9

0 0 0
                                    

ზაფხული დადგა.როგორც იქნა საზიზღარი სკოლის წიგნები ჩავაბარე და შენობა რომ დავტოვე სრული თავისუფლება ვიგრძენი.ფართე მაიკა და მოკლე შორტი მეცვა.ხტუნვა ხტუნვით მივსეირნობდი "ბამბის ფეხებით" თითქოს დავფრინავდი.გზად პატატა მაღაზიაში შევიარე.მაცივრი გამოვაღე,იაფიან ალკოჰოლურ სასმელს ხელი დავავლე და სალაროსთამ მჯდარ გოგოს წინ დავუდე და დავამატე
-რამე იაფიანი სიგარეტი მომეცით,ოღონდ უინსტონი არა რა:))-ბოლოში საყვარლად გავუღიმე,რომ ზედმეტი კითხვები არ დაესვა. "რამდენის ხარ ბავში?" "პატარა არ ხარ?". არა კი ვიცოდი,რომ არ დამისვამდა ამ სულელურ კითხვებს,რადგან დიდად არ აღელვებთ 15 წლის ბავშვი იყიდის სიგარეტს თუ 10-ის,მაგრამ მაინც,რა იცი რა ხდება.
როგორც ვიცოდი,ზედმეტი კითხვების გარეშე მიტრიალდა და რაღაც იაფიანი სიგარეტი ამოიღო.იცოდა,რომ 15-ის ვარ მაგრამ სახეზე არც ერთი კუნთი არ გაუმოძრავდა.ყველას ყველაფერი კიდია.სულ კიდია რას ვიზამ,სიგარეტს მოვწევ,ალკოჰოლურ სასმელს დავლევ თუ ჰეროინზე შევჯდები და ხვალ სულაც ხიდის ქვეშ ჭარბი დოზის გამო მოვკვდები.
-რვა და ოთხმოცდათხუთმეტი-ისეთივე უემოციო სახით მითხრა.ძლივს შეგროვებული ხურდები დავუყარე.
-ზუსტად არის-დავამატე თან.რა თქმა უნდა მაინც გადაითვალა,ფული კასაში ჩაყარა და ამომხედა ანუ თავისუფალი ხარო
-მადლობააა-ბოთლს ხელი დავავლე,სიგარეტი უკანა ჯიბეში ჩავიდე და მაღაზიიდან ისევ

