-რუ,რატომ გძულს შენი თავი?-უეცრად იკითხა ლუდომ,რომელიც უკნიდან მომხუტებოდა,ხოლო ნიკაპი მხარზე ჩამოედო.
***
მოდი თავიდან დავიწყებ. მე 15 წლის რუბი ვარ,თუმცა ყველა რუს მეძახის. ვეუბნები,მეთქი რუბი მქვია თქო,მაგრამ როგორც კი ჩემი სახელის თქმა დასჭირდებათ,მაინც რუს მეძახიან. იმ ფაქტს,რომ რუბის არავინ დამიძახებს შევეგუე.
***
მეექვსე გაკვეთილი მიდის. მოქალაქეობის გაკვეთილია. ყველას ფეხებზე კიდია ეს საგანი. ახალგაზრდა ქალბატონს არავინ უსმენს და ამდენი ყვირილის შემდეგ მასწავლებელი ნებდება და დაღლილ-დაქანცული ეხეთქება სკამზე. ამოიოხრა და ეტყობა იფიქრა ერთი თქვენიცო რა. კლასში ქაოსი იყო. ყველას ლაპარაკი ერთმანეთში აბურდული ძაფივით შეერია და უაზრო ხმაურად იქცა. სიტყვებსაც ვერ გაარჩევდი. ერთი ყვირილისთვის ან სიცილისთვის თუ მოგეკრა ყური. თავი მისკდებოდა. არ ვიცი,ან შიმშილისგან ან ხმაურისგან...ცივ მერხზე თავი დამედო და ჩემს ფიქრებში წავსულიყავი. ისე ღრმად,რომ ქაოსის ხმებიც კი გადაფარეს ჩემმა ფიქრებმა.
ფიქრებს არ გაგიმხელთ,მაგრამ ამაზე არ იდარდოთ. ფიქრები თვითონ გამოვლენ ჩემი თავიდან და თვითონ გაიმხელენ თავს.არ ინანოთ მერე,რადგან ამ ფიქრებს არ აქვთ არც დასაწყისი და არც დასასრული. ისინი საიდანღაც ჩნდებიან ჩემს თავში,შემდეგ იქ სახლდებიან და აღარ ტოვებენ თავის ახალ საცხოვრებელს. ისინი მუდმივ რეჟიმში ბჭობენ,ლაპარაკობენ,ჩხუბობენ,ტირიან ან კიდევ სხვა ემოციას გამოხატავენ.მიუხედავათ ამისა,ისინი არსად მიდიან. ისნი რჩებიან იქ,სადაც მოკალათდნენ. ისინი არასდროს ამთავრებენ ლაპარაკს და ამ ლაპარაკში გავიწყებენ თუ როგორ გაჩდნენ. თუ როგორ ჩასახლდნენ შენს თავში და თუ როგორ გახადეს პატარა, სრულიად უდანაშაულო ბავშვის თავი ასეთი ბნელი...ასეთი "ჭუჭყიანი"...თუ როგორ დაფარეს ყველა პატარა თუ დიდი ოცნება მის თავში და თუ როგორ გაუნადგურეს ყველა პატარა თუ დიდი იმედი.
ჩემს აზრებში უცებ რაღაც ზარი ისმის. თვალებს კარგად ვჭყიტავ და თავს მაღლა ვწევ. გამოსვლის ზარი იყო. ისედაც ახმაურებული კლასი საერთოდ გაცხოველდა და ყველა ერთდროულად წამოხტა.ქაოსი სუფთა ჯუნგლებად იქცა სადაც ყველა გარეული ცხოველი ერთად შეკრებილიყო. მეც ავდექი. ჩანთაში მოქალაქეობის წიგნი ჩავდე,რომელიც არც არავის გადაუშლია,რადგან გაკვეთილი ისევ ჩაიშალა. ჩანთა მხარზე მოვიკიდე.საბოლოოდ დაღონებულ და დაღლილ მასწავლებელს შევხედე, რომელსაც თვალები "უბრალო" გაუხდა. ახალია ამ სკოლაში. თავიდან ღიმილით და ბრდღვიალა თვალებით "შემოანათა" კლასში. ახლა კი ეს ახალი ვარსკვლავიც ჩაქრა. აი ეს მოხდება თუ მოვლილ, სითბოში და სიყვარულში გაზრდილ შინაურ ცხოველს ჯუნგლებში შეუშვებ, სადაც ყველას ყველა და ყველაფერი კიდია და ყველაფერს გააკეთებენ რომ შენც ეგეთი უბედური და არაფრით გამორჩეული დარჩე.
კარებისკენ წავედი,როგორც იქნა ჯუნგლები დავტოვე და ამოვისუნთქე,თუმცა ბნელი აზრები ისევ გაჩნდნენ,რადგან იციან,რომ სახლში მისვლისას ისევ ვიოცნებებ იმაზე თუ როდის ამოვისუნქავ ღრმად.
YOU ARE READING
Dreamer
Horror"Dreamer"-მეოცნებე. ამ ფიკში ლაპარაკს 15 წლის რუბი იწყებს,მაგრამ თან და თან ვხვდებით,რომ რაღაც რიგზე არ არის.ყოველ თავში ამაში უფრო ვრწმუნდებით და რაც უცრო წინ მივდივართ,მით უფრო ვგრძნობთ რუბის უმწეობას.ვგრძნობთ,რომ მახეში არის გაბმული და ვერც თვითო...