6: დამეხმარეთ!

200 20 11
                                    

მეორე დღე.

გაკვეთილი დაწყებულია.
მასწავლებელი სიას კითხულობს.

- კიმ თეჰიონი არ არის? გუშინ მან დატოვა ჩემი კლასი და ახლა სკოლაშიც არ მოვიდა._მასწავლებელი(დდ:)

მასწავლებელმა ამოიოხრა.- არ მესმის ამ ბავშვის.

- რატომ არ მითხრა არაფერი?_ოდნავ გასაგონად ამბობს ჯონგუკი.

- ჰაჰ! მან გაკვეთილი ისწავლა._ ჩაილაპარაკა მისთვის ნარიმ და გაეცინა.

ზარი დაირეკა. კლასი დაცარიალდა, ყველა დერეფანში გავარდა. მხოლოდ  რამდენიმე დარჩნენ. მათ შორის ჯონგუკიც.

- ჯონგუკ, წავიდეთ. ხელოვნების გაკვეთილი მესამე სართულზეა._ ნარიმ თმა გადაიწია ყურს უკან.

პასუხი არ არის.

ჯონგუკი ტელეფონში იყურება და ცოტა აღელვებული სახით სწერს ვიღაცას.

- უპასუხე ჩემს შეტყობინებას!..იმედია კარგადაა._ჩაილაპარაკა მისთვის ჯონგუკმა.

-უგჰჰ!_ნარი გაბრაზებული გავიდა კლასიდან.

- ჩვენ მას გაკვეთილი ვასწავლეთ. თუმცა შენ მაინც გაბრაზებული ხარ._ დერეფანში კარგად ისმოდა მინას ხმა რომელიც ნარის ეკამათებოდა.

- კარგია რომ ეშინოდა სკოლაში მოსვლის მაგრამ, ჯონგუკი ნახე? მაიგნორებს, როცა საუბრის წამოწყებას ვიწყებ.._ ნარის კიდევ რაღაც უნდა ეთქვა მაგრამ მათგან მოშორებით ერთი გოგონა იჯდა რომელიც ტელეფონზე ლაპარაკობდა ოდნავ გასაგონი ხმით.

- მაშინ რას გააკეთებ თუ უკვე მან იცის? იცი მე დავინახე რაც გაკეთე გუშინ. შენ დაამარცხე შენი სასიყვარულო მეტოქე. როგორ კოჭლობს, ალბათ..

მინა ამ საუბარს წარბაწევით და პირდაღებული უყურებდა ხოლო ნარი...ნარის ალბათ სინდისმა შეაწუხა ცოტა. მაგრამ გოგო ხომ მხოლოდ ტელეფონზე ლაპარაკობდა.

ჯონგუკი სახლში მიდიოდა მაგრამ მის სახლში არა.
ახლა თეჰიონის სახლის წინ დგას.

Me & My CrushWhere stories live. Discover now