                                     ***
პარკში დავჯექი. ბოთლი კბილებით გავხსენი და მოვსვი.ღმერთო როგორ ცხელა,ლამის გადამესხა მავნე სითხით სავსე ბოთლი თავზე,მაგრამ საბანაოდ კი არ ვიყიდე სასმელი.სიგარეტის შეკვრა გავხსენი.შიშის გარწშე მომუკიდე და აი ხალხნოო! არ ვკვდები ერთი ღერის გამო!
თავი უკან გადავწიე და სკამს დავადე.თან მეღიმებოდა.თავისუფლება ვიგრძენი.არც ჩემმა გამოგონილმა მეგობრებმა შემაწუხეს.ვხედავდი,სადღაც დაბოდიალობდნენ სადღაც 2 მეტრის დაშორებით,მაგრამ თავს ად მაბეზრებდნენ.
უკვე ღამდება.ბოთლი კაი ხანია ჩაცლილი იყო.დიდად დამათრო თქო ვერ ვიტყვი.სიგარეტის შეკვრას იმ ერთი ღერის მერე კიდევ რამდენიმე დააკლდა.საქანელა დავინახე.ვაიმე,ისდ მომინდა დაჯდომა და გაქანავება.სიგარეტით პირში წამოვდექი და პატარა ბავშვივით მივარდი და სწრაფად დავჯექი.ვქანაობ და თან ვეწევი.არც დედაჩემი მირეკავს და არც არავინ მაწუხებს.იქნებ მოვკვდი და რადგან ბავშვი ვარ ჯერ,სამოთხეში აღმოვჩნდი?მაგრამ ვინ მომაწევინებს ერთ გერს ნაინც სამოთხეში?ან იქნებ ეს ჯოჯოხეთია და არც ისე ცუდი ყიფილა როგორც აღწერენ და ამბობენ?არ ვიცი,არ მაინტერესებს.მთავარია თავს კარგად ვგრძნობ.
-ლილუ გაჩერდი!-უცებ წამოვხტი.ვიღაც ყვიროდა.
ფეხებთან თეთრი ძაღლი შემომივარდა.საყელო ეკეთა და აშკარად ვითაცას გაუსხლტა ხელიდან.
-შენ ვისი ხარ,ჰა?-საქანელიდან გადმოვედი და ჩავიკუზე,რომ ძაღლს მოვფერებოდი.შავი დიდი თვალები ჰქონდა,კუდს მიქნევდა და სიამოვნებისგან გაწვა ძირს.
-რაოოო გოგგოო-ვეფერებოდი და ის კიდე გეგონება ეხლა დაილაპარაკებსო ისე სიამოვნებდა.გოგო იმიტომ ვუწოდე,რომ საყელოზე "ლილუ" ეწერა.
-ლილუ!-პატარა გოგო მოვარდა.წინ განიჩერდა და საქანელაზე დაჯდა.ძლოვს სუნთქავდა,საწყალი,ინდენი სდია ძაღლს.
-ცელქი გყავს,არა?))-გოგონას მივუტრიალდი და გავუღიმე.
-ხო,თუმცა ჩემი არ არის,მაგრამ კი,ცელქია-კვლავ მძიმედ სუნთქავდა პატარა გოგონა.მართლაც პატარა იყო სხვათაშორის.6-7ის იქნებოდა.კიდევ ის გამიკვირდა,თუ რა უნდა პატარა გოგოს სხვის ძაღლთან პარკში?
-მარტო ხარ?და თუ შენი არ არის,ვისია აბა ეს საყვარელი?
-კი,მარტო ვარ და ეს ძაღლი ჩემი მეგობრის არის!ვასეირნებ-ღიმილით მითხრა და თან საქანელაზე ქანაობდა.
-ხო?და მერე,რომ დაღამდა უკვე?მარტო უნდა წახვიდე სახლში?
-არა!ძმა მომაკითხავს!დიდია,უკვე 21ის არის!-თითქოს ამაყად თქვა.უხაროდა,რომ დიდი ძმა ჰყავს,მაგრამ მზრუნველი,დიდი ძმა პატარა დაიკოს მარტო გამოუშვებდა პარკში,ღამე?
-როდის მოვა?უკვე დაღამდა..-ცოტა ავნერვიულდი.არ ვიცი რატომ.უბრალოდ ზუსტად ვიცოდი,რომ მისი ძმა არც ისე მაგარი არის.არ მოვა.
-მალე მოვა!-ისევ საქანელაზე ქანაობდა.
-აბა გამოიცანი რა მქვია!-უცებ მკითხა
-ჰმმ,არ ვიცი,მარი?
-არაა!
-ნინი?
-არრაა!
-ანასტასია გქვია მაშინ??
-არცც ეგგ!!-იცინოდა და თან ქანაობდა.
-აბა რა გქვია?
-პირლველ ასოს გეტყვი!
-მიდი
-ი!
-ირინა?
-არა,მაგრამ ახლოს ხარრ!!
-ინგა?
-არრააა!
-არ ვიცი მაშინ,ვნებდები!მითხარი ახლა,რა გქვია?-ხელები ზემოთ ავწიე ვნებდები თქო და გავუღიმე.
-ირმაა!!
-ოჰჰ,როგორ ვერ გამოვიცანიი!
-ეხლა მე გამოვიცნობ შენ რა გვქია!
-მიდი
-მარი?
-არა
-ნინი?
-არა
-შენც ირმა გქვია???-აჟიტირებულმა მკითხა
-არა,არა.მე რუბი მქვია,რუ-ისევ ვაჩუქე თბილი ღიმილი.
-რა მაგრი სახელია!!რუ,შენ რამდენი წლის ხარ??-საქანელიდან ჩამოვიდა და ძაღლს მოკიდა საყელოზე,რომ ისევ არ გაქცეულიყო.
-15ის ვარ,მაგრამ რაღაც ორ კვირაში,16ის ვხდები,შენ?
-მე 7ის ვარ!!-ვიცოდი,რომ პატარა იყო.
ბევრ რამეზე ვილაპარაკეთ.ირმამ თავის მეგობრებზე და ოჯახზე მომიყვა.მეც ვუსმენდი,კითხვებს ვუსვამდი და ის კიდე სიამოვმებით მცემდა ყველა კითხვაზე პასუხს.
-ირმა,უკვე გვიანია,შენი ძმა არ გაკითხავს?
-კი,აი მოვა ეხლა-მიმოიხედა,თითქოს დიდ ძმას ეძებდა.საკვირველია,რომ პატარა ბავშვი მიზის და ყველაფერს მიყვება.ზოგადად,მშობლები სულ ასწავლიან პატარებს,რომ არავის დაელაპარაკონ,მაგრამ ირმა პირიქით,ყველას ელაპარაკებოდა და ყველაფერს ყვებოდა.თან სრულიად მარტო,საღამოს,სხვისი ძაღლით...დავრწმუნდი,რომ მისი ძმა არ მოვიდოდა.
-მისმინე,შენი ძმა ნამდვილად მოვა?უკვე გვიანია,მაგრამ არსად ჩანს...-უკვე ვნერვიულობდი.არ ვიცი რა მანერვიულებდა.რაში უნდა მაინტერესებდეს ვიღაც პატარა ირმა?არ ვიცი...თითქოს პატარა ჯუდის მაგონებდა...ჩემი გამოგონილია,კი,მაგრამ ყველაზე კეთილი და ნაზი ბავშვია.ყველა უყვარს,არაფერი წყინს და ყველას ელაპარაკება,როგორც ირმა...ჯუდი 6ის არის.ძალიან მიყვარს...
-რუ,გაისეირნე ირმასთან ერთად.მისი ძმა არ მოვა..-წინ ზუსტადაც პატარა ჯუდი გამოჩნდა.ცოტა სევდიანი სახე ჰქონდა.ერთი წლის უკან მეურვეობის ორგანოებმა დაუშალეს ჯუდის დედას მისთან მიკარებაც კი.რატომ?არ უნდა ამაზე ჯუდის საუბარი.თან,ძალიან პატარაა,რომ ამაზე ვისაუბროთ,ამიტომაც,ამას შეიძლება მოგვიანებით დავუბრუნდეთ.
-მიდი,რუ,გთხოვ.თუ არ მიაცილებ,ცუდი რამე მოხდება..გთხოვ-უკვე მეხვეწებოდა პატარა ჯუდი.
-ირმა,მოდი მიგაცილებ სახლამდე,კარგი?შეიძლება აგვიანდება შენს ძმას..
-არა,არა,აი მოვა ეხლა...-თვითონაც კარგავდა უკვე იმედს.ხან იქით გაიხედებოდა ხან აქეთ მოიხედებოდა.
-რუ,არ დაუჯერო,გთხოვ,ხომ იცი,რომ არავინ მოაკითხავს...-ხან ჯუდის ვუყურებდი,ხან ირმას.ისე შემეცოდა,რომ რომც არა ეთქვა,მაინც წავყვებოდი.
-ირმა,ვიცი გიყვარს შენი ძმა და დარწმუნებული ვარ შენც უყვარხარ,მაგრამ ხდება ასეთი რამეები.შეიძლება აგვიანება,ჰოდა მოდი მიგაცილებ.
-ნუუუუ,კარგი,ოღონდ ჯერ ლილუ უნდა მივიყვანო პატრონთან!
-კარგი,წამოდი-გავუღიმე და ხელი ჩავკიდე.

