- რა ჯანდაბაა? - გაოგნებულმა ბოლო ხმაზე შეჰყვირა. თვალები დაბნეულს მოეჭუტა და რამდენიმე წუთის განმავლობაში გაშტერებული კითხულობდა ლექტორის მიერ გაგზავნილ შეტყობინებებს.
- ბამ, ცოტა ვერ არის, ხო? - დაფეთებულმა განუცხადა ფუმფულა ხალიჩაზე მწოლიარე ძაღლს, რომელსაც ისე შეჰყურებდა, თითქოს მისგან პასუხის მოსმენას ლამობდაო, მაგრამ რადგანაც დობერმანმა ყურებიც კი არ დაცქვიტა, უმცროსმა ბიჭმა ხმაურიანად ამოიოხრა, ტელეფონს ხმა გაუთიშა და უცხო გრძნობებით შებოჭილმა მორფეოსის სამყაროსკენ მიმავალ გზაზე თვალები დახუჭა.
YOU ARE READING
Calculate Love - Taekook ✔️
Fanfiction- ლექტორს პრეზენტაციის მაგივრად ჩემი შიშველი ფოტო ჩავუგდე. Texting au.