4 თავი

210 15 0
                                    

ორ საათში უკვე „სპორტის სასახლეში“ ვიყავი და თვალებს ვაცეცებდი, რომ რამდენიმე კალათბურთელს შორის , რომლიც სტადიონზე მოთელვებს აკეთებდა, ჩემი ძმა ამომეცნო, მაგრამ ვერსად მივაგენი. -გასახდელშია ალბათ ისევ. გავიფიქრე მე, მყუდროდ მოვთავსდი სკამზე და კეპი უკან შევატრიალე. დუდას ყველაზე მეტად ასეთი სტილი უყვარდა და მთხოვა, რომ დღესაც თავისუფლ სტილზე შემეჩერებინა არჩევანი, ნუ 90 პროცენტი მაინც კეტებით დავდივარ, მარამ იცის ჩემი არაორდინალური ხასიათი და წინასწარ გამაფრხილა , მაინც, თავი დაიზღვია. მეც ხათრი არ გავუტეხე, მისი დებიუტი იყო ბოლოს და ბოლოს დიდ სპორტში და არჩევაანი მუქიფერის ჯინსზე, თეთრ “all star”-ზე თავისუფალ მაისურზე და ჩემი ძმის ჟაკეტზე შევაჩერე, რომელიც საბოლოოდ წელზე შემოვიკარი. მთავარი ატრიბუტი კი კეპი იყო, რომელიც რატომღაც ძირითადად უკუღმა მეფარა. საათს დავხედე . 30 წუთი კიდევ იყო თამაშის დაწყებამდე დარჩენილი და მეც კოკა-კოლის საყიდლად გავედი. უკან რომ დავბრუნდი, დარბაზი თითქმის შევსებული დამხვდა, რამდენიმე სკამიღა იქნებოდა თავისუფალი. მე სწრაფად გავეშურე ჩემი რიგისკენ, მაგრამ ჩემი სკამის გვერდით ახლად მოკალათებულ ბიჭს საკმაოდ გრძელი ფეხები ქონდა და ვერაფრით ვერ მოვახერხებდი გადასვლას.
-უკაცრავად, იქნებ გადამატაროთ. ვუთხარი ხმამაღლა , რომ დარბაზის ხმაურში როგორმე გაეგონა. ჩემდაგასაკვირად, უცნობი მალე წამოდგა.-ალბათ გაიგო რაც ვუთხარი. გავიფიქრე მე და კოლის საკმაოდ დიდი ყლუპი გადავუშვი პირში. ის იყო უნდა გადამეყლაპა, რომ უცნობს შევხედე და დარტყმული შემრჩა ხელთ. გაოცებისგან ჰაერი აღარ მეყო და ჩემი ძვირფასი კოკა-კოლა, კუჭში გადაშვების ნაცვლად, გარეთ გადმოვუშვი მთელი ენერგიით და დარტყმულს გადავასხი თავზე. -შენ?? შენ აქ რა ჯანდაბას აკეთებ? ვკითხე დაბნეულმა. დარტყმული კი იდგა ისევ თვალებდახუჭული და თმებიდან კოლის მოყავისფრო წვეთები სდიოდა. -ვაიმე, ბოდიში. ვუთხარი ოდნავ შეცბუნებულმა და ერთჯერადი ხელსახოცის მთელი შეკვრა გავუწოდე. მან ცალი თვალი ოდნავ გაახილა, მერე მეორეც მიაყოლა და წარბები შეჭმუხნა. ახლა კი სრულად აღვიქვი ის, რაც ჩემ წინ ხდებოდა, უფროსწორად ჩემ გამო ხდებოდა, ბოლოსდაბოლოს ყველა გოგო ხომ არ აფურთხებს საძულველ ბიჭს კოკაკოლის საკმაოდ დიდ ჭავლს. მივხვდი, რომ სიცილს ვერ შევიკავებდი, როგორც არ უნდა მდომოდა და რაც უფრო მეტად ვფიქრობდი, რომ არ გამეცინა, მით უფრო ვერ ვიკავებდი თავს და საბოლოოდ ჩემი სიცილის დაუოკებელმა წყურვილმა მაინც გადმოლახა ჯებირები და შიგ ჩამძირა... არ ვიცი რამდენი ხანი ვხარხარებდი, ვერც თვალებს ვახელდი, ვეღარც სხეულს ვგრძნობდი, გარშემომყოფებიც კი დამავიწყდნენ, რომლებიც გაოცებულები შემოგვყურებდნენ ორივეს. სულს ვეღარ ვითქვამდი... როცა მის გაქვავებულ და გაწუწულ სახეს ახლიდან მოვკრავდი თვალს, სიცილის ახალი ტალღაც შემითრევდა ხოლმე...
