1 თავი

429 18 12
                                    

23 წლის ისე გავხდი, შეყვარებული არ მყოლია. არა , განა იმიტომ, რომ არავინ არ მომწონებია, ან არავის არ მოვწონებივარ. პირველ რიგში დამნაშავე ჩემი ჯუჯღუნა დედიკოა, რომელიც სულ ჩამჩიჩინებდა : „დედიკო, სიყვარულის დრო არ არის, ჯერ სწავლას მიხედეო“, ამიტომ თუ ვინმე მეტყოდა მიყვარხარო გველნაკბენივით ვშორდებოდი ხოლმე და თუ შემთხვევით სადმე დავინახავდი, ქუჩის მეორე მხარეს გადავდიოდი და ისინიც ასეთი სიცივით შეწუხებულები, თავს მარიდებდნენ...
გამოიღო თუ არა დედაჩემის შეგონებებმა შედეგი? გამოიღო რომელია, სკოლის პირველი მოსწავლე გავხდი და მედალიც გადმომცეს, როგორც წარმატებულ სტუდენტს. დედა უკვე აღარ მეუბნებოდა, ბიჭებისკენ არ გაიხედოვო, ამჯერად უკვე მე გამიქრა ყველანაირი სურვილი „სიყვარულობანას თამაშისა“ და მომდევნო 4 წელი წარმატებულ სტუდენტურ თავდადებას მივუძღვენი. იყო პატარ-პატარა გატაცებები, მოწონებები, მაგრამ 1 თვეზე, ნუ მაქსიმუმ ორ თვეზე მეტ ხანს არც ერთი არ გაგრძელებულა.
რა იყო სტუდენტობის ბოლოს? კიდევ ერთი წარმატება. ჩემი ღამეების თენებას უკვალოდ არ ჩაუვლია და ჩემი ლექტორების და თავად რექტორის რეკომენდაციით დავსაქმდი ჩემივე პროფესიით. ხანდახან ვერც კი ვაცნობიერებ ხოლმე რამდენად ბედნიერი ვარ. მშობლებს თავი მოაქვთ ჩემით. ჩემი ძმაც ტრაბახობს. ნათესავები და ახლობლები უფრო მეტ წარმეტებას მისურვებენ... ჩემი მეორე მე-ჩემი საუკეთესო დაქალი, უფრო სწორად კი ძმაკაცი ელა, ჩემით უბრალოდ ამაყობს. ამ დროს კი რას ვგრძობ მე? სიცარიელეს... სამსახურში ჩემზე პოზიტიური ადამიანი არ არის, მუდამ ვიცინი, სხვებსაც ვახალისებ. თანამშრობლებისგან კი არ წყდება ჩემთვის ახალ-ახალი ზედმეტსახელების მონიჭების ინიციატიავა. ზოგისთვის ყალთაბანდი ვარ, ზოგი ბაჭიას მეძახის, ბიჭები ხულიგანით უფრო შემოიფარგლებიან, მათ ვინც რუსული კარგად იცის „კუზნეჩიკს „ მეძახის, საბოლოოდ კი ყველა ერთხმად თანხმდება, რომ მე ვარ ყველაზე საყვარელი დიდი ბავშვი.
მაგრამ ღამდება და დამღლელი დღის შემდეგ, სახლში მისული, ფეხსაცმელების გახდის შემდეგ, ნიღაბს ვიძრობ სახიდან და იქვე, ფეხსაცმელების გვერდით ვაწყობ, რომ დილით არ დამრჩეს.
აი ასე , თავიდან დედაჩემის, შემდგომ კი უკვე ჩემი დაუღალავი შრომით 23 წლის ასაკში ჩამოვყალიბდი საკმაოდ წარმატებულ ადამიანად, რომელიც სხვების თვალში არის ძლიერი, ვირივით ჯიუტი, მიზანდასახული, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად საყვარელი, რომელსაც ყველასთან კარგი ურთიერთობა აქვს, ყველასი გადასარევად ესმის და ყველა ცდილობს მასთან დამეგობრებას, მაგრამ როგორც კი ახლოს მოდიან , ჩემი რთული ხასიათსაც ეცნობიან და ისევ გველნაკბენებივით გამირბიან. დიახ, დიახ, ჩემი პირით ვაღიარებ რომ ყველაზე რთული ხასიათი მაქვს, იმ ადამიანებს შორის ვისაც კი ვიცნობ.
ჩემი საყვარელი ხასიათი ყველას აიძულებს, ზუსტად აიძულებს, რომ უფრო დამიახლოვდნენ, მაგრამ რაც უფრო უახლოვდები ადამიანს , მით უფრო კარგად იცნობ მის ხასიათსაც და აცნობიერებენ რომ ჩემი საყვარელი ქცევები ვერ გადაფარავს ჩემს რთულ ხასიათს და ისევ იმ დისტანციით განაგრძობენ ჩემთან ურთიერთობას , როგორც თავიდან.. მაგრამ ვერც ვამტყუნებ ვერავის, არავის უნდა ზედმეტი თავის ატკიება... მაგრამ ის არ იციან რომ ეგ რთული ხასიათი ჩემი კიდევ ერთი ნიღაბია, როგორ გითხრათ. როგორც თამაშებშია ხოლმე, სანამ ერთ “level“-ს არ დახურავ ახალ ეტაპზე ვერ გადადიხარ, თუ ჩემს რთულ ხასიათსაც გადალახავენ მომხსნიან ნიღაბს და ხელში შერჩებათ, პატარა, ემოციური, მტირალა, ბუზღუნა, ნაზი და ემოციური გოგო... ანუ იმის საპირისპირო ვარიანტი , რის გამოც ჩემთან ურთიერთობაზე თავს იკავებენ ხოლმე... მე ამაზე სულ ვწუხდი, მაგრამ ჩემდაუნებურად ვიქცეოდი ასე, სანამ ჩემმა მეორე მემ-ელამ არ მითხრა , რომ ეს უბრალო თავდაცვის ინსტიქტია და მეტი არაფერი, ასე რომ თუ ვინმე ძლიერე გადალახავს შენთვის ამ რამდენიმე “level”-ს სამუდამოდ დაიდებს ბინას შენს გულში, ისე , როგორც მე მოვახერხეო...
დიახ, ასეც არის... მყავს უამრავი მეგობარი, მაგრამ როგორც უკვე მოგახსენეთ -„დისტანციაზე“ არიან. და მყავს ჩემი მეორე მე-ჩემი ელა, რომლის სიყვარულზეც არასდროს არ ვლაპარაკობ, ან რა უნდა ვილაპარაკო, ჩემ მეორე მე-ს ვეძახი.
აი ასე, ზოგისთვის საყვარელი, ზოგისთვის რთული, ზოგისთვის ძლიერი, ზოგისთვის კი სუსტი... თქვენს წინაშე ვარ მე, 23 წლის ლილე ახვლედიანი.

ბიჭი სახელად  66-33-XXWhere stories live. Discover now