.16.

96 6 0
                                    

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.


_______

უნივერსიტეტის ეზოში თავჩაქინდრული ბიჭი დაბღვერით ადევნებდა თვალყურს სტუდენტების მიმოსვლას. შიგადაშიგ საათს დაჰხედავდა ხოლმე, შემდეგ ღრმად ამოიოხრებდა და ტელეფონში სოციალური ქსელების უაზრო სქროლვას განაგრძნობდა.

- გუ! - მოულოდნელად, ნაცნობი მამაკაცის ხმა, რომ შემოესმა თავი ტუჩებგაბერილმა წამოყო და მისკენ სირბილით მიმავალ, ყავისფერ კლასიკურ ტანსაცმელში გამოწყობილ ლექტორს გადიდებული თვალებით გახედა. - ბოდიში, სტუდენტებმა შემაყოვნეს, - ღრმა სუნთქვას ამოაყოლა და ბიჭის პირისპირ დადგა. - სასტიკად მომენატრე,

- ჰიონ, - ბურდღუნით განაცხადა ამ უკანასკნელმა. ბრაზი, რომელიც თეჰიონის დაგვიანების გამო მძვინვარებდა მასში მოულოდნელად ჩაცხრა, ამიტომ სახეზე ფართე ღიმილი გამოესახა.

- რომ შემეძლოს ჩახუტებისგან გაგჭყლეტდი, - უკმაყოფილო ხმით ამოთქვა ზემოხსნებულმა, რომელიც როგორც ყოველთვის სტუდენტების ყურადღების ეპიცენტრში იმყოფებოდა.

- ჰიონ, წავიდეთ! - შუბლშეკვრით დასძინა ჯონმა მას შემდეგ, რაც კიმისკენ მომზირალ გოგონას შეუბღვირა და კმაყოფილებით მოღიმარ მამაკაცს ბურტყუნით განუცხადა. თეჰიონიც უხმოდ გაჰყვა ფართე ნაბიჯებით მოსიარულე ბიჭს, რომელიც შიგადაშიგ რაღაცებს ბურდღუნებდა და შუბლშეჭმუხნული კიმის მანქანისკენ მიიჩქაროდა. უფროსი მამაკაცი არაფერს ამბობდა, ჩუმი ფხუკუნით მიჰყვებოდა ბიჭს, რომელიც აწ უკვე კიმის მიერ გაღებულ ავტომობილში სიცხადისგან წამოწითლებული ჩამხტარიყო.

Calculate Love - Taekook ✔️Where stories live. Discover now