.9.

199 12 7
                                    

შავთმიანმა ბიჭმა ხითხითით გააქნია თავი

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.


შავთმიანმა ბიჭმა ხითხითით გააქნია თავი. უკვე რამდენიმე საათი იქნებოდა, რაც ნამჰედოს კუნძულებზე ჩამოვიდნენ და ზუსტად იგივე დრო იქნებოდა გასული, რაც ბიჭმა საკუთარი ლექტორი კიდევ უფრო ახლოდან გაიცნო. ლექტორი, რომელიც თავდაპირველად გონებაში ვერაფრით შერაცხა მზრუნველ, თბილ პიროვნებად, რომელიც დამორცხვებულ უმცროს ბიჭს ოთხკუთხედურ ღიმილს მიანათებდა ხოლმე და თაფლისფერ თვალებში გამკრთალი ათინათით ჯონგუკის გულსა თუ სულს ულევი სიხარულით ააზვირთებდა ხოლმე.

ძნელი იყო შავთმიანისთვის მუდამ ლოყებშებრაწულსა და სირცხვილისგან ტუჩებმოკვნტელის არ ევლო აქეთ-იქით, თანაც სხვისი დამატყვევებელი, ანიგმატური მზერის გამო, რომლებიც რატომღაც მუდამ თან სდევდნენ- ლანჩისას, სხვა სტუდენტებთან ერთად აქტივობებში ჩაფლულს, ანდაც ნომერში ასულს, როდესაც სასუსნავების მოძებნის მიზნით სასტუმროს თითოეულ უჯრას გამოაღებდა ხოლმე და შემდეგ გულგახარებული კმაყოფილი ღიმილით შეექცეოდა ხოლმე უმეტესწილად ჩუპა-ჩუპებსა და ჟელიბონებს. იმ ჟინით აღსავსე მზერის, ანდაც ფრთხილი, ნაზი და შემთხვევითი შეხებების გამო მუდამ თავი რომ ჩაეღუნა, რათა საკუთარი სიმორცხვე დაემალა და გულათრთოლებულს თავი არ გამოეაშკარავებინა.

- არ ბრუნდება? - ბუტბუტით ამოთქვა ამ უკანასკნელმა, როდესაც საკუთარ, ერთსაწოლიან ლოგინზე ფეხმორთხმით დაჯდა და დანარჩენებთან ერთად ვახშმის შემდგომ დაბრუნებული კიმ თეჰიონს ელოდა, თუმცა მოულოდნელად კარზე კაკუნი, რომ გაისმა ზეზე უმალ წამოხტა და სირბილით გაიქცა კარებისკენ, ჭუჭრუტანაში გახედვისას კი უფროსი მამაკაცის დაგულების შემდეგ გასაღები გულაჩქარებულმა, უცბად გადაატრიალა და ოთახში ფერმკრთალი ლექტორი შემოუშვა.

Calculate Love - Taekook ✔️Where stories live. Discover now