-დიდხანს უნდა გელოდო, სანამ დაწყნარდები?? მკითხა ბოლოს საკმაოდ წყნარად, მაგრამ აშკარად გაღიზიანებული ხმით.
-მართლაა... ბოდიში რა, არ მინდოდა. უბრალოდ, არ მოველოდი და... სიტყვის დამთავრება ვერ მოვახერხე, ისევ ახლიდან წამსკდა სიცილი.
-მართლა არანორმალური ხარ. კიდევ კარგი ყავას და ჩაის არ სვამდი და იმით არ დამთუთქე. ამის წარმოდგენაზე, სულ მთლად გადავირიე. მართლა ვეღარ ვსუნთქავდი. თვითონაც ჩაეღიმა, ოდნავ... სულ ოდნავ.. ტუჩის კუთხე ჩატეხა და სახის გამშრალება დაიწყო. -ვინმე კონკრეტულს გულშემატკივრობ? მკითხა ოდანავ ღიმილიანი და ძალიან თბილი , ბუბუნა ხმით...ერთი წამით გავიფიქრე , რომ , ის.... ისსს........... და კიდევ ერთი ყლუპი კოლა ამჯერად სასულეში გადამცდა და ისეთი ხველა ამიტყდა, მთელი დარბაზი დააყრუა, რომ არა უცნობის ძლიერი დარტყმა, ალბათ დავიხრჩობოდი კიდეც.
-ჩამემტვრა ნეკნები ცხოველოო... ამოვიხავლე საცოდავად და გამწარებული თვალებით შევხედე დარტყმულს.
-მოდი და ეცი ამისთანას პატივი. არანორმალურო, ქაჯო... გადმომხედა მანაც არანაკლებ გაბრაზებულმა.
-შენ რაღაც ძაან შემაჩვიე ენა და ცოტა დაუფიქრდი რა შენს სიტყვებს.. ვთქვი უკვე მოთმინებიდან გამოსულმა.
-გოგო შენ მე ვინმეში ხო არ გეშლები?? შე ლაწირაკო, ჯერ ზრდილობა იქონიე , ოჯახში არგასწავლეს როგორ უნდა ილაპარაკო?? თუ გინდა მაინცდამაინც მე დავურეკო დედაშენს, რომ ზრდილობის ელემეტარული წესები აგიხს..... სიტყვა არ ქონდა დამთავრებული, მარჯვენა მთელი ძალით მოვიქნიე და სახეში გავარტყი.
-კიდევ ერთხელ გაბედავ და ჩემს ოჯახზე სიტყვას დაძრავ და ყველაფერ წმინდას გეფიცები, თუ ჩემი ხელით არ გცემო. გამოვცარი კბილებში და სკამზე დავეხეთქე მოწყვეტით. კიდევ კარგა ხანს იდგა ფეხზე, მაგრამ სასტვენის ხმამ, რომელიც თამაშის დაწყებას იუწყებოდა გონზე მოიყვანა და ჩემ გვერდით დაჯდა. მე თამაშის ყურების ყველაანაირი ხალისი გამიქრა, ის კი მთელი პირველი მეოთხედის განმვლობაში თავჩაქინდრული იჯდა. ერთ წამს მზერა მისკენ გავაპარე და დავინახე, როგორ ქონდა ხელები დაჭიმული. სპორტული შავი მაისური, იდაყვებამდე ქონდა აკეცილი , იქიდან კი ურცხვად იწონებდნენ თავს მისი ხორბლისფერი, ნავარჯიშები მკლავები, რომლებზეც ძარღვები ამოყროდა. პირველი მეოთხედი ისე დამთავრდა, სიტყვა არ დაგვიძრავს არც ერთს. ამასობაში კი გავაცნობიერე, რომ ზედმეტი მომივიდა და ბოდიშის მოხდა დავაპირე.
-მისმინე. შევბრუნდი მისკენ, მაგრამ როცა ისიც ჩემკენ მობრუნებული დავინახე, წამით გავჩუმდი და თვალებში ჩავაშტერდი.
