《21》

113 28 33
                                    


"ოფლის და სისხლის უკანასკნელ წვეთამდე!"

ტყეში განლაგებულ საბრძოლო ბანაკში გაისმა რედიკის ხმა. მონოტორული, ისეთი, როგორიც შეეფერებოდა ლიდერს.
პულარსის სამეფოში არსებული ყველა ბანაკი მოიარა ტყავმცვლელთა მეფემ. უმცირესები და უდიდესები. დამწყებებიც და უკვე ჩამოყალიბებული მებრძოლებიც თავისი თვალით შეათვალიერა.
ახლა კი ყველაზე გამოცდილი რაზმის წინ იდგა.
ელიტარული რაზმი, რომელიც უშუალოდ მეფის ხელმძღვანელობით ერთვებოდა ბრძოლაში.
მასში არსებული მებრძოლები თითქმის განდეგილები იყვნენ.
მათ არ ჰყავდათ ოჯახი, არ ანაღვლებდათ ყოფიერი ცხოვრება, თავიდანვე მხოლოდ მეფის სამსახურში საბრძოლველად იწრთვნებოდნენ.
რაზმში მოსახვედრად არაერთი განსაკუთრებული წვრთნის გავლა უწევდათ მსურველებს, რათა მათ სულისკვეთებაში დარწმუნებულიყვნენ.
მხოლოდ მეფისთვის, მხოლოდ მეფის ხელდასმით.

ურყევი ძალა, რომელიც ადამიანთა სამყაროში მოხვედრის დროს შეიქმნა და სწორედ ასეთი მომენტისთვის გადიოდა წრთვნას.
თითქოს თავიდანვე იცოდნენ პულარსთა მმართველებმა, რომ ეს დღე დადგებოდა.
დღე, როდესაც პულარსი გახდებოდა მთავარი სამეფო. დღე, როცა წამყვანი რასა თავის კანონებს დაუდგენდა სამყაროს.
ისინი იქნებოდნენ დრაკონები, მხეცის ტყავში.

მეფის მოწოდებას ყიჟინით შეხვდნენ გულანთებული და სისხლმოწყურებული მეომრები.

"ჩვენი მომავალი სულ რამდენიმე თვეში გახდება ნათელი, ისეთი როგორიც ეს ჩვენს წინაპრებს სურდათ. მათი ხელით დაწერილი ისტორია, ცხადად უნდა ვაქციოთ და დღეს ჩვენ ყველაფერი გვაქვს ამისთვის. დრაკონის სისხლი, აი რა არის ფერიათა სისუსტე."

მხოლოდ შეშფოთების ხმა გაისმა ტყეში, სადაც ხეზე მეტი მეომარი იდგა.

"დიახ, არ მოგესმათ. არც ის იქნება თქვენი წარმოსახვის ნაყოფი, რასაც ახლა ვიტყვი."

უდაბნოს ქარი Where stories live. Discover now