2013 წელი იყო. წელი, როცა ჯგუფის დებიუტი შედგა.
ისინი ჯგუფის სახელზე ბევრს ფიქრობდნენ, ბოლოს კი სამ ასოზე შეჩერდნენ - BTS. - ის ტყვიაგაუნტარ ბიჭებად იშიფრებოდა, რომლის ძალას მათი ფანები - Army - წარმოადგენდა.
მათ ყველაფერი ნულიდან დაიწყეს, იმ დროსთვის პატარა კომპანიაში - Big Hit Entertainment-ში, რომლის ამჟამინდელი სახელი - Hybe Labels Entertainment-ია.
ჯგუფის ლიდერი კიმ ნამჯუნი გახდა, რომელიც ბევრს არ საუბრობდა და თუ საუბრობდა მხოლოდ საჭიროს და მნიშვნელოვანს ამბობდა.
მისი სასცენო სახელი Rap Monster (RM) იყო.
ის მოუქნელი, მაგრამ საოცარი სულის მატარებელი იყო.
მანქანას ვერ მართავდა, ამიტომ ყოველთვის ველოსიპედით გადაადგილდებოდა.
თავდაპირველად ბიჭები უცნაური ვიზუალით წარსდგნენ აუდიტორიის წინაშე. ზოგი მათ Emo era-ს უწოდებს.
ნამჯუნი ერთ-ერთი ყველაზე დაჰეითებული წევრი იყო, მაგრამ მის სევდას არასდროს იმჩნევდა ფანების წინაშე. იყო ბევრი ვისაც უზომოდ უყვარდა ის, მაგრამ იყვნენ არამზადები, ვისაც ის სძულდა და რიყავდნენ.მათგან ყველაზე უფროსი კიმ სოკ ჯინი იყო, ვოკალისტი, რომელსაც არაჩვეულებრივი ვიზუალი ჰქონდა. ის ნარცისი იყო და ფანებშიც მკაფიოდ ნერგავდა მას.
ამიტომაცაა რომ ფანების უმეტესობა მასსავით ნარცისია.მინ იუნგი, სასცენო სახელი Suga, ასევე ცნობილი როგორც AgustD. მას ყველა როგორც უგულოს და უემოციოს ხედავდა, მაგრამ მხოლოდ წევრებმა და ნამდვილმა ფანებმა იცოდნენ თუ რაოდენ ტკბილი და ძვირფასი ადამიანი იყო. ის მთავარი რეპერია ჯგუფში და მისი რეპი არასდროს არაფრით ჩამოუვარდებოდა ემინემს. მოგეხსენებათ კორეული ენა რაოდენ რთული და ჩახლართულია, იუნგი კი სიტყვებს ისე რეპავდა, რომ საბოლოოდ ყველაფერი უბრალოდ საოცრება გამოდიოდა.
ის არ იღიმოდა ხშირად, მაგრამ როცა იღიმოდა, ყოველთვის სითბოს აფრქვევდა ირგვლივ და გაიძულებდა შენც გაგეღიმა.