3 თავი

264 18 11
                                    

ცხოვრება მართლაც მოულოდნელობებითაა სავსე, დიდი ხნის განმავლობაში ვაჯერებდი ჩემს თავს, ბედისწერის არ არსებობაში და გავიძახოდი -ყველა ადამიანი თვითონ ქმნის თავის ბედსთქო. რამდენიმე წელიწადში ტვინი გადამიბრუნდა და გადავწყვიტე, რომ ბედისწერა არსებობდა და თან, როგორ არსებობდა. ჩემი უარყოფითი ფრაზა შეიცვალა -სადაც არის ბედი შენი, ის მიგიყვანს ფეხი შენითქო, კარგა ხნის განმავლობაში ეგ ფრაზა მქონდა ამოჩემებული. მაგრამ მივხვდი, რომ ბედისწერის არ არსებობა შეუძლებელია, ისევე როგორც არსებობა, მეც მივედი კონსესუსამდე და დღეს უკვე ვფიქრობ, რომ ბედისწერა მართლა არსებობს, მაგრამ ამასთან, ყველა ადამიანს თავისი ლომის წილი შეაქვს თავის ბედისწერაში. არ უნდა დავსხდეთ და არ უნდა დაველოდოთ, როდის დაგვეტაკება ბედი და როდის წაგვიყვანს ჩვენთვის წილადნახვედრ ადგლიზე , ან ადამიანთან. თუ არ გჯერათ, აბა დასხედით და დაელოდეთ, როდის მოგიკაკუნებთ ბედისწერა კარზე.... მაგრამ მის არ არსებობაშიც ნუ შევიტანთ ეჭვს. რამდენჯერ მიცდია ვიღაც ადამიანებისთვის თავის არიდება, წლების განმავლობაში გავურბოდი , მაგრამ ჰოპ.... გადის წლები... და უცებ სრულიან უცერემონიოდ, ბედისწერა მართლაც რომ გეტაკება არსაიდან და გახვედრებს ქუჩაში შემთხვევით იმ ადამიანს, რომელსაც თავს წლების განმავლობაში ემალები, თუ გაურბი, თუ როგორცააა... ნუ, არც იმის მტკიცებას არ დავიწყებ, რომ ბედისწერა აუცილებლად კარგია... ეგ მხოლოდ წიგნებში და ფილმებშია მუდამ ყურადღება გამახვილებული დადებით და რომანტიულ ბედისწერაზე... რეალობაში კი??? -ლამაზი გოგო და 90-ს გადაცილებული მსუქანი კაცი... ან პირიქით, სიმპატიური ღარიბი ბიჭი და შეუხედავი, მოხუცი, მაგრამ მდიდარი ქალი ერთად... ვითომ ბედისწერაა??? არა ეს ბედისწერა კი არა, რეალობაა.. რომლისთვისაც არც ლამაზი გოგო იშურებს ძალას და არც ღარიბი, მაგრამ სიმპატიური ბიჭი, ბოლოს აღწევენ იმას რისთვისაც იბრძოდნენ, შედეგად კი იღებენ ბევრ ფულს და წუმპის სიღრმემდე დაყვანილ თავმოყვარეობას და გრძნობებს.

ბიჭი სახელად  66-33-XXTahanan ng mga kuwento. Tumuklas ngayon