_____
- ჯ-ჯინ? ჰობი? - ლუღლუღით ამოთქვა მწუხრ ცისქვეშეთში უცნობ, სიბნელით გარშემორტყმულ, ხრამიან, ვიწრო გზების გასაყარზე მდგარმა, მხრებაწურულმა და აცახცახებულმა ბიჭმა, რომელსაც დიდრონი თვალები გაეფართოვებინა და შეძრწუნებული თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა. - თ-თეჰიონ? - ცახცახით ამოიბურტყუნა. ლოყას შიგნიდან კბენდა, გარშემო დაფეთებული იყურებოდა და უცხო ჩამი-ჩუმის შეგრძნებისთანავე მსუბუქად ხტებოდა, გზის გაკვალვას ცდილობდა, თუმცა სუსხიან, სიბნელით ნასაზრდოებ სივრცეში, სადაც უკუნი ბინდი ჩამოწოლილიყო ვერაფრით იხსენებდა, თუ რომელი გზიდან აღმოჩნდა ამ თითქოსდა ღვთისგან მიტოვებულ ადგილას. - არ იჭერს, - გააფთრებულმა, შუბლშეკვრით ამოთქვა, როდესაც ფეხის წვერებზე აწეული ტელეფონში სიგნალის დაჭერას გაუთავებლად ცდილობდა.
- აი, რა მინდოდა? ლეკვი სადღა დაიკარგა? - დუდღუნით განაცხადა. ლეკვი, რომელსაც უცნობ ადგილას გაჰყვა და რომლის გამოც დაიკარგა აღარსად ჩანდა.
თვალები კიდევ უფრო მოჭუტა, რათა გარემოს უკეთ გარჩევა შეძლებოდა, თუმცა, მოულოდნელად შორეული გზიდან მომავალი პიროვნების დანახვისთანავე თვალებში იმედისმომცველი ნაპერწკლები გაუკრთა, ხელი მაღლა ასწია, უცხოსთვის დაძახებას აპირებდა, მაგრამ, საშინელი ხილვადობის მიუხედავად, უცნობი მამაკაცის უკეთ შეთვალიერების შემდეგ ადგილზე გაშეშდა. მამაკაცი ბანცალით მიიწევდა უკუნით სიბნელეში, თან ხელებს უცნაურად იქნევდა, გაუგებარ სიტყვებს ბოლო ხმაზე ღრიალებდა.
- მთვრალია. - დარწმუნებით ჩაილუღლუღა ბიჭმა.
ამ ქვეყნად მხოლოდ მთვრალ მამაკაცებს ვერ იტანდა, მათი ეშინოდა. სულით ხორცამდე ეზიზღებოდა ისინი, ვინც ალკოჰოლის გადაჭარბებული დოზის გამო სხვა ადამიანებს გაუსაძლის პირობებში აგდებდნენ.
- ეი, შენ! - მოულოდნელად, უკან დახევისთვის გამზადებულ ბიჭს არასასიამოვნო ხმის გაგონებისთანავე მთელს სხეულში გასცრა. უკან საჩქაროდ შებრუნდა და სწრაფი ნაბიჯებით მთვრალ, მოყვირალ პიროვნებას გაეცალა. - აეე!
YOU ARE READING
Calculate Love - Taekook ✔️
Fanfiction- ლექტორს პრეზენტაციის მაგივრად ჩემი შიშველი ფოტო ჩავუგდე. Texting au.