სახლიდან გამოვიპარე.არ მგონია დედაჩემმა შეამჩნიოს,რომ მისი ერთადერთი შვილი ოთახში აღარ არის.დიდად არ ვღელავ.ადგილობრივ პარკში თავისუფალ სკამზე ჩამოვჯექი.მოკლე მკლავიანი ფართო მაისური და ფართო ჯინსი მეცვა.თმები ცოტათი აჩეჩილი მქონდა,დავარცხნა დამავიწყდა.ჯიბიდან ფავორიტი წითელი მალბოროს შეკვრა ამოვიღე.ისე მინდოდა ერთი ღერის მოწევა მაინც..მხოლოდ ერთი ღერის...შეკვრიდან სიგარეტი ამოვიღე,კბილებით მოვუჭირე,რომ "არსად გაქცეულიყო". აი,წავუკიდე და ნანატრი ნიკოტინი შევისუნთქე,შემდეგ ბოლი გამოვუშვი."ყველაფერი კარგად არის" გავიფიქრე.მავნებელი ბოლი ისევ ფილტვებში ჩავუშვი და გამოშვებას რომ ვაპირებდი,ისევ შევიბოჭე,ისევ შიშმა შემიპყრო,დამცხა და თვალებში დამიბნელდა.ხველაც დავიწყე,ვიფიქრე გამივლის მეთქი.რა გულუბრყვილო ვარ.რა თქმა უნდა არ მიშველა,მაგრამ ეგრე კი არ დავრჩი კაცო.სადღაც ერთ წუთში უკვე უკეთ ვიყავი.სიგარეტის ჩაქრობა მომიწია და შეკვრა ისევ ჯიბეში ჩავიდე.სანამ მე "სიგარეტთან ვიბრძოდი" ხალხის ყურადღებაც მივიქციე.როგორც ქუჩის ნარკომანს ან ბომჟს,ისე მიყურებდნენ.უცებ ვიღაც დედა-შვილმა ჩამიარეს.
-შვილო,ამ ბავშვს არ უყურო.თუ არ ისწავლი ყურადღებაც არ გექმება.ვის მოუნდება ცარიელი გოგო?ჰოდა,რომ არ დაიმახინჯო და გაიუბედურო შენივე სხეული,კარგად უნდა ისწავლო.-არიგებდა დედა საწყალ პატარა გოგონას.ჩამეცინა.ამაზე საერთოდ ეტყოდა გიჟიაო და ესეც უსწავლელობის ბრალიაო.ასეთი დიდი ყურადღება ჩემმა ხელებმა გამოიწვიეს.სულ დამავიწყდა.ისე მრცხვენია,როცა მიყურებენ ხელებზე და ცხვირს სხვის საქმეებში ყოფენ.ყველაზე მეტად მძულს,როცა შემთხვევითი გამვლელები ზიზღით ან საბრალო თვალებით მოყურებენ.ან ხელზე რომ მადებენ თავიანთ გაყინულ ხელებს და ფსიქოლოგებივით რომ წამომიჯდებიან. "საიდან დაიწყო ეს ყველაფერი?" იდი ნახუი რა.რა ვიპოვე ამაში რამე გასაღიზიანებელი?ის,რომ არანორმალურივით მელაპარაკებიან.მელაპარაკებიან ისე,თითქოს ვაფრენ და თუ მოფერებით,ნაზად არ შემომაპარებენ კითხვას,მაშინ ავდგები და თმებით ვითრევ,გავწეწავ და სახეს დავუჩხაპნი.თითქოს თითებს გადავამტვრევ,ენას ამოვაჭრი და შევაჭმევინებ.
-მართლა ფიქრობ,რომ ეს ნორმალური ადამიანის ფიქრებია?ჰა,რუ?-საზიზღარი დამცინავი ღიმილით ჩაეჩრა ჩემს აზრებში თავისი კითხვით.ოჰ ეს მედი.ისეთი მწარე ენა აქვს.ტიპი ფაქტიურად სიტყვებით მკბენს.
-კარგი,განაგრძე ისე ჯდომა,თითქოს ვერ მხედავ და არ გესმის ჩემი.ის ფაქტი,რომ შენ მე,ჩვენ ყველას გვხედავ და გველაპარაკები კიდეც,უკვე ამტკიცებს იმას,რომ აფრეეენნ-ბოლოში ხმამაღლა გაეცინა.ძალიან გავბრაზდი,მაგრამ ამ ყლექალასთან ლაპარაკი რომ დამეწყო...მოკლედ,არ მინდა ბევრი ყურადღება.
ხელების დამალვა ვცადე.გვერდზე ვიღაც მომიჯდა,მაგრამ დიდ ყურადღება არ მიმიქცევია.არ დამინახავს.საკუთარი თმები მეფარებოდა და ზედმეტად გართული ვიყავი "ხელების დამალვაში".გვერდზე მჯდომი ხელს მადებს ჩემს დაჭრილ და გაუბედურებულ ხელებზე.ცივი ხელები არ ჰქონდა,როგორც სხვებს.არ შევმკრთალვარ და სულაც ვიტყვი,რომ მესიამოვნა.გვერდზე მჯდომის მხარეს მივატრიალე თავი და გავშეშდი. მისი შავი,მოკლე,ცოტათი აჩეჩილი თმები,მწვანე თვალები,რომლებშიც დიდ ხანს ვერ ვიყურებოდი,მაგრამ მაინც ვიძირებოდი და ეს ღიმილი..ღმერთო,მისი ღიმილის გამო ერთ დღეს გონებას დავკარგავ...
