თავი 11

562 9 0
                                    

როცა დამთავრდა წმინდა შუშანიკის საპყრობილეში ყოფნის მეექვსე წელი, ის დაავადმყოფდა და ძალიან გახდა. იმ დღიდან, რაც ციხეში დაამწყვდიეს, მას ბალიშზე თავი არ დაუდვია: თავქვეშ გამოუწვავი აგური ედო, ლეიბად კი ნაბადი ეგო. იქვე გამოსაჩენად იდო ტყავის ქურთუკი. სალოცავად ქვეშ დაეგდო ბეწვიანი ტყავის ნაგლეჯი.

ამ ადგილას ზაფხულში ძალიან ცხელოდა, მცხუნვარე მზე წვავდა, ცხელი ქარი ქროდა, წყალი არ ვარგოდა. აქაური მცხოვრებლები იყვნენ დაავადებულები, დასიებულები, გაყვითლებულები, გამონაყარით დაწინწკლულები, დამწვარი და დამუნიანებული, დამუწუკებული, სახედასიებულები. მათი სიცოცხლე ხანმოკლე იყო: იმ ქვეყანაში მოხუცებულს ვერ ნახავდით. ასეთ ციხეში დაყო წმინდა შუშანიკმა ექვსი წელი და მძიმე ბორკილებდადებული ადიდებდა ღმერთს. როცა დაიწყო საპყრობილეში ყოფნის მეშვიდე წელი, წმინდა შუშანიკს სხეული დაუწყლულდა.

იაკობ ხუცესის გარდა არავინ იცოდა, რომ წმინდა შუშანიკს შიგნიდან შალის უხეში ქსოვილის სამოსი ეცვა, ხოლო გარედან, სხვების დასანახავად - ძვირფასი უსახელო წამოსასხამი.

შუშანიკის წამება [შინაარსი]Where stories live. Discover now