ბონუსი🔞

439 34 10
                                    

- გამარჯობათ ბავშვებო, მინდა ორი ახალი მოსწავლე გაგაცნოთ. მეორე ალბათ იგვიანებს და მალე ისიც შემოვა.- კლასში ახალგაზრდა, მაღალი ბიჭი შემოდის. კლასს თვალს ავლებს და როცა თვალის კონტაქტს ვაკეთებთ სხეულში უცნაური შეგრძნება მეუფლება და თავი საშინლად მტკივდება.

სხვადასხვა ფრაგმენტები მიტივტივდებოდა თავში. არეულად. ყურებში წუილი მესმოდა და ყველაფერი მახსენდებოდა.

ყველაფერი მალევე შეწყდა. ისევ ავხედე. შეშფოთებული და გაკვირვებული მიმზერდა.

- ჯონგუქ?!?!

- ნიკოლ?!?!

- ბოდიშით დაგვიანებისთვის.-კარები იღება და იქიდანაც ნაცნობი სხეული შემოდის.
მე კი ხმამაღლა ვიძახი მის სახელს.

(ნკ)- იზაბელა?!?!

- კარგით ახლა სცენებს ნუ მომიწყობობთ! ადგილები დაიკავეთ და კაფეტერიაში ისაუბრეთ.- ბოლოში 2 თავისუფალი მერხი იყო, გვერდიგვერდ მიტყუპებული, ისინიც ზუსტად მანდ დასხდნენ.

დიდი შესვენების დროს კაფეტერიაში ჩავედით. სამივე ერთად მივუსხედით მაგიდას.

- ნიკოლ... ყველაფერი გაგახსენდა?- მკითხა ჯონგუქმა.

- კი... ყველაფერი...- თვალებში ცრემლი ჩამიდგა და ყელი ამეწვა, მაგრამ ვეცადე ეს არ შემემჩნია.

- იზაბელა ჩემი შეყვარებულია... როცა სკოლას დაამთავრებს დაქორწინებას ვაპირებთ...- კარგი ნიკოლ... არ იტირო... დაწყნარდი...

- გილოცავთ! ძალიან კარგი წყვილი ხართ! ბედნიერებას გისურვებთ!- იზაბელა გაკვირვებული იყურებოდა, ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა.

- პატარავ ეს ჩემი მეგობარი ნიკოლია...- პატარავ... პატარავ... მხოლოდ ეს სიტყვა მიტრიალებდა თავში. როგორ მინდა იგივე რამ მე დამიძახოს... ნეტავ მე მეფერებოდეს, მეხუტებოდეს, მკოცნიდეს, მე მიყურებდეს ამ სიყვარულითა და ვნებით აღსავსე თვალებით... ნეტავ მე ვუყვარდე... გულში დიდ ტკივილს ვგრძნობ... თითქოს მკერდიდან გული ამომგლიჯეს, დაჩეხეს, დაანაკუწეს და გადაყარეს... არაფრად ვგრძნობ თავს... ზედმეტად... არასაჭიროდ...

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: May 17 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

🩵ჩემი დემონი🩵 | J.JK  ( დასრულებული)Where stories live. Discover now