თავი მეთექვსმეტე

120 15 11
                                    

შ/ს:

თითქოსდა კარგი დღე გათენდა. სიმშვიდით მოცული კარგი ამინდით კარგი ხასიათით. სიახლეებს მოველი იმედია ყველაფერი დღეს კარგად ჩაივლის.

დაბლა სართულზე ფეხშიშველი ჯერ კიდევ თეთრ პიჟამოებით ჩავდივარ.
პოზიტიურობა მალე შიშმა ჩაანაცვლა.
სისხლის გუბე დამხვდა ყველაფერი წითელი. მაგიდა გადაყირავებული ჭურჭელი დამტვრეული. არავინ ჩანდა ჯონქუქიზ გარდა რომელიც იატაკზე უგონოდ ეგდო.

შ/ს: ჯონქუქ!!
მასთან მივარდი ჩავიკეცე და თავი ავაწევინე.

შ/ს: ჯეონ! გამოფხიზლდი!! გაიღვიძე რა მოხვდა?! ხმა გამეცი ნუ მაშინებ!!

ძლივს ძლივობით სკამზე ჩამოვაჯინე.

ჩემი თეთრი პიჟამო კი უკვე გასისხლიანებულიყო.

ჯონქუქმა თვალები გაახილა და ეგრევე სკამიდან წამოდგა რამაც შემაშინა რადგან ეს ძალიან მოულოდნელი იყო.

შ/ს: ჯონქუქ? კარგად ხარ??

მას მივარდი და გადავეხვიე. ხელები წელზე შემომხვია და თავი ჩემს ყელში ჩარგო.

ჯონქუქი: კარგად ვარ არ ინერვიულო.

შ/ს: ხოო მაგრამ.... მხარში ხარ დაჭრილი!
ტირილით ვეუბნები მან კი მალევე ყურადღება თავის მხარზე გაამახვილა.

ჯონქუქი: არ ინერვიულო ჭრილობაა. გთხოვ არ შეშინდე.

შ/ს: რა ჯანდაბა მოხვდა აქ?

ჯონქუქი: როგორც ჩანს ვილის ხალხი ახლა ჩვენ დაგვსდევს. დილით ჯუნს ვეთამაშებოდი და დიდი ხმაური გავიგე.
ოთახიდან როგორც კი გამოვედი მხარში მესროლეს. ყველაფერი თავდაყირა დააყენეს მე კი ტკივილის გამო გავითიშე.

შ/ს: აქ დაჯექი. ჭრილობას შეგიხვევ.

მოვიტანე პირველადი დახმარების ნივთები პერანგის ღილები ნელა გავუხსენი და მთლიანი მხარი მოვუშიშვლე.

შემხმარი სისხლი ნელა მოვწმინდე შემდეგ კი სპირტით დავუმუშავე. ბოლოს კი შეხვევაზე გადავედი.

ტკბილი შურისძიება/jeon jung kookWhere stories live. Discover now