《12》

131 31 18
                                    

  ჯიმინის მდგომარეობა აფიქრებდა.
უფრო აფორიაქებდა. იცოდა, რომ ნამჯუნს მისი თანხმლებების შესახებ ყველაფერი გარკვეული ჰქონდა, თუმცა არასდროს დაუშვია, მათთან პირდაპირ კავშირს თუ დაამყარებდა სისხლისმსმელი და ეს არ იყო უბრალო კავშირი.
იყო სისხლისმსმელის ადამიანი ეს თითქმის იგივე შინაარს ატარებდა რასაც მეწყვილეობა ტყავმცვლელებში.
ადამიანი სიცოცხლის ბოლომდე რჩებოდა ამ კავშირში და კიდევ ჰქონდა გაგონილი რაღაც იშვიათი შემთხვევების შესახებ, თუმცა კარგად ვერ იხსენებდა ზუსტად რა შინაარს ატარებდა ისინი. ამას  რადიკალურ ნაბიჯად თვლიდა ჯიმინის მხრიდან და მიუხედავად იმისა რომ მასთან ახსნაგანმარტებით არ იყო დავალებული თავისივე კომპანიონი, თუ მაინც ამით გაიმართლებდა თავს, ამ მიზეზს ვერ მიიღებდა ჯონგუკი.
ეს საქმე შეიძლება დამკვეთისთვის ბევრს ნიშნავდა, თუმცა არა მათთვის რომ თავი გადაედოთ სასურველის მისაღებად.

ვახშმის შემდეგ ფიქრებით დატვირთული გონება და იმის დაგეგმვა როგორ აღმოჩენილიყო ჯიმინთან პირისპირ, რათა გაერკვია რა გახდა მისი გადაწყვეტილების მიზეზი, მომაბეზრებელთან ერთად არაფრის მომცემი იყო.
თუმცა თითქოს მისივე გონებაში იქექებოდა ჯიმინი იმ დროს და კარზე კაკუნისთანავე მიხვდა ვინ იდგა მასიური ხის უკან.

"ალბათ იქედან უნდა დაიწყო საერთოდ როგორ შეხვდი მას. და რა ჯანდაბამ გაიძულა რომ ეს გაგეკეთებინა?"

შესვლაზე თანხმობის გაცემისთანავე ამჯერად ოთახში კარს აწებებული იდგა დაბალი ბიჭი და თითებს ნერვიულად ათამაშებდა.

"მსაყვედურობ?"

"არა, აღფრთოვანებული ვარ შენი გადაწყვეტილებით."

ცინიკურად გახედა ჯონგუკმა და საკუთარ საწოლზე ჩამოჯდა.

"იგივე კითხვას დაგისვამ, რადგან როგორც გავიგე შენც იმ ფერიის გოშია გამხდარხარ."

უფრო თამამი ჩანდა ჯიმინი და ამის მიზეზი ჯონგუკის დამცინავი რეპლიკა იყო.
რა უფლებით აკრიტიკებდა, როცა თავად იგივე ნაბიჯი გადადგა.

უდაბნოს ქარი Where stories live. Discover now