თავი 5

547 8 0
                                    

შემდეგ პიტიახშმა დედოფალთან გაგზავნა თავისი ძმა, ჯოჯიკი, მისი მეუღლე და სასახლის ეპისკოპოსი აფოცი. მათ დაავალა გადაეცათ შუშანიკისთვის, რომ, თუ გონს არ მოეგებოდა და სასახლეში არ დაბრუნდებოდა, თრევა-თრევით წამოიყვანდა.

ვარსქენის მოციქულები ცდილობდნენ დაერწმუნებინათ დედოფალი, რომ სასახლეში დაბრუნებულიყო, მაგრამ ის აღარ აპირებდა ქრისტეს მოღალატე პიტიახშის ცოლობას. მან ჯოჯიკი და მისი ცოლიც უარყო, როგორც პიტიახშის თანამოაზრეები. მიუხედავად ამისა, მისი მაზლი მაინც ცდილობდა შუშანიკის დათანხმებას, რადგან იცოდა, რომ ვარსქენი მსახურებს ძალით წააყვანინებდა დედოფალს.

მაგრამ შუშანიკს არ ეშინოდა, ის თვლიდა, რომ უკეთესიც იყო, თუკი შეკრულს წაათრევდა პიტიახში, რადგან ასე საბოლოოდ განშორდებოდა მას. მისმა სიტყვებმა იქ მყოფნი აატირა. თვალცრემლიანი ჯოჯიკი გარეთ გავიდა.

წმინდა შუშანიკმა ეპისკოპოსს ჰკითხა, თუ როგორ შეეძლო მას, ჭეშმარიტი ღმერთის უარმყოფელ ვარსქენთან დაბრუნება ეთხოვა მისთვის.

ჯოჯიკი და მისი თანმხლებნი მაინც არ მოეშვნენ, ბევრს ევედრნენ და როცა თხოვნით შეაწუხეს, წმინდა შუშანიკმა აიღო თავისი სახარება, წიგნები წამებულთა შესახებ და თან გაჰყვა სასახლეში. მან ტირილით მიმართა უფალს, რომელმაც იცოდა, რომ დედოფალი ცოცხალი ვერ გადარჩებოდა.

როცა სასახლეში მივიდა, თავის ტახტზე კი არ დაჯდა, არამედ შევიდა პატარა ოთახში. წმინდა შუშანიკმა ხელები ზეცაში აღაპყრო და თქვა, რომ მისი გულშემატკივარი არც ვინმე მღვდელი გამოჩნდა, არც - ერისკაცი; ყველამ სასიკვდილოდ დატოვა ღვთის მტრის - ვარსქენის ხელში.

შუშანიკის წამება [შინაარსი]Where stories live. Discover now