მან ჩემზე და ჩემს შეყვარებულზეც წაიკითხა...-ჯინმა ინტერესით დააქნია თავი

-ყოველთვის შენ შეყვარებულზე საუბრობ თეჰიონ-გაეცინა ჯონგუკს -კარგი ახლა ჩემი ჯერია!-ჯონგუკი მადლენას წინ ჩამოჯდა და კარტებიდან სამი ამოირჩია-მადლენამ კარტები აიღო და გადმობრუნება დაიწყო

-ძლიერი პიროვნება ხარ და შეუპოვარი სული გაქვს-თქვა პირველი კარტის გადმობრუნების შემდეგ

-კი,კი სიმართლეა-თქვა ჰოსოკმა

-მაგის გამოცნობა მეც შემიძლია- გაეცინა ჯინს

-და...-მადლენა პასუხს აჭიანურებდა

-რა? რა არის?-მღელვარებამ და მოუთმენლობამ მოიცვა ჯონგუკი

-ცოტა ხნით თავს ყურადღება უნდა მიაქციო

-რა?-დაიბნა ჯონგუკი

-ხედავ ამ ხმალს? საფრთხე დაგტანჯავს-მადლენა სრულიად სერიოზულად  საუბრობდა

-ეს რა არის?-თითქოს იმედი გაუცრუვდა ჯონგუკს-მივდივარ-თქვა და მის მერხს დაუბრუნდა

-უბრალოდ დაივიწყე ჯონგუკ-თქვა ჰობიმ-შემდეგი ვინ იქნება? იუნგი? -იუნგის თავი მერხზე დაედო და ეძინა -უკვე ძინავს? დაღლილი ხარ?

-ყურადღებას ნუ მომაქცევთ-ცივად თქვა იუნგიმ, ისე რომ თავი არც აუწევია

-მაშინ შემდეგი მე ვიქნები-თქვა ჯინმა და სკამზე ჩამოჯდა

-რისი გაგება გინდა?-ჰკითხა მადლენამ

-ჩემი...მომავლის?-კითხვითი ტონით იკითხა ჯინმა

-მაშინ შენს მომავალზე იფიქრე და სამი კარტი აირჩიე-ჯინი ასეც მოიქცა. მადლენამ კარტები გადმოატრიალა და თვალები გაუფართოვდა

საიდუმლოებებით მოცული კლასიWhere stories live. Discover now