《24》

118 27 11
                                    

ხმაურიანი ფერისი ღამით მდუმარებას მოეცვა. ისეთ მდუმარებას, არასდროს რომ არ ყოფილა ამორტალისში.
სიმშვიდეს ქარის ხმაც არ არღვევდა.
მხოლოდ ერთ კარავში ისმოდა ორი სხეულის არათანაბარი სუნთქვა.
ამ სიმშვიდეშიც ვერ მოეხერხებინათ დაძინება, ცალ-ცალკე კი ორივე თავს იკატუნებდა რომ ეძინათ.
ზურგშექცეულებს ერთმანეთის სითბო გვრიდათ სიამოვნებას და არც ერთმა იცოდა რაზე ფიქრობდა მეორე.

მომდევნო დღე რთული იქნებოდა, მაგრამ არც ეს ღამე იყო მარტივი.
არ იცოდნენ მომავლისთვის ფიზიკური გამძლეობა უფრო დასჭირდებოდათ, თუ სულიერი, შეიძლება ორივე.
თუმცა ამ ღამით აფორიაქებულ სულებს, ნამდვილად იმაზე მეტი ენერგია მიჰქონდა მათი სხეულებიდან, ვიდრე წარმოდგენა შეეძლოთ.

იყო უდაბნოში რაღაც ზედმეტად მიმზიდველი და ინტიმური. იქნებ ეს სიჩუმე. ან იქნებ ცხელი ქვიშა. სულაც ვარსკვლავებით განათებული უსასრულო ცა.
უფრო მეტად კი ალბათ მიზეზი მათი ამდენად ახლოს ყოფნა გახლდათ.
ღამე თავის რიტმში ითვლიდა დროს და მერაღაცამდენე საათი იყო უკვე ამ თამაშით დაიღალა ერთ-ერთი როგორც იქნა.

"მეგონა გეძინა."

დიდი ხნიანი მდუმარებისგან ჩაწყვეტილი ბგერები ამოუშვა შავთმიანის ყელმა.

"მეც მეგონა, რომ გეძინა."

გაისმა იგივე რიტმში და თან სხეულის მკვეთრი მოძრაობა მოჰყვა. გვერდზე წოლიდან ზურგზე წოლის პოზიციაში გადავიდა ფერიის სხეული და უკვე სიბნელე შეჩვეული თვალები მიაბჯინა კარვის არც ისე მაღალ ჭერს.

"მაპატიე, ალბათ შენთვის მოუხერხებელია."

პოზიცია არ შეუცვლია ჯონგუკს.
მხოლოდ ხელი ამოიდო თავქვეშ და თითქოს უფრო კომფორტულად მოეწყო ასე.

"ჩემთვისაც კი ცოტა მოუხერხებელია ამდენი ხნის შემდეგ ისევ ჩემს კარავში წოლა."

უდაბნოს ქარი Where stories live. Discover now