-ეე.. არანორმალურო, ზედმეტი მომივიდა, არასწორად მოვიქეცი, რომ შენს ოჯახზე ვთქვი რაღაც სისულელე. ბოდიში. ჩაიბურდღუნა ისე სწრაფად, რომ მხოლოდ წინადადების შინაარსი მივხვდი.
-მეც მაპატიე. არ ჩამოვრჩი სისწრაფეში. -აღარ გვინდა რა მაგაზე ლაპარაკი.
-ჰო, მართალი ხარ. ვინმე კონკრეტილის საგულშემატკივროდ ხარ მოსული, თუ ისე, უბრალოდ? თემა შეცვალა დარტყმულმა.
-ჩემი ძმა თამაშობს. დღეს დებიუტი აქვს, ჩავილაპარაკე ამაყად და ჩემი ძმისკენ მივუთითე. -აი ისაა, 21 ნომრით.
-აა.. გასაგებია.. მე ვიფიქრე... ჩაიბურდღუნა მან..
-რა იფიქრე? ვკითხე ისე, რომ დუდასთვის თვალი არ მომიშორებია.
-არაა არაფერი.
-შენც ვიმმე კონკრეტულს გულშემატკივრობ? ვკითხე მცირე დუმილის შემდეგ.
-არაა.. ზოგადად სპორტი ძალიან მიყვარს და ახალ სახეებზე დაკვირვებაც სიამოვნებას მანიჭებს, თან დღეს ჩემპიონატი დაიწყო და ასეთ რამეს არასდროს ვაკლდები ხოლმე..
-გასაგებია. ჩავილაპარაკე მე და სკამის საზურგეს მივეყრდენი. -იწყება.. იწყებაა.
-ჰოო, წინა მეოთხედს არ დავკვირვებივარ და მოდი აბა ეხლა ვნახოთ, რას იზამს შენი ძმა.
-პირი ღია არ დაგრჩეს ოღონდ. ჩავილაპარაკე ისევ ამაყად და თვალი ჩავუკარი ნიშნისმოგებით. მეორე მეოთხედიც დაიწყო, თამაში საკმაოდ საინტერესოდ და დაძაბულად მიდიოდა, როგორც მოველოდი, ჩემმა ძმამ თავი გამოიჩინა, მალევე მოიპოვა 8 ქულა (სამქულიანებს თითქმის ყოველთვის აგდებს) და 2 მოხსნაც გააკეთა. დარტყმულის სახეს გავხედე წამით, დაძაბული უყურებდა თამაშს და შიგადაშიგ ეღიმებოდა კიდეც. ამასობაში მესამე მეოთხედიც დაიწყო, ჩემი ძმის გუნდი კი აშკარა უპირატესობით უგებდა მოწინააღმდეგეს. როგორც მოყვარულმა , მეც კი შევამჩნიე, რომ დუდა მოწინააღდეგეთა გუნდისთვის საკმაოდ საშიში და არასასურველი მოთამაშე იყო. არც შევმცდარვარ. მესამე მეოთხედის ბოლოს, მეტოქე გუნდის გამთამაშებელმა, რომელიც დუდაზე 1 თავით მაღალი მაინც იყო, „შემთხვევით“ იდაყვი ჩაარტყა მუცელში და ჩემი ძმაც მოწყვეტით დაეცა ძირს. მსაჯმა თამაში გააჩერა, მაგრამ დუდამ მალევე წამოხტა ფეხზე და მსაჯიც ორი საჯარიმო ბურთით და გამთამაშებლის „FALL“-ით შემოიფარგლა.
-კრეტინიიი... რა „fall” გააგდეთ სტადიონიდან,.... იდიოტი, ნადირი... ვყვიროდი ბოლო ხმაზე.
-ეე ,.. არანორმალურო, დაჯექი, არ მგონია, შენს ძმას მოეწონოს შენი ქცევა. ხდება ხოლმე თამაშებზე მსგავსი შემთხვევები. ნუ ჩაპანიკდი. ჩემი დამშვიდება სცადა დარტყმულმა და მკლავზე დამქაჩა, რომ დავმჯდარიყავი. რამაც უფრო გამახელა.
-გამიშვი!!! მოვკლავ გეუბნები! თავ-ყბას გავუერთიანებ. არ ვწყნარდებოდი მე.
-გოგო , შენ სულ მუშტებზე როგორ იყურები. ბრუსლი ხარ?!
-არა, ჩაკ ნორისი. ჩავილაპარაკე მე და ჩემს სიტყვებზე თვითონვე გამეღიმა.
