1.

247 31 15
                                    

ჯონგუკი ყოველთვის ლამაზი თვალებით უყურებდა პაკს.
ყოველდღე 10 წლის განმავლობაში, მას ის უყვარდა და უყვარდებოდა. მას ჯიმინი სათნო სიყვარულით უყვარდა. მას არა მისი სხეული, არამედ მისი ლამაზი პიროვნება უყვარდა. უყვარდა მისი თითოეული სანტიმეტრი, თითოეული უჯრედი, თითოეული ნაწილი, თითოეული ემოცია.
უყვარდა ის ლამაზი ღიმილი, რომლის გამოც თვალები ეჭუტებოდა. უყვარდა ის პატარა თითები, რომელიც ბიჭს პირიქით აკომპლექსებდა. მას უყვარდა ეს დაბალი არსება, იმაზე მეტად ვიდრე ჯინს უყვარდა საკუთარი თავი.

ჯგუფის 10 წლის არსებობის მანძილზე, არ არსებობდა წამი, წუთი, საათი, დღე, კვირა, თვე და წელი რომ ჯიმინზე არ ეფიქრა.
ის უყურებდა მის ჰიონს და ტკბებოდა მისით. ხშირად ესიზმრებოდა ფრაგმენტები თუ როგორ უტყდებოდა ჯიმინს გრძნობებში. პაკი მის გრძნობენს არ იღებდა, რადგან ეს ჯგუფს საფრთხეს შეუქმნიდა. ყველა სიზმარში მხოლოდ გრძნობების გამოტყდომის ადგილი და სიტყვები იცვლებოდა. პაკის პასუხი კი ყოველ სიზმარში უცვლელი რჩებოდა " მაპატიე, მაგრამ არ შეგვიძლია. ეს ჯგუფს დიდ ზიანს მოუტანს."
ჯონგუკი ხვდებოდა მის სიტყვებს, მაგრამ რა ექნა თუ ის მართლაც უყვარდა? ჯონგუკს ჯიმინზე არასდროს გაუაფიქრია ბინძურად. მისი სიყვარული წრფელი, სათუთი, ნაზი და ლამაზი იყო.
მას შეუყვარდა არა მისი სხეული, არამედ ბიჭის უნიკალური პიროვნება.
ჯონგუკს აქამდე ყოველთვის გოგოები მოსწონდა, მაგრამ ჯიმინთან შეხვედრის შემდეგ ამაში დარწმუნებული ნამდვილად აღარ იყო.

იმის გასაანალიზებლად რომ პაკი მხოლოდ დროებითი გატაცება არ იყო დაახლოებით 2 წელი დასჭირდა.

ის აკვირდებოდა მის თითოეულ ნაბიჯს, როცა პაკის გვერდით იყო.

ის აღფრთოვანებული იყო პაკის შესაძლებლობებით. მას უყვარდა მისი ცეკვა, მისი ხმა, მოძრაობები ქცევები და ჩვევები. ხანდახან უნდოდა ძლიერ ჩახუტებოდა და აღარ გაეშვა, ხანდახან სურდა ხელი ჩაეკიდა და მისი პატარა თითები შეეგრძნო, ხანდახან ნატრობდა მისი ლამაზი ტუჩები დაეკოცნა.

For 10 Years Where stories live. Discover now