13

256 19 0
                                    

დილით ორივეს ადრე გაეღვიძათ დაბლა საუზმის გასაკეთებლად ჩავიდნენ მაგიდაზე წერილი დახვდა
"პატარავ კიდე შვეხვდებით მაპატიე რომ დაუმშვიდობებლად წავედი "
წერილი მაშინვე გადააგდე ფიქრობდა რომ
სისულელე ჩაიდინა გიორგისთან მაგრამ ვერ უარყოფდა რომ ეს ძალიან მოეწონა მალევე კარზე კაკუნი გაისმა მარიამმა გააღო და გაუკვირდა როცა გიორგი დაინახა რამდენიმე პარკით ხელში
-აქ რას აკეთებ?
-ნიცასთან ვარ
-ჩემთან?
საუბარში ჩაება ნიცაც
-კი შეხედე რა მოგიტანე
უთხრა გიორგიმ და რამდენიმე პარკი გაუწოდა რომელშიც სათამაშოები ეწყო
-სიმართლე გითხრა საუზმობა ვერ მოვასწარი მარიამ
-კარგი დაჯექი
-მისმინე დედაჩემს ველაპარაკე თუ გინდა ბავშვს საღამომდე დაიტოვებს  ძალიან კეთილია კარგი სახლი აქვს  და თუ რაიმე პრობლემა არ გაქ სანამ სამსახურში იქნები მაქამდე დაიტოვებს ხოლმე
-ხო მაგრამ ეს თავხედობა იქნება მე მას არც კი ვიცნობ
-დღეს გაგაცნობ უყვარს ბავშვები
-კარგი
-ისაუზმეთ მოწესრიგდით და გავიდეთ
მარიამი ოთახში ავიდა მოწესრიგდა შემდეგ ნიცასაც ჩააცვა და სახლიდან სამივე ერთად გავიდნენ
მალევე მივიდნენ გიორგის მშობლების სახლში
გიორგის მამა დავითი დიდად სასიამოვნო მამაკაცი არაა სახლში იშვიათადაა და ოჯახსაც ცოტა დროს უთმობს გიორგის ხასიათებში რაც კი ცუდი აქვს მამამისისგან გამოყვა გიორგის დედა ანა კი ძალიან სასიამოვნო თბილი და კეთილი ქალია სახლში შევიდნენ თუ არა მაშინვე ანა დაინახეს ჯერ შვილის მიესალმა მარიამი გაიცნო შემდეგ კი ნიცას გვერდიდან არ იშორებდა თავს დასტრიალებდა
გიორგი: დედა ჩვენი წასვლის დროა საღამოს გამოგივლით და ნიცას წავიყვანთ
ანა: კარგი
მარიამი: პრინცესა ჭკვიანად მოიქეცი და მალე მოვალ კარგი?
ნიცა :კარგი დე
სახლიდან კომპანიაში წავიდნენ გზაში ლაპარაკი გიორგიმ დაიწყო
-პატარავ ვფიქრობ ჩვენს ურთიერთობაზე უნდა ვისაუბროთ
-ურთიერთობაზე?
-ხო
-ურთიერთობა არ გვაქვს
-კარგი და რა გვაქვს?
-უბრალოდ სექსი
-უბრალოდ სექსი? ფიქრობ რომ ეს უბრალოდ სექსია?
-კი
მარიამი თვალს არიდებდა გიორგის
-ანუ ჩემს მიმართ გრძნობები არ გაქ?
-არა
-კარგი ანუ პარალელურად სხვა ვინმეს რომ შევხვდე პრობლემა არ გექნება ხომ ასეა?
-ვინმეს ხვდები?
-ეს შენზეა დამოკიდებული
-ჩემზე?
-ხო გინდა თუ არა ჩემთან ურთიერთობა?
-არ ვიცი გიორგი !
-რას ნიშნავს არ იცი?
-შენ მე არ გიყვარვარ ის რომ ჩემი სხეული მოგწონს არაფერს ნიშნავს !
-ანუ გიყვარვარ?
-გიორგი დამცინი? ამას ამდენი ხანი ვერ ხვდები ხო? ვერც კი წარმოიდგენ რამდენად გამიჭირდა შენი სახლიდან წამოსვლა
-მაშინ ნიცას მამა?