-ოჰ.. მე მაპატიე.. ჩაილაპარაკა მან ირონიულად.
-თუ გაპატიო!!!! ორივეს გაგვეცინა.
-არანორმალურო!
-დარტყმულო! არ ჩამოვრჩი არც მე.
-ქაჯო!
-ნადირო!
-ხულიგანო!
-ვირო!
-ყალთაბანდო!
-დაფშტვენილო!
-საყვარელო!
-მმმ.... ისაა........ისს.... დარტყმულო!!! დამანებე რა თავი რა საერთოდ. მივაყარე და სკამზე დავენარცხე, თუმცა დარტყმულის კმაყოფილი მზერა არ გამოპარვია. საბოლოოდ ანგარიში მაინც ჩემი ძმის გუნდის გამარჯვებით დასრულდა და ყველაზე მაგარი კი ის იყო, რომ თამაშის საუკეთესო მოთამაშედ სწორედ დუდა დასახელდა. ოო .. როგორი ამაყი და ბედნიერი ვიყავი იმ წამს. მეგონა გული გამისკდებოდა სიხარულით.
-მართლა რა მაგარი ძმა გყოლია ეე... ჩაილაპარაკა დარტყმულმა ისე, რომ დუდასთვის თვალი არ მოუშორებია.
-ხომ გეუბნებოდი. ჩავილაპარაკე კმაყოფილმა.
-ფუ შენი.....
-რა იყო. რა მოხდა?? ვკითხე უცნობს, რომელიც ჯიბეებში იქექებოდა.
-აუუ.. ტელეფონი დამეკარგა. მაპოვნინე რაა..
-მე რა გაპოვნინო, ჭიამაია ვარ ჩემიდედასვფიცავარ?? წამოვიძახე „ძველბიჭური“ კილოთი მე და წარბები სასაცილოდ ავათამაშე.
-ღმერთო რა შევცოდე რა?!! ხელები მაღლა ასწია და ისე იკითხა, თითქოს, პასუხს გასცემდა ვინმე.
-კარგი ხოო, ნუ მაიმუნობ. მითხარი შენი ნომერი , გადმოგირეკავ და გავიგებთ ხმას.
-გოგო შენ სულ ნომერს როგორ მეჩალიჩები ჰა?? ჩაიცინა დარტყმულმა და თვალი ჩამიკრა.
-ეე დარტყმულო! თუ არ გინდა არავინ გაძალებს. გავიბუტე მე და უცნობს შევუბღვირე.
-კარგი ხოო ნუ იბუტები. ვიპოვნე უკვე. მითხრა და ტელეფონი ხელში შეათამაშა.
-სად იყო?? გაკვირვებულმა ვიკითხე მე.
-ძირს დამვარდნია. ისე ეს უკვე მეორე მცდელობაა, რომ ჩემი ნომერი გაიგო, მესამედაც თუ მკითხავ გიპასუხებ. მითხრა და გამომცდელად შემომხედა.
-კი... როგორ არა , იოცნებე.. კიდევ რაღაცის თქმა მინდოდა , მაგრამ დუდას ხმამ გამაწყვეტინა.
-ლილეე... ჩამო ქვემოთ რაა და აქედან ერთად წავიდეთ ყველა.
-კაიი მოვდივარ.. ჩავძახე მე და ისევ უცნობისკენ მივბრუნდი.
-ესეიგი ლილე გქვია ხო??
-ხო, რა იყო?
-არა, არაფერი,
-კაი წავედი მე დარტყმულო.
-კარგად ლილე... პირველად მომმართა ასე და რატომღაც მთელ ტანზე ბუსუსებმა დამაყარა.
-აბა კარგად. იმედია, მეტჯერ აღარ შევხვდებით ერთმანეთს. გავიკრიჭე მე.
-ჰო, არც მე ვიწვი შენთან შეხვედრის სურვილით. მაგრამ არავინ იცის ცხოვრება რას გვიმზადებს. მიდი ეხლა გაიქეცი, წავიდა შენი ძმა უკვე.
-უიი უიი... კარგად დარტყმულო... მივაძახე და თავპირისმტვრევით ჩავირბინე კიბეები..
-კარგად ლილე. კარგად.... ხმა დამაწია მან, მაგრამ უკან აღარ შევბრუნებულვარ...

ბიჭი სახელად  66-33-XXDonde viven las historias. Descúbrelo ahora