7: მე ვიპოვე ის.

210 19 2
                                    

გათენდა. ოთახში საწოლზე გოგო წევს, რომელიც მთელი ძალისხმევით ცდილობს რომ დაიძინოს ან უბრალოდ თვალები დახუჭოს მშვიდად, ცდილობს მომხდარზე არ იფიქროს, მაგრამ არ გამოსდის.

გუშინდელი ღამე ახსენდება.

- ასეთი რა გავაკეთე, რომ დავიმსახურე, მსგავსი რამ?_ ხელებს სახეზე იდებს.

ოთახის კარები იღება და იქედან ოდნავ ხანში შესული მაგრამ ლამაზი ქალი შემოდის.

- ნარი, შენი მეგობრები აქ არიან შენს სანახავად.

- არავისთან შეხვედრა არ მინდა._ გოგომ ქალის საპირისპირო მხარეს გადააბრუნა თავი.

- მაგრამ ის გუშინდელი ქერათმიანი  ბიჭიცაა, გელოდება.

- თეჰიონი?!_გოგომ თავი წამოსწია.

ქალი ოთახიდან გავიდა, ოთახი მეორე სართულზე იყო და პირველ სართულზე მყოფ ორ ბიჭს მაღალი კიბეებიდან ჩასძახა ამოდითო.

საწოლის წინ ორი დიდი პუfი იყო მოშორებით, არც ისე შორს, იმ პუfებზე დაჯდნენ ბიჭები.

გოგო კი მათ წინ დაჯდა საწოლზე.

- თავს როგორ გრძნობ?_ თეჰიონი

- კარგად ვარ. უბრალოდ, ოდნავ მეშინია გარეთ გასვლის._ ნარი

- არაუშავს. ის კაცი აღარასდროს მოვა შენთან._თეჰიონი

- ძალიან ვწუხვარ._ გოგომ თავი ჩახარა.- საკუთარი თავის მრცხვენია. ძალიან ცუდად მოგექეცი მაგრამ შენ მაინც დამეხმარე. ძალიან კეთილი ხარ._გოგომ თავი აწია.

- უბრალოდ დაივიწყე წარსული. იმედია ამიერიდან დავმეგობრდებით._ თეჰიონმა გოგოს ოდნავ საყვარლად გაუღიმა.

- მართლა, შეიძლება?_ ნარი გაოცებას ვერ მალავდა.- გმადლობ თეჰიონ.

რა ხდება პირველ სართულზე ამ დროს👇

სახლის მთავარი კარები გაიღი იქედან კი მაღალი სიმპატიური შესახედაობის ბიჭი შემოდის.
ფეხზე არ იხდის პირდაპირ სამზარეულოში შედის. სადაც ქალი ჭურჭელს რეცხავდა.

Me & My CrushWhere stories live. Discover now