7.

199 30 30
                                    

პირველ სექტემბერს, მათ გადაწყვიტეს რომ ერთად წასულიყვნენ სადმე და ჯონგუკის დაბადების დღე აღენიშნათ.

შვიდეულს ორი ადამიანი აკლდა, მაგრამ შეკრებისთვის ხუთივემ გაანთავისუფლა განრიგი და ნამჯუნის იდეას დაეთანხმნენ.

აგვისტოს ბოლო იყო, მაგრამ მაინც ძალიან ცხელოდა.
გარეთ თითქოს ყველაფერს ცეცხლი ეკიდა და ვიღაც კიდევ და კიდევ ამატებდა ნავთს, რომ აეგიზგიზებინა.

საბოლოოდ მათ კურორტი არჩიეს, სადაც გაცილებით გრილოდა. ერთ დროს მათ საკურორტე სახლი იყიდეს კუნძულ ჯეჯუზე, ამიტომ სახლის პრობლემა არ იყო. სახლს ირგვლივ სანაპირო ერტყა, ასე რომ სიცხეც დაიძლეოდა.

31 აგვისტოს, დილის 7 საათზე, სეულიდან ჯეჯუს კუნძულისკენ დაიძრნენ. ჯონგუკმა თავისი მანქანით ჯიმინი და ნამჯუნი წაიყვანა, თეჰიონმა კი იუნგი.

დანიშნულების ადგილზე მისვლისთანავე და სახლში შესვლისთანავე თეჰიონი იატაკზე დაენარცხა.

- ჯანდაბა, როგორ გრილა.

- თეჰიონ, გაცივდები. - უსაყვედურა ნამჯუნმა და ხელი გაუწოდა, რომ აეყენებინა, მაგრამ ბიჭი არ მიჰყვა.

- ნუ იდარდებ, მომწონს ასე.

- თუ გაცივდი, მერე ჩემთან წუწუნით არ მოხვიდე. - დაებუზღუნა იუნგი და სამზარეულოში გავიდა. - ბიჭებო, ცივი წვენი გინდათ? მენეჯერს მარაგი შეუვსია.

ცივი სასმლის გაგონებაზე ყველა წამოდგა და სამზარეულოში შეცვივდნენ. იუნგიმ სასმელი ჭიქებში გაანაწილა და ბიჭებს მიაწოდა.

- შეზლონგები გავშალოთ და გარეთ ვჭამოთ საღამოს. - ყველა დაეთანხმა იუნგის აზრს და ცივი წვენი სხეულში გადაუშვეს.

მალევე ყველა ოთახებში გადანაწილდა და ჩანთების ამოლაგება დაიწყეს. კუნძულზე დარჩენას 2 დღით აპირებდნენ.
ყველას უნდოდა დასვენება და განტვირთვა.

სახლს 3 ოთახი ჰქონდა, ამას დამატებით მისაღებში დივნები, მაგრამ ოთახებში საწოლები იმდენად დიდი იყო რომ ორი კაცი თავისუფლად დაეტეოდა, ამიტომ ერთ ოთახში ორი ადამიანი რჩებოდა. იუნგი და თეჰიონი ერთგან, ნამჯუნი და ჯონგუკი მეორეგან, ხოლო ჯიმინს მთლიანი საწოლი თავად ერგო.

For 10 Years Where stories live. Discover now