《26》

133 24 15
                                    

ორი დღე გამოხდა მას შემდეგ, რაც პირველად შეხვდნენ მათი ბაგეები და თითქოს ბოლო იყო აქტი, რადგან აღარ განმეორებულა.
და მაინც, რაღაც შეიცვალა. რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი.  სიახლოვის სურვილი აქამდე თუ მხოლოდ მათ ფანტაზიებში ღვივდებოდა, ახლა ყოველ მოქმედებაში ეტყობოდა ამ ორს.
არ ჰქონდა მნიშვნელობა რას აკეთებდნენ უბრალოდ ჭამდნენ, თუ საქმიან განხილვაზე ისხდნენ, შანსს არ უშვებდნენ ხელიდან რომ ერთმანეთს მოჩვენებასავით მაინც არ შეხებოდნენ და ის ფაქტი რომ ამის ინიციატორი, მხოლოდ ჯონგუკი არ იყო მეცხრე ცამდე აბედნიერებდა ბიჭს.
მოპარული მზერა, ბაგეებზე გაშტერებული თვალი და საკუთარი ტუჩების ნერწყვით დასველება. შეხება კი საერთოდ სხვა განზომილებაში გზავნიდა მათ სხეულებს. წამიერი კონტაქტი იყო საკმარისი მხოლოდ, რომ რამდენიმე საათი დამუხტულიყო მათი ხორციელი თუ სულიერი არსებობა სასიამოვნო ენერგიით.
წამიერად ავიწყებდათ ეს აქტი ყველა არსებულ პრობლემას. მათი ფიქრები იქ, იმ არარსებულ რეალობაში მოგზაურობდა, სადაც არც ომის საშიშროება იყო და არც რაიმე დამაბრკოლებელი მათი ერთად ყოფნის.
ფერია თითქოს ყოველ წამს რწმუნდებოდა, რაც ჯონგუკმა იმ ღამით უთხრა, არ იყო რეალობისგან შორს.

კავშირი, კავშირის გარეშეც რეალურია

მიზიდულობა ყოველთვის არსებობდა. არასრული კავშირიც კი არ უშლიდა ხელს, ბიჭთან სიახლოვე საკუთარ პრიორიტეტად ექცია, მაგრამ ახლა შებრძოლების ნაცვლად ნებდებოდა ამ სურვილს.
იქნებ მართლაც ჯობდა სულ ცოტა ხნით მაინც ეგრძნო ბედნიერება და სისავსე მის სულს.
სულ ცოტა ხნით, სანამ საბოლოოდ დაშორდებოდა და საკუთარ გულში დიდ უფსკრულს დატოვებდა.
არც ჯონგუკისთვის იქნებოდა ეს მარტივი, ამაში დარწმუნებული იყო და კიდევ უფრო რწმუნდებოდა, როცა მის თვალებს შეხვდებოდა ხოლმე, მაგრამ დრო მისთვის განკურნავდა ყველა დარდს, ფერიისთვის კი სამუდამო სატანჯველი იყო თავისი უკვდავება.
თუმცა თუნდაც ერთ წუთიანი ბედნიერება ჯონგუკის გვერდით, საუკუნო ტანჯვას ერჩივნა და დღეს ის დღე იყო, როცა ამის ხმამაღლა თქმას აპირებდა მისთვის.

უდაბნოს ქარი Where stories live. Discover now