თავი 2

36 23 20
                                    

-გამორთე!-გაისმა შეშინებული მოსწავლეების ხმა, ეკა კი შიშისგან გაშეშებული იდგა. ჯინი კი მიუახლოვდა და ჩანაწერი გამორთო

-ეს რა იყო?-ერთმანეთში დაიწყეს ჩურჩული-თქვენც გაიგეთ არა?

-რამე ხუმრობაა?-იკითხა ჰოსოკმა

-ხუმრობა არ იქნება, ეკას სახეს შეხედე-თქვა იუნგიმ და ეკასკენ გაიხედა, რომელიც ისევ ფეხზე იდგა და ლეპტოპს აშტერდებოდა. ჯინმა ეკას შეხედა, მასთან მივიდა, შემოატრიალა და ჩაეხუტა.

-დამშვიდდი..ყველაფერი რიგზეა

-მაშინ ეს რა ხმა იყო?-ისევ იკითხა ჰოსოკმა

-მოჩვენებაა-უპასუხა ლიკამ აღელვებული და თავდაჯერებული ხმით
-ჩვენს კლასში მოჩვენება სერიოზულადაა?-თქვა ჯინმა და ეკა სკამზე დასვა

-შანს მოგცემ-გაისმა ქრისტინას მკაცრი ხმა-თუ ჩვენს კლას არ ეკუთვნი. განსაკუთრებით, თუ მოჩვენება ხარ, გთხოვ, ახლავე დატოვო ეს საკლასო ოთახი-მისი ხმა საკმაოდ მშვიდი იყო. კლასში სიმშვიდე ჩამოვარდა. ყველა ელოდებოდა თუ როდის ადგებოდა ვინმე და დატოვებდა კლასს, მაგრამ
ამაოდ.-მაშ, კარგი ამას ჩვენით გავარკვევთ!-თქვა და ადგილს დაუბრუნდა

-უმჯობესი არ იქნება მასწავლებელს ვუთხრათ?-თქვა ნამჯუნმა

-ის სავანდყოფოშია და არ შევაწუხებთ!-თქვა მკაცრად კლასის პრეზიდენტმა-შეიძლება ყველაფერი კონტროლს გასცდეს, თუ კლასელებს ან მასწავლებლებს ჩავრთავთ. ის ჩვენით უნდა ვიპოვოთ

-და მერე?-იკითხა ჯინმა

-ვინც არ უნდა იყოს აქ ვერ დარჩება!-მშვიდად უპასუხა ქრისტინამ

-კარგი, თუ მოჩვენება ხარ ახლავე თქვი!-გაისმა ჯონგუკის უშიშარი ხმა
-თუ გიპოვე მკვდარი ხარ! გირჩევნია ახლავე აღიარო

-ჯონგუკ-დაიძახა ჯონგუკის გვერდით მჯდომმა ჰობიმ-შენს უკან!

-რა..რა! რა! რა?!-შეეშინდა ჯონგუკს და მაშინვე ფეხზე წამოხტა შიშისგან. მისი მერხი ფანჯარასთან იდგა, ამიტომ შიშით ფანჯარას აეყუდა.

საიდუმლოებებით მოცული კლასიWhere stories live. Discover now