《10》

170 33 21
                                    

 
"მე თქვენთვის არასდროს მითქვამს ჩემი ნამდვილი სახელი."

ეს სიტყვები საკმარისი აღმოჩნდა, სხეულს მორეული სისუსტე გულშიც  ეგრძნო ღრმად. მისი ფეთქვის დაწევას ვეღარ ახერხებდა.
იმდენად ააღელვა ბიჭის სიახლოვემ, ვერ მოასწრო ფიქრების თქმამდე გააზრება.
ისეთი რამ დაცდა მის ბაგეებს, რომლის გამოსწორებაც წარმოუდგენლად მიაჩნდა და ახსნას ვერ უძებნიდა აღელვებული გონებით.

უამრავი რამის მოგონება სურდა, მხოლოდ ახლა ეპოვა გამოსავალი, თუმცა აზრები წამოშლისთანავე უჩინარდებოდა უგზო-უკვლოდ. ისე სწარაფად, ამჯერად მათი დაჭერის და სიტყვებად გადაქცევის ხერხის მოძებნა შეუძლებლად ეჩვენებოდა.
უსიტყვოდ ევედრებოდა მეტი არაფერი ეკითხა და არც ამ საკითხს ჩაღმავებოდა, მაშინ როცა ქამრის სიმხურვალე მის წელზე სულ უფრო გაუსაძლისი ხდებოდა. ყოველ წამს უფრო უჭირდა თავის კონტროლი.
მისი მაგია სუსტდებოდა იმ ძალის მეშვეობით, რომლითაც წინააღმდეგობას უწევდა ჯონგუკი და ეს უფრო აჩქარებდა პროცესებს.

დარჩენილი შესაძლებლობები მთლიანად მოიხმო საბოლოოდ. ამდენად გაჯიბრება საკუთარ თავთან, მაშინაც კი არ გამხდარა საჭირო, როცა პირველად შემოდგა ფეხი ბიჭმა ტაძარში და მის პირისპირ აღმოჩნდა.
ჯონგუკისთვის გაუგებარ ენაზე, რამდენიმე სიტყვა ამოიბურტყუნა და ყველაფერი ხილული, უსასრულო სიცარიელედ გადაიქცა ადამიანისთვის.
დიდი სურვილის მიუხედავად, სიტყვასაც ვერ ძრავდა, სრულიად უუნაროდ იქცა და მის გამოუცდელ გონებას შიშმა დარია ხელი.

მხოლოდ უცნაური ხმები ესმოდა დროდადრო. ხვდებოდა, რომ ბიბლიოთეკას დიდი ხნის წინ გაცდნენ უკვე. ჰაერში მილივლივებდა ერთი შეხედვით უსიცოცხლო სხეული, ფონად უცნაური ხვნეშის ხმა სდევდა. უსასრულო სიცარიელეში შემოჭრილ მხეცს აგონებდა აქა-იქ გაგონილი გრგვინვა. ვერ ხედავდა, თუმცა გრძნობდა როგორ მძიმდებოდა ჰაერი ირგვლივ.
გრილმა ნიავმა რომ დაჰკრა კანზე მიხვდა, რომ აღარ იყო თბილი ტაძრის კედლებში.
სიგრილე სიცივეში გადადიოდა, რაც უფრო იჭრებოდნენ ღრმად უცნაურ ადგილას.

უდაბნოს ქარი Where stories live. Discover now