თავი 8

22 19 30
                                    

-ყველამ იცოდით?! მასზე ყველამ იცოდით?-დაიყვირა დამრიგებელმა -საძაგლებო... ყურადღებით მომისმინეთ! ამ მომენტიდან, აქ არანაირი ჯინი არ არის! ის აღარ არსებობს!!

-მაგრამ მასწავლებელო... -ჰოსოკმა ჩარევა სცადა მაგრამ მასწავლებელმა შეაჩერა

-ჰოსოკ, მისი მაგიდა გაიტანე- ჩაისუნთქა და ისევ განაგრძო- ამიერიდან ვინც მას დაელაპარაკება, ან მის სახელს ახსენებს, მე შემატყობინებთ. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში სასჯელს მიიღებთ- თქვა მასწავლებელმა და კლასი დატოვა.
ნამჯუნი ჯინთან მივიდა და მკლავზე ხელი მოჰკიდა

-ჯინ, მოდი გავიდეთ-თქვა და ხელზე დაექაჩა

-კიმ ნამჯუნ!-დაიყვირა ქრისტინამ-თუ ახლა წახვალთ, შენზე განვაცხადებ
-ნამჯუნმა არ მოუსმინა და ჯინის წაყვანა სცადა-კარგად იცი რა მოხდება თუ კლასში ჩარჩები!- ნამჯუნი შეჩერდა და ქრისტინას გახედა
-განსაკუთრებით კი შენაირი წარჩინებული მოსწავლე-ნამჯუნი წამით ჩაფიქრდა და ჯინს ხელი გაუშვა

~

-ჯინის მამა, ბატონი კიმი კი თავის ნივთებს ალაგებდა. ის სამსახურიდან დაითხოვეს. კაცმა ყველაფერი ჩააწყო ჩანთაში, ბოლოს კი მისი და ჯინის ფოტო აიღო ხელში და სევდიანი თვალებით დახედა, თვალებიდან ცრემლებმა იწყეს ვარდნა, თან გონებაში ბატონი ჰანის სიტყვები გაახსენდა- "სანამ გავასაჯაროებთ, შენი შვილის ამბავს ჯობია სამსახურიდან წახვიდე. აქ შენი ადგილი არ არის"-ფოტო სურათი  ჩადო ყუთში და სკოლა დატოვა.

~

ჯინმა კლასში შეიხედა და შიგნით შევიდა. თეჰიონს მიუახლოვდა და მის გვერდით დადგა
-თეჰიონ-მიმართა მას, მაგრამ თეჰიონმა ჯერ ქრისტინას გახედა რომელმაც წარბი ასწია და თითქოს რაღაც ანიშნა შემდეგ კი ისევ საუბარი განაგრძო ჯონგუკთან თითქოს იქ ჯინი არ მდგარიყო. ჯინმა თავი ჩახარა და კლასი დატოვა. მისმა მეგობარმა დააიგნორა...ამაზე დიდი ტკივილი რა უნდა ყოფილიყო?
ის კიბეზე ჩადიოდა როდესაც   ჰოსოკი, იუნგი, და ჯიმინი შეხვდა. მათ ჯინს გვედი ისე აუარეს რომ მხოლოდ ერთი მზერა აჩუქეს. ეს მზერა კი ისეთი იყო თითქოს მას არცკი იცნობდნენ. ჯინმა სევდინად ჩაიღიმა და გზა განაგრძო. სადაც არ უნდა წასულიყო მისი მეგობრები მას აიგნორებდნენ და არც უყურებდნენ. კაფეტერიაში კი ლიკამ მხოლოდ ერთი მზერა აჩუქა, მისი თვალები კი ამბობდნენ რომ მას ჯინი ეცოდებოდა. მაგრამ მანაც გვერდი აუარა. შემდეგ დღეს ნამჯუნთან მივიდა. რომელიც რველში წერდა. ნამჯუნმა ჯინი რომ შენიშნა რვეულის კიდეში დაწერა
"მაპატიე. აქ ქრისტინა..."
ასე გრძელდებოდა კვირები...
ჯინი მარტოსული დაიარებოდა...
არავის ადარდება ის და არავინ ესაუბრებოდა...ის ახლა მართლაც ნამდვილ მოჩვენებად იქცა

საიდუმლოებებით მოცული კლასიWhere stories live. Discover now