თავი 3

32 22 18
                                    

-გვითხარი ჯიმინ, შენ ხარ.... მოჩვენება?-ჰკითხა ქრისტინამ მშვიდი ხმით. ჯიმინმა კლას თვალი მოავლო

-მიპასუხე! მართლა მოჩვენება ხარ? -იუნგის მკაცრი ხმა გაისმა კლასში.
ჯიმინი წამოდგა და კისერზე ჩამოკიდებული ჯვარი ამოიღო რომელსაც პერანგი უფარავდა

-ეს თქვენს კითხვას პასუხობს?-თქვა ჯიმინმა

-მოჩვენება ჯვარს ვერ ატარებს ხომ?-იკითხა თეჰიონმა და ჰობის გახედა

-ასეა...-უპასუხა ჰობიმ

-კარგი, მაშინ ეს აგვიხსენი-იუნგი მაინც არ ცხრებოდა. ჯიმინს ტელეფონში ჩართული ვიდეო ისევ აჩვენა

-სამხატვროში ვლოცულობდი რომ  ჩვენი კლასი ეშმაკისგან ღმერთს დაეცვა...საპასუხოდ კი ამას ვიღებ?
-ჯიმინის ხმაში იმედგაცრუება იგრძნობოდა

-მაგრამ მისი ხელი...ყინულივით ცივი იყო...-თქვა ლიკამ დაბნეულმა

-როგორია? ცივია?-თქვა ჯიმინმა მას შემდეგ რაც ლიკას მაჯაზე მიუჭირა
-ამას ცივი კიდურები ჰქვია და არა მოჩვენება

-ცივი კიდურები?-ჩაცინებით თქვა ჰობიმ

-ანუ ჯიმინი მოჩვენება არ არის-მხიარულად თქვა თეჰიონმა და ჯიმინს კისერზე ჩამოეკიდა

~

ეკა, თეჰიონი, ჯინი და ჯონგუკი საერთო საცხოვრებლის მისაღებში ისხდნენ და კომპიუტერში საშიშ ფილმს უყურებდნენ. ჯინი და ჯონგუკი მდივანზე იჯდნენ გვერდიგვერდ. სწორედ მათ ქვემოთ კი ეკა  და თეჰიონი. თეჰიონი ცდილობდა ჯინის ხელები თვალებზე აეფარებინა საშიში მომენტების დროს

-ჯინ თუ შეგეშინდება შეგიძლია ჩამეხუტო-გადაუჩურჩულა ჯონგუკმა

-ნუ სულელობ, არ მეშინია-თქვა ჯინმა-ოჰ, სად იყავით?-ჰკითხა ახალ შემოსულ ეკას და ლიკას

-სამხატვრო ოთახში, ჯიმინს ბოდიში მოვუხადეთ და შევრიგდით-თქვა ბედნიერი სახით ლიკამ-ვა საშიშ ფილმს უყურებთ?-თქვა და ჯონგუკის გვერდზე ჩამოჯდნენ ორივენი

საიდუმლოებებით მოცული კლასიWhere stories live. Discover now