.3.

166 16 2
                                    

საშუალო სიმაღლის სხეული თავჩაქინდრული, საკუთარი მეგობრების გვერდით ჩამოყრილი მხრებითურთ მიაბიჯებს განათებულ დერეფანში, რომელშიც კანტიკუნტად გაფანტული სტუდენტები ხითხითით იკვალავენ გზას და სულ მთლად შავ ტანისამოსში გამოწყობილი ბიჭის გვერდით მიაბიჯებენ. ყორნისფერთმიანს თავზე კაპიუშონი აქვს ჩამოფხატვნული, შავი, მის ტანთან შედარებით ფართო ქურთუკის ჯიბეში ხელები ჩაულაგებია და ნერწყვის ხმაურიანად ყლაპვით განაგრძობს სიარულს.

რამდენიმე წუთიც და ბატონ კიმს პირადად ნახავს.

- ჯონგუკ, ყველაფერი კარგად იქნება. - მხარზე მეგობრის გამამხნევებელ შეხებას გრძნობს, სახეზე მოჩვენებითი ღიმილი უკრთება და საჭირო აუდიტორიამდე შესვლისთანავე ადგილზე ჩერდება.

- საპირფარეშოში გავალ. მალე დავბრუნდები, ბიჭებო, - უხერხული ღიმილით წარმოთქვამს, წარბაწეული მეგობრების ეჭვების გაფანტვას აწ უკვე ფართო ღიმილით ცდილობს.

- გინდა გამოგყვე?

- ჯინ, ჩემითაც შევძლებ, - ბიჭის რეპლიკაზე ზემოხსენებული თვალებს ატრიალებს, შავთმიანს შუა თითს უჩვენებს და დანარჩენებთან ერთად აუდიტორიაში აბიჯებს, თუმცა ქერათმიანი, ჯონგუკზე რამდენიმე სანტიმეტრით დაბალი ბიჭი უმცროსს მიმართავს:

- ყველაფერი რიგზეა, გუკი? ხომ იცი, რომ მთელი ცხოვრება თავს ვერ აარიდებ, - მეგობრის სიტყვებზე კუპრისფერთმიანი ძალდატანებით იღიმის, მეგობარს კარგად ყოფნაში არწმუნებს და აწ უკვე ტუჩებგამობერილი საპირფარეშომდე სწრაფი ნაბიჯებით მიაბოტებს.

- ჩასუნთქვა, ამოსუნთქვა, ჩასუნთქვა, ამოსუნთქვა, - გულზე ხელდაკრეფილი ხმადაბლა ჩურჩულებს. იმის გათვალისწინებით, რომ თავისი 20 წლიანი ცხოვრების განმავლობაში დიდი გამბედაობით არასდროს გამოირჩეოდა და ზედმეტი ფიქრებით მუდამ გადაბუგული გონება მორცხვი ბიჭის რეალურ სახეს ჩრდლიქვეშ აყენებდა მისთვის წარმოუდგენელი, მეტად უსიამო გახლდათ ის ფაქტი, რომ საკუთარ ლექტორს შიშველ, მაქმანებიან და გაუმჭირვალე საცვლებში წარუდგინა თავი. - ღმერთო, გადმომხედე, - ბურტყუნით აცხადებს და საპირფარეშოს კარებს ხსნის, თუმცაღა მოულოდნელად, ვიღაცის ტირილისა და ოხვრის ხმა ადგილზე ახევებს.

Calculate Love - Taekook ✔️Where stories live. Discover now