11

326 17 0
                                    

5 წლის შემდეგ*
-პატარა ქალბატონო ადექი ბაღში მიდიხარ
-აუ დე ცოტახანს დავიძინებ
-მაგრამ ხომ უნდა ისაუზმო? ლილემ გემრიელი საუზმე გააკეთა
-კაი მაგრამ დღეს იმ ვარდისფერ კაბას ჩავიცმევ რომ მიყიდე
-კარგი წამოდი
ნიცა საწოლიდან ნელა ადგა და მარიამი ხელპირის დაბანაში დაეხმარა მერე ორივე სამზარეულოში გავიდნენ და ლილეს გაკეთებული საუზმე მიირთვეს
-დღეს განსაკუთრებით გემრიელია ხო?
თქვა მარიამმა და ნიცამაც თავი დააქნია
-გემრიელად მიირთვით და მალე გაემზადეთ თორე დააგვიანედებათ
-მართალია წამოდი პრინცესა გავემზადოთ და ჩაიცვი შენი ვარდისფერი კაბა
ნიცა ულამაზესი იყო მაგრამ რაც უფრო იზრდებოდა მით უფრო ემსგავსებოდა გიორგის მისი თვალები და გამოხედვა ქონდა მარიამი კი მას ვერ ივიწყებდა 5 წელი გავიდა მარიამი კორეში გადმოვიდა საცხორებლად
ბავშვიც კორეში დაიბადა და ნიცა დაარქვა ოჯახთან მაშინ იკამათა როცა ბავშვის ამბავი გაიგეს მას შემდეგ კონტაქტი არ აქვს მათთან ერთ-ერთ კომპანიაში დაიწყო მუშაობა დღეს შეხვედრა აქვთ ინვესტორებთან ამიტომ ცდილობს არ დაიგვიანოს მალე გაემზადა თვითონაც და წავიდა შესახვედრად
ნიცა ბაღში დატოვა ლილე ორი კვირით ჩამოვიდა მათთან ნიკა და ლილე დანიშნულები არიან ამიტომ საქართველოში ცხოვრობს თუმცა ხშირად სტუმრობს თავის უახლოეს მეგობარს
მალევე მივიდა სამსახურში და თათბირზე შევიდა ყველა მას უსმენდა და თავს უქნევდა თავის საქმეს ყოველთვის იდეალურად აკეთებდა თათბირმა იდეალურად ჩაიარა და კაბინეტში შევიდა მალევე უფროსმა დაიბარა და მის კაბინეტში შევიდა
-გამარჯობათ მეძახდით?
-დიახ მარიამ შემოდი
მოკლედ შენთან სათხოვარი
მაქ ალბათ იცი რომ
საქართველოში უდიდეს ფირმასთან მაქ კონტრაქტი გაფორმებული
მინდა ვინმე გავგზავნო რადგან შეამოწმოს რა ხდება იქ ვიცი შენი ქვეყანაა ამიტომ უფრო გაერკვევი ყველაფერში გთხოვ უარი არ მითხრა
-კი მაგრამ
-მარიამ ალბათ გესმის რამდენად მნიშვნელოვანია ეს კონტრაქტი ჩვენთვის შენი და შენი შვილის ხარჯებს ჩვენ დავფარავთ მხოლოდ 2 კვირა და უკან დაბრუნდები
-კარგით გასაგებია
-მადლობა შეგიძლია სახლში წახვიდე დღეს თავისუფალი ხარ ფრენა ხვალ არის კერძო თვითმფრინავით წახვალთ
-ნახვამდის
ოთახიდან გამოვიდა არ იცოდა რატომ დათანხმდა აქამდეც დიდხანს ფიქრობდა უკან დაბრუნებაზე ყოველ ჯერზე თავის თავს აჯერებდა რომ
სისულელეს გააკეთებდა ეხლა კი გულიც და ტვინიც ერთს ეუბნებოდა რომ უნდა დაბრუნებულიყო
ნიცა ბაღიდან გამოიყვანა თან გზაში ცდილობდა აეხსნა სიტვაცია
-პატარავ იცი ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ?
-რაა?
-წავიდეთ ლამაზ ადგილას ხომ მითხარი მაინტერესებს საიდან ჩამოვედითო
-კიი
-ანუ წავიდეთ?
-მამიკო იქ იქნება?
-პატარავ მამიკო იქ არ იქნება ხომ იცი
-ხო მაგრამ ჩემი დაბადების დღე?
-პატარავ იქ აღვნიშნოთ ულამაზზესი ადგილი ვიცი
-კარგიი
-ჩემი ცხოვრება ხარ შენს გარეშე რა მეშველებოდა პრინცესა?
უთხრა და სარკე გაასწორა რომ კარგად დაენახა ნიცა
-მეც მიყვარხარ დედიკო
სახლში მივიდნენ ივახშმეს ნიცა სათამაშოდ დაჯდა მარიამმა კი ჩალაგება დაიწყო დაასრულა და დაღლილი საწოლზე დაწვა მალევე ნიცა ამოძვრა საწოლზე
-დეე დავიძინოთ რა
-კარგი პატარავ დავიძინოთ
მაგრამ ჯერ მოვწესრიგდეთ თავი მოიწესრიგეს ნიცას ჩაეძინა მარიამი კი ლილეს მოსვლას ელოდებოდა
მალევე კარის ხმა გაისმა
-მარიამ რატო არ გძინავს?
-საქმე მქონდა შენ სად იყავი?
-რავი ჯერ საყიდლებზე მერე მამაჩემსაც შევუარე დედაჩემთან გაშორების მერე ხო იცი როგორაა თან ჩემი დის წასვლასაც ვერ შეგუა
-ხოო
-რა საქმე გქონდა?
-საქართველოში უნდა დავბრუნდეთ
-რა?
-სამსახურიდან მგზავნიან 2 კვირით ნიცაც უნდა წავიყვანო
მარიამი საუბრისას საშინლად დაძაბული იყო და ეს სახეზეც ეტყობოდა
-მისმინე არ ინერვიულო კარგი?
-არ ვიცი მინდა თუ არა გიორგის ნახვა მთელი ხუთი წელი ვერ ვბედავდი მასთან შეხვედრას მაგრამ ეხლა? ეხლა იქ თუ ჩავალ ყველაფერი დამთავრდება რასაც ამდენი წელი ასე ვუფრთხილდებოდი
-მისმინე ყველაფერი კარგად იქნება გიორგის ვერ შეხვდები ეს შეუძლებელია
-მაგრამ ის თუ ნიცაზე გაიგებს მას წამართმევს
-ამის უფლებას არ მივცემთ!
-არ ვიცი რა ვქნა უკვე დავთანხმდი და სხვა გზა არ მაქ
-უბრალოდ არ ინერვიულო ხო იცი ნერვიულობას კარგი არაფერი მოაქ ხოდა დამშვიდდი
-კარგი ფრენა ხვალაა დილით ბაღის საკითხებს ტელეფონით მოვაგვარებ და წავალთ
-მე შენს გვერდით ვარ
-ძალიან მიყვარხარ!
-ვიცი ქალბატონო და მეც მიყვარხარ

