თავი 9

263 41 14
                                    

როდესაც უღელტეხილი ბოლომდე გავიარეთ დრაკონები დასასვენებლად ჩამოვსვით და ჩვენც გადავწყვიტეთ ცოტახნით შეგვესვენა. კარვები გავშალეთ და როცა თვალები დავხუჭე იმწამსვე ჩამეძინა.

~♡~♡~♡~

დილით ჯონგუქი შემოდის კარავში. გამოფხიზლებული ვიყავი, მაგრამ ადგომა საშინლად მეზარებოდა.

- ნიკოლ უნდა ადგე. ბოლო მისიაზე უნდა წავიდეთ.- მითხრა დაბალი ხმის ტონით ჯონგუქმა.

- ახლავე ავდგები. გადი, რომ ჩავიცვა.- ვუთხარი და ნელა წამოვდექი.

-ოჰჰ როგორ მეძინება.- კარგად გავიზმორე და იგივე ტანსაცმელი ჩავიცვი.

ტოგორც კი კარვიდან გავედი, იმ წამსვე იონსო შემეჩეხა.

- ოჰ! იონსო! როგორ ხარ? კიდევ ხომ არ გტკივა რამე? კარგად დადიხარ?- უცბად მივაყარე, რაზეც ჩაეცინა და თმა ხელით ამიჩეჩა.

- რა საყვარელი ხარ ნიკოლ. ასე ზრუნავ ჩემზე?- ისევ ჩაიცინა და გამომხედა. მე კი მისი კომპლიმენტისგან აწითლებულმა ლოყები ხელებით დავიფარე.- ახლა უკეთ ვარ. აღარანაირი ჭრილობა არ მაქ, მაგრამ მაინც ცოტა ძალა მაქ გამოცლილი.

- კარგია თუ არაფერი გტკივა. მე ბოლო ეტაპზე გადავედი და არ ვიცი მის გადალახვას როგორ მოვახერხებ.
ძალიან რთულია.- ამოვიოხრე უიმედოდ.

- ნიკოლ შემომხედე.- ორივე ხელი ჩემს ლოყებზე მოათავსა, თავი ამაწევინა და პირდაპირ თვალებში ჩამხედა.- შენ ძალიან ძლიერი გოგო ხარ. ამდენი რამე გადაიტანე, ყველაფერი გადალახე და ახლა ისევ ძლიერად დგახარ ფეხზე. ყოჩაღ! ამდენს მე მართლა ვერ შევძლებდი! ამიტომ ნუ დანებდები და იმედს ნუ დაკარგავ, ესეც გამოგივა!- ვგრძნობდი, რომ ეს სიტყვები პირდაპირ მისი გულიდან ამოდიოდა და ყველაფერი სიმართლე იყო. იონსომ მართლაც მომცა იმედი.

პირდაპირ თვალებში მიყურებდა, ხან მზერას ტუჩებზე გადაიტანდა და როცა ლაპარაკი დაასრულა ცოტახანი ასე მიყურა. ბოლოს მზერა ისევ ჩემს ტუჩებზე გადმოიტანა და ნელა დაიხარა.

🩵ჩემი დემონი🩵 | J.JK  ( დასრულებული)Where stories live. Discover now