თავი 8

291 44 2
                                    

მის ყვირილს ვიგებ თუ როგორ იძახის ჩემს სახელს,თვალებს ვახელ და მის შეშინებულ სახეს ვხედავ.

ბოლოს რასაც ვგრძნობ მწარე ტკივილია და თვალებში სულ მიბნელდება,ჰაერი მელევა და ვითიშები.

~♡~♡~♡~

-გაიღვიძე! ნიკოლ გაიღვიძე! ნიკოლ! -ყურში დაგუდულად ჩამესმის ვიღაცის ყვირილი. ვიღაც მანჯღრევს, ისიც ვიგრძენი როგორ ამეწყვა ლოყა და საბოლოოდ მოვედი გონს.

ვახველებდი და ვცდილობდი მესუნთქა. შეშინებულმა მოვავლე თვალი გარემოს. შვიდივე ბიჭი შეკრებილიყო ჩემს გარშემო და ანერვიულებული თვალებით მიმზერდნენ.

მე ბალახზე ვიწექი, ჯონგუქი ჩემს თავთან მუხლებით იდგა დანარჩენები კი თავზე გვედგნენ.

-რა მოხდა?- ვიკითხე გაკვირვებულმა.

(ჯმ)-დრაკონიდან გადმოვარდი და მდინარეში ჩავარდი. ჯონგუქმა გადაგარჩინა, ძლივს მოგისწრო.-ნელა დაიწყო ჯიმინმა საუბარი.

-არაუშავს რაც მთავარია გადამარჩინა.- ღრმად ამოვისუნთქე და გავაგრძელე.- გზა უნდა გავაგრძელოთ.
იონსო სად არის?- თვალი მოვავლე თითოეულს და როცა ვეღარსად შევნიშნე ვიკითხე.

(თჰ)- თავისიანებმა მიაგნეს და ტყვედ აიყვანეს. ვცადეთ შეგვეჩერებინა მაგრამ შენ, რომ ასეთ მდგომარეობაში იყავი ვეღარ დაგტოვეთ.-დაიწყო თეჰიონმა.

მისმა სიტყვებმა ძალიან გამაბრაზა.

-ჩემთან ხომ დანარჩენები იყვნენ?! რატომ მიეცით ნება ის წაეყვანათ?! იცით რომ მან ჩემს გამო დიდ საფრთხეში ჩაიგდო თავი და მის გარეშე იმ სამეფოდან ვერ გამოვაღწევდი! არ მაინტერესებს! წავალთ და იონსოს გადავარჩენთ, შემდეგ კი ისევ გავაგრძელებთ გზას!

(ჯნ)-მაგრამ ნიკოლ...-სწრაფად გავაწყვეტინე.

-არანაირი მაგრამ!-სწრაფად ავდექი. რაზეც თავბრუსხვევა ვიგრძენი და რომ არა ჯონგუქის ხელები, ალბათ ისევ ძირს გავიშხლართებოდი.

🩵ჩემი დემონი🩵 | J.JK  ( დასრულებული)Where stories live. Discover now