თითქმის მთელი ღამე არ უძინია გამთენიისას მოწესრიგდა და ფრენამდე ერთი საათით ადრე გააღვიძა ნიცა ჩააცვა მაცივარზე პატარა ფურცელი დატოვა ლილესთვის "წავედით არ გვინდოდა შენი გაღბიძება გვიყვარხარ ! "
მალევე მარიამი იჯდა თავის პრინცესასთან ერთად თვითმფრინავში და მიდიოდა იმ ადგილას რომელიც ერთ დროს ყველაზე მეტად უყვარდა ეხლა კი მხოლოდ ცუდ მოგონებები უტივტივდებოდა გონებაში მგზავრობისას ორივეს ჩაეძინათ ამიტომ დრო მალე გავიდა და მალე ჩაფრინდნენ ჩამოვიდნენ თუ არა მანქანა დახვდათ და წაიყვანეს სახლში რომელიც კომპანიამ მათთვის შეარჩია ულამაზესი იყო ნიცას ყველაფერი ძალიან მოსწონდა მოსაღამოვდა მაგრამ გარეთ არ ბნელოდა ამიტომ ნიცას გარეთ გასეირნება უნდოდა რადგან აქაურობა ნანახი არ ქონდა მარიამიც მალე დათანხმდა და წავიდნენ უახლოეს სკვერში ბევრი ისეირნეს ბოლოს სახლში დავრუნება გადაწყვიტეს ძალიან დაიღალნენ ამიტომ მისვლისთანავე დაიძინეს

31 daysWhere stories live. Discover now