საღამოს 6 საათისთვის უკვე გურიაში ვიყავით...
-ბებოოო...... ბეეე..... ღრიალით შევიდა ვაჩე ეზოში.
-ბებო შემოგევლოს შენ, ჩემო ვაჟკაცო, რახან შენ გნახე, რაღა მოკლავს, ბებოს სიამაყე... წამიერად მეტყველების უნარიწამერთვა. ისეთი სანდომიანი სახე და თვალები ჰქონდა ვაჩეს ბებიას, მინდოდა მივსულიყავი და ჩავხუტებოდი, მაგრამ მომერიდა.
-ბებო, გაიცანი, ეს ლილეა, შენი ახალი შვილიშვილი. უთხრა ვაჩემ და თვალი ჩამიკრა.
-დედაა... რას მეუბნები კაცო.. ვაიმე, მომიკვდეს თავი, არ უნდა გაგეფრთხილებინე შვილო, ამისთანა სტუმარი რომ მოგყავდა?? -აქოთქოთდა მოხუცი და მთელი ძალით ჩამიკრა გულში. -მართლა მოგკლავ ვაჩე მუჯირო. გავიფიქრე ჩემთვის, მაგრამ მოხუცის ტკბილ ჩახიტებაზე უარი ვერ ვთქვი და მთელი ძალით შემოვხვიე მეც ხელები.
-ბეე.. ეს კი დუდაა, ლილეს ძმა. ამჯერად ჩემი ძმა გააცნო მოხუცს. -ბავშვებო, ბებოს ლილი ქვია, მაგრამ ეჭვი მაქვს, ძალიან გაგიჯავრდებათ, ქალბატონო ლილი რომ დაუძახოთ, ასე რომ თქვენც ბებოთი შემოიფარგლეთ.. დაგვარიგა ჭკუა ვაჩემ და სახლში შებოტა. სადაც მაგიდასთან წამოსკუპებული ლექსო და მისი უკვე ცოლი-ნატა ისხდნენ და ყავას შეექცეოდნენ. ნუ წარმოგიდგენიათ, ალბათ, რა ამბავი ატყდებოდა იქ... დიდი ხნის ხვევნა-კოცნის შემდეგ, როგორც იქნა მაგიდას შემოვუსხედით სმენად ქცეულები-კითხვით -„როგორ მოხდა ეს ყველაფერი“?
-აუუ ... მე წასასვლელი ვარ, თბილისში უნდა წავიდე და უკან მოვასწრო ჩამოსვლა. ასე, რომ ჩემს გარეშე დაიწყეთ ჭორაობა და მე გვიან საღამოს შემოგიერთდებით. თქვა ვაჩემ და გარეთ გავიდა, გასაღებისტრიალით. მაგრამ მე დავეწია. ცერებზე ავიწიე და ტუჩებზე მოწყვეტით ვაკოცე.
-ჭკუით იარე იცოდე.. გავაფრთხილე და მაშინვე მოვშორდი.
-არის შეფ.. წელში გაიმართა მუჯირი.
-დარტყმული ხარ.. გამეცინა მის ქცევაზე მე.
-დარტყმული ვარ დარტყმული, მე ხომ ყველაზე არანორმალური გოგო შემიყვარდა, ნამდვილი დარტყმული ვარ!!! წარმოთქვა სააცოდავი სახით ვაჩემ და გამომცდელად შემომხედა, ალბათ იფიქრა, რომ გავუბრაზდებოდი.
-ზუსტადაც! აბა ჩემნაირი არანორმალური რომ შეგიყვარდა დარტყმული ხარ ნამდვილად!!
-ვააახ.. გამაგიჟებს ეს გოგო.. აღმოხდა ვაჩეს. შუბლზე მაკოცა და მანქანაში ჩაჯდა.. იქამდე ვიდექი ჭიშკართან, სანამ თვალს არ მოეფარა.. გამეღიმა... რაღაცნაირად დამთბა და ასეთი ღიმილიანი სახით შევბრუნდი სახით.
-აბა გვრიტებოო.. გისმენთ მთელი გულისყურით.. მაგიდასმივუჯექი მე და ლექსოს დანატას გადავხედე..
-აუ ლექსოო,, წამო რა აივანზე გავიდეთ, რაღაც საქმე მაქვს, ვაჩემ დამაბარა. უთხრა დუდამ და ლექსო აივანზე წაათრია.
-რა საქმე აქვთ ნეტა? ჩავილაპარაკე ჩემთვის.
-რავიცი მე, მაგათსას რას გაიგებ.. შენ ის მითხარი შენ და ვაჩე რას შვებით? მკითხა ნატამ...
-ვაოხრებთ ერთმანეთს, ოღონდ სიყვარულით. გავიკრიჭე მე.
-ვაახ... აი ხო სულ გეუბნებოდით, რომ ერთმანეთისთვის იყავით გაჩენილები. ვაჩეს გარდა ვერავინ გაუძლებს ლილესთქო და ლილეს გარდა ვერავინ გაუძლებს ვაჩესთქო. არ ჩუმდებოდა ნატა..
-ჰოოო... დაწყნარდი ეხლა... მომიყევი. თქვენ როგორ გადაწყვიტეთ გაპარვა. ამჯერად მე ჩავაცივდი.
-გოგო, თქვენ რაც წახვედით სვანეთში, ანა ლექსოს აეკიდა.. ცალკე მაგას ვაფრთხილებდი, ცალკე იმ ვაჟბატონს რომ ტრა..ი დაეყენებინათ, მაგრამ არ მომისმინა.. ჰოდა გუშინ სამსახურში მივაკითხე ლექსოს და დავინახე ლიფტში როგორ შედიოდა ანა, დამაინტერესა რა უნდოდა ლექსოს სამსახაურში და უკან გავყევი. როგორც კი კაბინეტში შევიდა , ფეთიანივით ეცა ლექსოს და კოცნას აპირებდა, მაგრამ ამან მოიშორა.. მერე კიდევ სიყვარულს ეფიცებოდა ჩვენი ქალბატონი... ხოდა ამ დროს მე გამოვდივარ სცენაზე... რომ დამინახა ფეხზე წამოდგა და კარისკენ წავიდა.. გავაფრთხილე, რომ კიდევ ერთხელ თუ მიეკარებოდა ლექსოს, თმით ვითრევდი, ისიც შეშინებული გაქანდა გარეთ... ახლა უკვე ლექსოზე მიდგა ჯერი. მისი მჯერა და ბოლომდე ვენდობი,მაგრამ არ ვიყავი დარწმუნებული კიდევ რას გამოთხრიდა ანა. ჰოდა არც ვაციე, არც ვაცხელე, -ცოლად მომიყვანე, თორემ ეჭვი მაქვს არ მოგასვენებენ ანა და ანასნაირი ბ..ი და მერე ან შენ შემომაკვდები, ან ეგენითქო... ხოდა შეშინდა ჩვენი ვაჟბატონი და იძულებული გახდა ცოლად მოვეყვანე...
სიცილით ძირს ვხოხავდი უკვე... მუცლის კუნთები ისე მტკიოდა, ცრემლები გამდიოდა სიმწრით, მაგრამ სიცილს მაინც ვერ ვწყვეტდი .. შემდეგ კი ნატაც ამყვა.. იქამდე ვიცინეთ, სანამ ოთახში დაფეთებული ლილი ბებო არ შემოგვივარდა.