მარიამი გაჩუმდა ხმას არ იღებდა გიორგიმ კი გონებაში რამდენიმე რაღაც დააკავშირა ერთმანეთთან  ბოლოს კი გაღიზიანებულმა კითხა
-მარიამ? ნიცა ჩემი შვილია?
-...
-მარიამ! გეკითხები!
ამჯერად მანქანა გააჩერა გიორგიმ და მარიამს საშინელი მზერით უყურებდა ვერ იჯერებდა რომ ქალი რომელიც ამდენი წელი უყვარდა უმალავდა თავისი შვილის არსებობას
-მარიამ!
ამჯერად ბოლო ხმაზე დაიღრიალა
-ნიცა შენი შვილია !
-ამას ასე უბრალოდ მეუბნები? ამას ამდენი ხანი მიმალავდი და არც კი აპირებდი თქმას რომ შვილი მყავს?
-არ ვიცოდი! არ ვიცოდი რა მექნა როცა გავიგე რომ ორსულად ვიყავი უკვე შენგან წამოსული ვიყავი მეგონა ელენეც ორსულად იყო ბევრი რამე მეგონა მეგონა ან აბორტს გამაკეთებინებდი ან ბავშვს წამართმევდი ! შენ არც გესმის ! რას ნიშნავს როცა არაფერი გაქვს! არ იცი რას ნიშნავს როცა შენს სხეულში სხვა არსებაცაა და ეხლა მის სიცოცხლეზე პასუხს შენ აგებ ! არ იცი რას ნიშნავს როცა ყოველდღე შიშს გრძნობ მისი დაკარგვის გამო ! მე მეშინოდა! მეშინოდა რომ წამართმევდი შენ უბრალოდ  არ გესმის ! ის ჩემთვის ყველაფერია ჩემი მთელი ცხოვრებაა!
-შენ არ მომეცი არჩევანის საშვალება ! მან არც კი იცის რომ მამამისი მე ვარ ! რა უთხარი? რა უთხარი ჩემზე?
-ვუთხარი რომ მამამის ძალიან უყვარს მაგრამ მის ნახვას ვერ ახერხებს
-მას დღესვე ეტყვი ყველაფერს!
-მაგრამ..
-დღესვე ერთად ვეტყვით!
-მაპატიე გთხოვ
-არასწორად მოიქეცი ! შენ რომ ჩემთან მაშინვე მოსულიყავი ეხლა აქ არ ვიქნებოდით ესეთ მდგომარეობაში
ეხლა სახლში საწოლში გეძინებოდა დიდი მუცლით რომელშიც ჩვენი შვილი იჯდებოდა
თავის დროზე უნდა მოსულიყავი გეთქვა რომ ორსულად იყავი და ყველაფერი გამოსწორებადია
-მაპატიებ?
-მისმინე შენ და უკვე ჩვენი პატარა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი სასწაული ხართ მართლა ფიქრობ რომ ესე ოილად დაგთმობთ?
მარიამმა მაშინვე აკოცა შემდეგ სამასახურში წავიდნენ საღამოს კი ნიცას მიაკითხეს
ნიცა:დედააა
მარიამი:პატარა პრინცესაა
ნიცა:დე იცი ანა ძალიან კარგი ქალია
მარიამი: დარწმუნებული ვარ
გიორგი : დე ჩვენ წავალთ უკვე გვიანია
ანა :კარგით ხვალაც გამოიარეთ მგონი ერთმანეთი ძალიან მოგვეწონა ხო ნიცა?
ნიცა : კიი
გიორგი:კარგი დე კარგად
მარიამი : ნახვამდის
ანა: კარგად
მანქანაში ჩასხდნენ გზაში კი ნიცა არ ჩერდებოდა ყვებოდა რა მოეწონა სახლში და როგორ გაერთო
ნიცა : იცი ხვალ ჩემი დაბადების დღეა
გიორგი : მართლა?
ნიცა : კი  დეე მამიკო მოვა?
გიორგი : კი მამიკო მოვა ნიცა
ნიცა : მართლა?
გიორგი: კი
მარიამი : მოვედით ჩვენი წასვლის დროა
გიორგი : კარგად
მარიამი და ნიცა სახლში შევიდნენ ივახშმეს და მალევე დაიძინეს

31 daysWhere stories live. Discover now