თავი 13

484 11 0
                                    

დადგა წმინდა შუშანიკის გარდაცვალების დღე. მან დაუძახა სასახლის ეპისკოპოს აფოცს და მადლობა გადაუხადა მისი გულშემატკივრობისთვის. როგორც მამისა და გამზრდელის გამო შეეხვეწებიან, ისე სთხოვა, რომ მფარველობა გაეწია იაკობ ხუცესისთვის. შემდეგ ბრძანა, რომ იმ ადგილას დაეკრძალათ, საიდანაც პირველად გამოათრიეს. მან დალოცა იქ მყოფნი.

წმინდა შუშანიკის ბოლო სიტყვები უფლის სამადლობელო იყო. ასე მიაბარა თავისი სული ყოვლადმოწყალე ღმერთს.

ეპისკოპოსმა იოანემ სწრაფად მოიტანა წმინდა სუდარა წმინდა შუშანიკის ძვირფასი ნეშტის შესახვევად. დანარჩენებმა განბანეს და შეახვიეს სუდარაში. შემდეგ ორივე ეპისკოპოსმა: იოანემ და აფოცმა, როგორც უღელში შებმულმა ძლიერმა ხარებმა, იქ მყოფებთან ერთად აიღეს ზეციური საუნჯე - შუშანიკის ნეშტი, წამოიღეს ფსალმუნების გალობით, ანთებული სანთლებით და გადმოიტანეს წმინდა ეკლესიაში. წმინდა შუშანიკი წინასწარ გამზადებულ ადგილას დაკრძალეს. ის ღამე სასულიერო პირებმა ანგელოზების მსგავსად გაათენეს, დავითის ფსალმუნების გალობით ადიდებდნენ ყოვლად ძლიერ ღმერთს და მის ძეს - იესო ქრისტეს.

წმინდა შუშანიკი გარდაიცვალა 17 ოქტომბერს, ხუთშაბათს. ესაა მისი ხსენების დღე.

შუშანიკის წამება [შინაარსი]Where stories live. Discover now