🥷20🥷

709 45 1
                                    

ცუდად გახდი,როდესაც კარებზე კაკუნის ხმა გაიგე.

ვიღაცამ კარების ქვემოდან ფურცელი შემოაცურა და გაქრა.

კონვერტი ხელის კანკალით გახსენი და საწოლზე დაჯექი.

,,ძვირფასო პატარა ქალბატონო.ძალიან მალე ისევ მოგაკითხავ.ჯონგუკს გადაეცი რომ მისი ტყუპისცალი ძმა თეჰიონი ქალაქშია და იცის უთხარი ჩემგან დაგიცვას,რადგან არ მოვისვენებ სანამ არ წავართმევ კომპანიას,ფულს და შენს თავს"

                                           შეხვედრამდე
                                          "თეჰიონი"

მაშინვე ჯონგუკის ნომერი აკრიფე და როგორც კი გაგაგონა მაშინვე ყველაფერი მოუყევი.

-პატარავ არ მინდა შეშინდე.ჩემი ტყუპისცალი ისეთი მშვიდი არაა როგორიც მე ვარ.ახლავე გიბრძანებ რომ ჩემთან გადმოხვიდე,რადგან მანდ დაცული არ იქნები და ვერც მე მოვისვენებ აქ შენს გარეშე,თანაც ისე დავშორდით რომ ბევრი რამის ახსნა მინდა.

-ვერაფერს ამიხსნი.მე მხოლოდ იმიტომ წამოვალ შენთან რომ თავი გადავირჩინო.

-იმ გოგომ ძალით მაკოცა.გადაკიდებულია ჩემზე,მეუბნება მიყვარხარ და არ დაგთმობო.აზრადაც არ გამივლია....

-გეყოს ეს შენი უაზრო ახსნები.არ მინდა არანაირი განმარტება.ერთი პირობით გადმოვალ შენთან თუ არ მომეკარები.

-გპირდები....

-მატყუებ ხომ?

-არა მართლა გპირდები.

-კარგი დღეს მომაკითხე.

-კარგი.

ბარგის ჩალაგება არც დაგჭირვებია,რადგან არც ამოგილაგებია.ჯონგუკისგან გამოქცევა კაი ხანი არც გაგრძელებულა.

ყველაფერი გაამზადე,შენც გადაივლე და მოწესრიგდი,მერე კი ჯონგუკს დაელოდე.

მალევე მოგაკითხა.მანქანიდან გადმოვიდა და ჩანთები უკან დააწყო.გზაში თევზივით ჩუმად იჯდა.

მერე კი შეგეკითხა.

-სხვა დროსაც შეგიმჩნევია  რომ გითვალთვალებდნენ?

-არა.

ამ დროს მესიჯი მოგივიდა.უცნობისგან იყო გამოგზავნილი.ფოტოზე შენ ჩანდი ფანჯარასთან იდექი ნახევრად შიშველი.

-ჯონგუკ ამას შეხედე.

-მოვკლავ გეფიცები მოვკლავ.

-რა უნდა?

-უნდა რომ ყველაფერი წამართვას და გამანადგუროს.მიითვისოს და მიისაკუთროს.უნდა რომ შენი თავიც წამართვას.

-ის შენი ტყუპია?

-კი არაიდენტური.ჩვენ მუდამ ასე ვიზრდებოდით მას სულ შურდა  ჩემი
მე კი მშვიდად ვიყავი სულ რადგან მიზანს სულ ვაღწევდი.

-არ მინდა რამე დამიშავოს.

-არ დავუშვებ.

-როგორ უნდა გენდო როდესაც შენც ძალადობდი ჩემზე და შენს თავს მანდომებდი?

-ეს სხვაა

-რა განსხვავებაა?ისიც შენნაირი ფსიქოპატია?

-არა.უარესია.ჩემს წინ კარგად მახსოვს რეებს აკეთებდა.არაერთი ცხოველი ყავს მოკლული.ცუდ საქციელებზე არაფერს აღარ ვიძახი.

-ფოტოს მანახებ?

-თეჰიონის?

-კი.

-ეხლავე.

მან  ტელეფონში ფოტო გახსნა.

ფოტოზე სიმპატიურ ელეგანტურ ბიჭს უყურებდი,რომელიც გავდა  ჯონგუკს,მაგრამ უკეთესი ნაკვთები და გამოყვანილი ლამაზი ტუჩები ქონდა.

-არა.რაღაცით გავხართ.

-კი მაგრამ მთლად არა.

-აქამდე სად იყო?

-საზღვარგარეთ.მერე ჩამოვოდა და პირველი რაც გააკეთა მე დამჭრა.

-ანუ მძარცველები ტყუილი იყო?

-კი

-რაში დაგჭირდა?

-ოჯახურ პრობლემებს ვერ მოგახვევდი.

-როგორ მოვიქცეთ?

-შენ ჩემთან უნდა იყო.

-კარგი.

ჯონგუკისთვის არ გითქვამს მაგრამ აშკარად მასზე სიმპათიური თეჰიონი იყო.მასზე ჩაფიქრდი.ნეტავ რა მოხდება თუ მოგაგნებდა?



ჯონგუკის მდივანი⛓️🔞დასრულებულიWhere stories live. Discover now