________
- შევედიით!! - ბოლო ხმაზე ყვირის ავტომობილიდან გადმოსული კიმ სოკჯინი, რომელიც დანარჩენების გადმოსვლას დოინჯშემორტყმული ელოდება და საბოლოოდ წადილის ასრულების შემდეგ ჯიმინთან ერთად ქოთქოთით აბიჯებს პაკის მიერ წვეულებისთვის დაქირავებულ უზარმაზარ სახლში. იქვე, უხერხულად აძურწული ჯონგუკი დაბნეული ბავშვივით მიჰყვება დანარჩენებს. ალკოჰოლით, მოსაწევით, ოფლით გაჯერებულ სივრცეში აბიჯებს, სადაც მუსიკის დამაყრუებელი ხმა პირდაპირ ყურებში უგუგუნებს. გარშემო პაკის უნივერსიტეტის, სკოლის მეგობრებს ხედავს. მათ ნორმალურად არ იცნობს, ამიტომ თვალებს ნაცნობი ექვსეულის ამოსაცნობად ასავსავებს.
- ჰ-ჰიონ? - ბუტბუტით წარმოთქვამს ეს უკანასკნელი, როდესაც ერთმანეთში არეულ ახალგაზრდებში საკუთარ მეგობრებს ვერ ლანდავს, თუმცა მოულოდნელად მაჯაზე თითების შეხებისთანავე დაპანიკებული ხტება გვერდზე, მაგრამ რა წამსაც ნაცნობ, ნათელი ათინათით მბრწყინავ შოკოლადისფერ თვალებს შეჰყურებს მშვიდდება.
- გუკ, რატომ დგახარ? წამოდი. - უფროსი მამაკაცი სევდიან სიმრგვალეებს აპყრობს სახეახურებულ ბიჭს, რომელიც უმალ უქნევს თავს ამ უკანასკნელს. მოცეკვავე, მოცინარ ახალგაზრდებს შორის გზას იკვალავენ, თუმცა კვლავ დაკარგვის შიშით შეძრწუნებული შავთმიანი ბიჭი კიმს ნეკა თითზე ხვევს თითებს, გაკრეჭილი თეჰიონი კი არსებულ სიტუაციას სათავისოდ იყენებს: ბიჭის ნატიფ თითებს საკუთარში ხლართავს და ხმამაღალი მუსიკის გამო მაღალი ბარიტონით მიმართავს ზემოხსენებულს: - არ მინდა დაგკარგო, - ჯონგუკი ხმას არ იღებს. ორაზროვანი სიტყვებისა თუ სიახლოვის გამო ათრთოლებული გულ-მუცელი სულ მთლად უწრიალებს. თან უზარმაზარი ქურთუკიც, რომელიც მის უზადო სხეულს ფარავს ჩახუთულ სივრცეში მეტად არაკომფორტულ შეგრძნებებს უღვივებს.
საბოლოოდ პატარა მაგიდის გარშემო, დივანსა და სავარძლებზე მჯდარ მეგობრებს უახლოვდებიან. ჯონგუკი მაშინვე მოღიმარი ჯინისკენ მიდის, რომელიც მათ შორის ყველაზე უმცროსს გაკრეჭილი უღიმის, მეგობართან ახლოს ჩოჩდება და მასთან ერთად იწყებს საუბარს. თეჰიონი კი დასევდიანებული ღიმილით, ჯონგუკის პირდაპირ, ნამჯუნის გვერდით ჯდება და უბრალოდ ჩუმდება, ხმას არ იღებს.
YOU ARE READING
Calculate Love - Taekook ✔️
Fanfiction- ლექტორს პრეზენტაციის მაგივრად ჩემი შიშველი ფოტო ჩავუგდე. Texting au.