      ***
-აი,აქ არის ჩემი მეგობრის სახლი!
-კარგი,მიდი მიუყვანე ლილუ და წამოდი.
ირმამ უცებ შეირბინა ეზოში და უკან უკვე ძაღლის გარეშე დაბრუნდა.
-ავუყვანე!ახლა წამოდი,აქვეა ჩემი სახლიც-აცანცარებულმა ისევ გამიღიმა.
ხტუნვა ხტუნვით,ხელჩაკიდებულნი მივსეირნობდით.მეც პატარა ბავშვივით ვიქცეოდი,რადგან ცოტა მთვრალი ვიყავი.უცებ ხალხმრავლობაში აღმოვჩნდით.ხელი გამეშვა და ირმას ძლივს მივზდევდი.ხმაური იყო და თვალებში უკვე ძლივს ვიყურებოდი.ირმას თითქმის ვეღარ ვხედავდი.
-ირმა!გაჩერდი,გთხოვ,დამელოდე!-თავში თითქო ყველაფერი აირია.თავბრუ დამეხვა და შემეშინდა,რომ ირმამ ვერ გაიგო ჩემი დაძახებული.
-რუ,გამოფხიზლდი,დაჯექი ძირს.-ხელზე მომეხვია პატარა ჯუდი და ძირს,ასფალტზე დამსვა.
-რა იყო,რუ?-ირმა მოვარდა და შეშინებულმა მკითხა.
-არაფერი,უბრალოდ არ გაიქცე,გთხოვ..-ხელი მოვკიდე.
-კარგი,წამოდი ეხლა,ადექი.აი მოვედით თითქმის!-გამომქაჩა ხელზე და მეც ავდექი.
როგორც იქნა მივედით ირმას ეზოსთან.არკასთან გაჩერდა,მობრუნდა და ჩამეხუტა.
-შენ იმ პარკში ხშირად დადიხარ?
-კი,რავიცი...ჰო
-მე იქ ხშირად ვარ.ხომ შევხვდებით კიდევ?-იმედიანად ამომხედა.
არ ვიცოდი რა მეპასუხა,რადგან ფაქტია,რომ აღარ შევხვდებით.როგორც მირანდასთან.მეგობრებიდან იმ დღესვე ამოვშალე...
-კი,რა თქმა უნდა!-მის სიმაღლეზე დავიხარე და კიდევ ერთხელ ჩავეხუტე
-ახლა წადი,ინერვიულებენ შენები!
-კარგი,ნახვამდიის!!-ისევ გამიღიმა და ხელი დამიქნია.
-კარგად...-მეც გავუღიმე.ვხედავდი,თუ როგორ უჩინარდებოდა ბნელ არკაში.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Aug 30 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

DreamerWhere stories live. Discover now