ისევ გაუჩერებლად წვიმდა.
წვიმა ფანჯრებს ლამაზად უკაკუნებდა და მზის სხივებს ერეოდა.
ალბათ ცისარტყელა გამოანათებდა და ფერებს შესძენდა ამ ნაცრიფერ სამყაროს.ისინი იწვნენ და არცერთ მათგანს არ სურდა ადგომა. სიზარმაცის შეტევა დაემართათ. უბრალოდ იწვნენ მათთვის კომფორტულ ადამიანთან და უსმენდნენ წვიმის წკაპუნს.
მალევე ცაზე ღრუბელი ჩამოწვა. მზე გაქრა და წვიმამ უფრო ძლიერად დაიწყო შხეფვა.
ჯონგუკს ჩასძინებოდა. ხელი ჯიმინის წელზე ჰქონდა გადახვეული და წვიმის საამო წკაპუნის ხმაზე ტკბილად მიეძინა. გასაკვირი არ იყო, მან ხომ მთელი ღამე გაათენა. ჯიმინს მის დანახვაზე გაეღიმა. ტუმბოდან წიგნი აიღო, რომელსაც კითხულობდა და გადაშალა ჩანიშნულ გერდზე.
ის კითხულობდა, იღებდა სიამოვნებას თითოეული გვერდით და პარალელურად ხანდახან ჯონგუკს უყურებდა. მის მკერდზე იყო მიყუდებული, ამიტომ ბიჭის გულისცემა კარგად ესმოდა.
წვიმის ხმა, ჯონგუკის მშვიდი სუნთქვა, გულისცემა და წიგნის გადაშლისას ფურცლების ხმა, საოცარ ატმოსფეროს სძენდა სამყაროს.
***
ჯონგუკმა თვალი შუადღის ორ საათზე გაახილა. მან სითბო იგრძნო მკერდთან. ეს სითბო არა მარტო გარედან, არამედ შიგნიდანაც იგრძნობოდა. თავიდან თვალების გახელა არ უნდოდა. ეშინოდა, რომ ეს ყოველივე უბრალოდ სანატრელი სიზმარი იყო და მისგან გამოღვიძება არ სურდა, მაგრამ მან დაინახა ჯიმინი, რომელიც მასზე კომფორტულად იყო მოკალათებული და წიგნს კითხულობდა. მას გაეღიმა. სიზმარი არ ყოფილა.
ჯონგუკმა მარცხენა ხელი ასწია და ჯიმინის თმაში შეაცურა. ჯიმინი არ მოელოდა მოულოდნელ შეხებას და ყრუდ დაიკვნესა, რადგან ნამდვილად ესიამოვნა. წიგნი დახურა, მუცელზე დაიდო და ჯონგუკს ახედა.
- გაიღვიძე.
- ჰო. - მისი ხმა ჩვეულებრივზე ბოხი იყო. ამაზე ჯიმინს გააჟრიალა. თითქმის არასდროს ენახა ახლად გაღვიძებული ჯონი.