5.

178 27 40
                                    

- რ.. რა? - ჯონგუკი ერთ ადგილს მიეყინა. ახლა გასაგებია. ჯიმინმა ყველაფერი გაიგო. თეჰიონმა მას ყველაფერი უთხრა. მაგრამ ის ხომ დაპირდა.. როგორ შეეძლო?...

- რამდენი ხანია.. - ჯიმინის ხმა უკვე დაბალი იყო. ის ჯონგუკს მიუჯდა გვერდით.

- იმის შემდეგ რაც პირველად დაგინახე.

ჯიმინმა ამოიოხრა.

- ჯონგუკ, შენ ხომ გყავდა შეყვარებული. მაშინ რანაირად..

- ბისექსუალი. - ჯიმინმა ისევ ამოიოხრა.

- ხომ იცი რომ ეს არასწორია..

- რატომ? რატომაა სიყვარული არასწორი? ყველა ამას რატომ გაიძახის? რას სჭირს ამ სამყაროს? - ჯონგუკი გრძნობდა რომ სიზმარი უხდებოდა. ეს ყველაზე ნაკლებად სურდა.

- არ მინდა რომ კომპანიამ გაგაგდოს.. - ჯიმინს ისეთი გრძნობა ჰქონდა თითქოს მალე ატირდებოდა.

- ამას ვერ შეძლებს! ბენგს ვჭირდები. მას შვიდივე ვჭირდებით, მინი..

- ფანებზე არ გიფიქრია? ხომ გახსოვს როგორ სიმწრით ვაგროვებდით მათ.. - ჯიმინს სევდიანად გაეღიმა მოგონებების გახსენებაზე.

- ჯიმინ, ხომ იცი რომ მსოფლიოში უდიდესი ფანდომი გვყავს. მათ თუ არ დაგვიჭრეს მხარი, მაშინ ვისგან უნდა ველოდოთ ამას? ისინი წარმოადგენენ ჩვენს ძალას და ჩემზე უკეთ იცი, რომ მათი წყალობით მოვედით აქამდე. 10 წელი.. ხვდები ეს რამხელა დროა? 10 წლის განმავლობაში გვერდში გვედგნენ და გვმულშევატკივრობდნენ. მათ ვუყვარდით ამ 10 წლის განმავლობაში, ისევე როგორც მე..
მომიყევი ყველა საშინელი რამ, რაც კი ოდესმე გაგიკეთებია და ნება მიბოძე მაინც მიყვარდე.
ნება მომეცი ვნახო ყველა შენი სევდიანი მოგონება და მაინც სიგიჟემდე მიყვარდე.. უბრალოდ ნება მომეცი მიყვარდე.. - უთხრა და თვალებში შეხედა. ის მის თვალებში მართლა ოკეანეს ხედავდა. უდაბნოსფერი თვალები, რომელიც შუქის და შესაძლო ცრემლების გამო საოცრად ლამაზად ბრჭყვიალებდა.
- ქალაქის არცერთი შუქი არ ანათებს ისე კაშკაშად, როგორც შენი თვალები. - ჯიმინს ამაზე შერცხვა და თვალი აარიდა.

For 10 Years Where stories live. Discover now