-ეგრე განაგრძობ ჩემით მუნჯურად სიამოვნებას,თუ ხმას ამოიღებ?-უფროსმა პირველმა დაარღვია სიჩუმე და დამცინავად შემეკითხა.ხმას მაინც ვერ ვიღებდი.უბრალოდ ვუყურებდი და მის სახეს ვათვალიერებდი.არ შეცვლილა-მეთქი.
-ჰა ეხლა,ამოღერღე!-უფრო გაეცინა.
-ლუდო..-მისი სახელი ძლივს ვთქვი და შემდეგ გახარებულმა დავახტი.
-როგორ მომენატრეე!!
ერათმანეთს პარკის სკამზე ვეხუტებოდით.მისი ჩახუტება ჩემთვის თითქოს სამოთხეში აღმოჩენა იყო.თვალებს ვხუჭავდი და მაგრად ვეხვეოდი,რომ არსად წასულიყო.მიუხედავად ამისა,მოდუნებული ვიყავი.დრო თითქოს ჩერდებოდა და ვითომ მხოლოდ ჩვენ ორნი დავრჩით ამ დიდ სამყაროში.მისი სურნელით ვტკბებოდი.მისი სურნელი მასულელებდა ან სულაც მათრობდა.ყველა პრობლემა მავიწყდებოდა.თითქოს ჩახუტების დროს თან მიჰქონდაო.როცა უკვე გათიშვის პირას ვარ,ხელს მაინც მაშვებინებს.
-არ ჩაგეძინოს ეგრე-ისევ თავისი მშვენიერი ღიმილით დამასაჩუქრა.
ათას რამეზე ვილაპარაკეთ. მნიშვნელოვანზე და არც ისე მნიშვნელოვან თემებზე.ისევ სკამზე ვიჯექით.ლუ უკნიდან მომეხვია,მე კი მივეყრდენი.მიყვარს,როცა უკნიდან მეხვევა.შფოთვა,რომ უკნიდან მეგობრები ჩემი სამაყაროდან მიყურებენ იმ წამსვე ქრებოდა.ვგრძნობდი,რომ უკან ნამდვილი ლუდო იყო,რომელსაც შემიძლია ვენდო და დავეყრდნო.
-რუ,რატომ გძულს შენი თავი?-უეცრად იკითხა ლუდომ,რომელიც უკნიდან მომხუტებოდა,ხოლო ნიკაპი მხარზე ჩამოედო.
ამ კითხვამ შემძრა და სასიამოვნო ჰარმონია დაინგრა.წამოვდექი.არ ველოდი ამ კითხვას.
-იმიტომ,რომ...-არ ვიცოდი რა მეპასუხა.ამაზე საუბარს თუ დავიწყებდი,ვერასდროს მოვრჩებოდი.
-გთხოვ,ამ კითხვაზე პასუხს მოგვიანებით გაგცემ..
-მაგრამ რატომ?ყოველთვის გისვამ ამ კითხვას და არასდროს მპასუხობ.უბრალოდ მაინტერესებეს.
-რუ,მოაკეტინე მაგ გოგოს და საერთოდ,შენთან რატომ ზის?ჩვემ ვართ შენი მეგობრები!-ეს მიკი იყო.დიდი ხანია არ მინახავს.რატომღაც სულ ლუდოს დროს ჩნდებოდა.
-არა,გაჩუმდი,გთხოვ,ლუ სხვანაირია..
-პატარავ,ვის ელაპარაკები?-აშკარად ანერვიულდა. ძლივს გავიაზრე,რომ ხმამაღლა ვთქვი ეს ყველაფერი.
-არავის..დაიკიდე.-ღმერთო,რა სისულელე ვთქვი.მართლა რა სულელი ვარ.ჩემს თავს მართლა ჰგონია,რომ ლუდო დამანებებს,თუ ვეტყვი "დაიკიდე არაფერია"თქო?
-აქ არის ეხლა?-იცოდა ვისაც გავეცი პასუხი.
-კი..მიკია-ჩამოცხა.ვნერვიულობდი თითქოს ასეთი რამე პირველად ვქენი.
-რაო,რას გეუბნება?
-არ მოსწონს,რომ ჩემთან ხარ...
-თითქოს რომელიმეს მოვწონდე რა-გამიღიმა.მისმა თბილმა და ლამაზმა ღიმილმა ცოტა დამამშვიდა და მიკის ყირადღებას აღარ ვაქცევდი.ერთად ვსეირნობდით და ბევრს ვიცინოდით.სახლამდე მიმაცილა. უცებ ტუჩებში მაკოცა,ისევ გამიღიმა და დამემშვიდობა.მე სულელივით გავშეშდი,ვიღიმოდი.ვუყურებდი თუ როგორ ქრებოდა მისი სილუეტი სიბნელეში.
YOU ARE READING
Dreamer
Horror"Dreamer"-მეოცნებე. ამ ფიკში ლაპარაკს 15 წლის რუბი იწყებს,მაგრამ თან და თან ვხვდებით,რომ რაღაც რიგზე არ არის.ყოველ თავში ამაში უფრო ვრწმუნდებით და რაც უცრო წინ მივდივართ,მით უფრო ვგრძნობთ რუბის უმწეობას.ვგრძნობთ,რომ მახეში არის გაბმული და ვერც თვითო...