საძინებელში დაუკაკუნებლად შევიდა რაზეც გიორგი გაღიზიანდა მაგრამ ხმას მაინც არ იღებდა
-რამე დავაშავე? მგონი მე უნდა ვიყო გაბრაზებული!
-ოთახიდან გადი
-არა ! მიპასუხე სად იყავი!
-შენ არ გეხება უბრალოდ გადი!
-გინდა რომ გავიდე?
გიორგისთან ახლოს მივიდა და კაბა რომელიც ეცვა ერთი ხელის მოსმით გაიხადა და დააგდო დაბლა
-კარგი გავალ
თქვა და კარისკენ წავიდა მაგრამ უეცრად გიორგის ხელი იგრძნო წელზე რომელმაც ახლოს მიიზიდა
-მისმინე დაჯექი
მარიამმი დაჯდა
-მისმინე არ მინდა ალექსთან ერთად გხედავდე ერთი შეხედვით კარგად აღზრდილი მზრულველი დაკეთილშობილი ბიჭის შდაბეჭდილებას ტოვებს თუმცა ყველაფერო სხვანაირად არის ის ადრე ჩემი მეგობარი იყო ერთმანეთს ძალიან ვაფასებდით და ჩემთვის მეგობარზე მეტიც კი იყო ძმასავით მიყვარდა ერთ დღესაც გავიგე რომ ჩემ პატარა დასთან ქონდა ურთიერთობა ლიზასთან ის ჩემი მთელი ცხოვრება იყო ამიტომ მასთან მივედი სალაპარაკოდ ლიზამ მითხრა რომ ის საკუთარ თავზე მეტად უყვარდა
რამდენიმე დღეში გავიგე რომ ალექსი ჩემ დასთან იწვა შემდეგ კი მიატოვა მაშინვე მასთან სახლში წავედი კარებს არ მიღებდა ბევრი ვეძებე და ბოლოს სხვა ქალაქში ერთ-ერთ ამაზრზენ ბინაში ვიპოვე არ მოვკალი რადგან ის ჩემ დას ძალიან უყვარდა მაგრამ როდესაც უკან დავბრუნდით სახლში მივედით ლიზა სააბაზანოში ვიპოვე ვენები ქონდა გადაჭრილი მან თავი მოიკლა ამ არაადამიანის გამო იმ მხოლოდ იმიტომ გავუშვი ცოცხალი რომ ჩემი დის ხსოვნისთვის პატივი მეცა გავაფრთხილე რომ ჩემ ოჯახს არასდროს მიკარებოდა და თვალში არ მომხვედროდა თუმცა როგორც ჩანს არ გაითვალისწინა მიზანში შენ ამოგიღო ეს დღეები სახლში იმიტო არ ვიყავი რომ ვარკვევდი სად იყო ის მკვდარია და ვეღარავის ვერაფერს ავნებს
მარიამი იჯდა და უსმენდა ჩუმად იყო იაზრებდა რაც გიორგიმ უამბო ბოლოს ფეხზე წამოხტა და გიორგის ჩაეხუტა შემდეგ კი აკოცა
-სევდიანი ისტორიები უნდა მოგიყვე ხოლმე რომ მოხვიდე და მაკოცო?
მარიამს გაეღიმა და შემდეგ ერთად დაწვნენ დასაძინებლად
17 დღე იყო დარჩენილი რომ მარიამს წასვლოს ნება ქონოდა მაგრამ სიმართლე რომ ითქვას იმდენად შეუყვარდა გიორგი აღარ უნდოდა წასვლა მაგრამ მას ქონდა ცხოვრება ამ სახლის იქით თანაც გიორგის ერთხელაც არ უთქვამს სიტყვა მიყვარხარ
-პატარავ დღეს ბიჭები კლუბში მიდიან წავიდეთ ?
-კლუბში?
-ხო
-აუ კი
-კარგი გაემზადე და 8 ზე უნდა გავიდეთ
-კარგი მალე ჩავიცმევ
ოთახში აირბინა და შავი მოკლე კაბა ჩაიცვა ძალინ ლამაზი იყო
მალევე წავიდნენ კლუბში შესვლისთანავე იგრძნობოდა ალკოჰოლის სუნი გიორგი მარიამთან და თავის რამდენიმე მეგობართან ერთად დაჯდა და სმა დაიწყო
-აუ წავალ რა ვიცეკვებ
-აქ ვერ ერთობი?
-თქვენთან? ვერა!
-კარგი მაგრამ ჩემს თვალს არ მოშორდე
-აჰამ კაი
აკოცა და საცეკვაოდ წავიდა ბევრი დალია და ერთობოდა გიორგი კი თვალს არ აშორებდა მალე მარიამთან ვიღაც ბიჭი მივიდა თუმცა გიორგი არ განძრეულა აინტერესებდა რას გააკეთებდა მარიამი გოგონა მაშინვე წამოვიდა თუმცა ბიჭმა ერთი ხელი მაჯაში წაავლო მეორე კიდე წელზე შემოხვია აი ამაზე კი გიორგი გაცოფდა ფეხზე ადგა მივიდა მათთან და მაშინვე სახეში დაარტყა იმ უცნობ ბიჭს ცხვირი გაუტეხა სახეში კიდევ ბევრჯერ ჩაარტყა ბოლოს კი თავის დაცვებს გააყვანინა კლუბიდან კიდევ ერთი საათი იყვნენ კლუბში მაგრამ მარიამი გიორგის გვერდიდან არ შორდებოდა
მალევე წავიდნენ სახლში
მთელი დღეები ერთობოდნენ ხან სექსი ქონდათ ხანაც გასართობად დადიოდნენ
მალევე მარიამი შეუძლოდ გახდა ხშირად აღებინებდა და სახლიდან ვერ გადიოდა ბოლო დღეებში კი გიორგი იშვიათად მოდიოდა სახლში რის მიზეზსაც მარიამი ეკითხებოდა თუმცა პასუხად მხოლოდ დუმილს იღებდა საკმაოდ გაუცივდათ ურთიერთობა 6 დღეში მარიამი სახლიდან უნდა წასულიყო რასაც ხელს უწყობდა გიორგის დამოკიდებულება
საღამოს მარიამი თავის ოთახში იყო და თავს ისევ ცუდად გრძნობდა მანქანის ხმა გაიგონა როდესაც დაბლა ჩავიდა მისაღებ ოთახში გოგონა ნახა რომელიც გიორგის ესაუბრებოდა არ დაბნეულა რატომღაც იფიქრა რომ ახალი დამხმარე აყავდათ რადგან ამ სახლში არცერთი გოგონა უნახავს მათთან მივიდა გიორგის აკოცა და ეხლა გოგონას დაუწყო ყურება
-მგონი ერთმანეთს არ ვიცნობთ მე მარიამი ვარ!
-დიახ სასიამოვნოა მე ელენე !
-გიორგი ვინ არის ეს ახალგაზრდა გოგონა?
-იცი მე გიორგის..
-მეგობარია
წინადადება არ დაასრულებინა გოგონას გიორგიმ ელენემ უცნაური მზერა გააპარა ჯერ გიორგისკენ შემდეგ კი მარიამისკენ
-ელენე ოთახში ადი დაისვენე და საღამოს ვივახშმოთ
-კარგი
მალევე მარტო დარჩნენ გიორგი და მარიამი
-მეგობარი?
-ხო
-შენ აქამდე არ გიხსენებია რომ გოგო მეგობრებიც გყავს
-ხო ბევრი არ მყავს და მაგიტომ
-აქ რატომ რჩება?
-სახლში პრობლემებიაქ და მაგიტომ
-აა
-რა გჭირს?
-მე არაფერი აი შენ კი არ ვიცი რა გჭირს სახლში საერთოდ აღარ მოდიხარ
-მარიამ საქმეები მაქ სულ სახლში ვერ ვიქნები
-კაი გასაგებია
-ნუ იბუტები!
-მეძინება
-ვახშამი ?
-თქვენ მიირთვით!
ოთახში ავიდა და დაწვა მალევე ჩაეძინა თუმცა 1 საათში წყურვილმა გააღვიძა
კიბეებზე იდგა როცა საუბრის ხმა გაიგო
-სანამ არ გავიგებთ სიმართლეა თუ არა არ გაბედო და მარიამს რამე არ უთხრა თორე მოგკლავ
-არ ვუთხრა რომ ორსულად ვარ?
-ნუ ბოდავ
ელენეს პირზე ხელი ააფარა გიორგიმ
მარიამი კი ყურებს ვერ უჯერებდა
ისევ ოთახში აბრუნდა და მოსმენილზე ფიქრობდა მთელი ხუთი დღე ისე გავიდა ხმას არ იღებდა არც დაბლა ჩადიოდა გიორგი კი მხოლოდ ორჯერ შემოვიდა მოწესრიგდა და ოთახიდან გავიდა გიორგის კაბინეტში შევიდა სადაც ელენე და გიორგი საუბრობდნენ
-მარიამ ?
-ხელი შეგიშალეთ?
-არა ნუ სულელობ შემოდი
-ჩემი ტელეფონის წასაღებად მოვედი
-ტელეფონის?
-ხო დღეს 30 დღეა ხვალ მივდივარ
-ხვალ?
-ხო
-კარგი აქ არის აიღე
მაშინვე გაუწოდა ტელეფონი მარიამი ოთახიდან გავიდა და ლილეს დაურეკა