სახლის კარებთან ვდგავარ. მინდა ზარი დავრეკო,მაგრამ ხელი არ ადის ზემოთ. უკვე მესმის დედაჩემის ყვირილი. სხვა რა გზა მქონდა? კიდევ 5 წუთი ვიდექი და მაინც დავრეკე ზარი. რამდენიმე წამი ველოდები და აი,ძლივს აღებენ ამ კარებს,თუმცა,რომ არ გაეღოთ,არც ეგ მეწყინებოდა.
კარებს დეიდაჩემი აღებს. სახლში უხმოდ შევდივარ და არც მეკითხება ბანალურ კიტხვებს როგორც "რა ქენი აბა დღეს?" ან "რას შვები აბა სკოლაში?" . ჩანთა ძირს დავაგდე და ფეხსაცმელიც გავიძრე. უკვე იქით გასვლა მინდოდა,რომ დედაჩემსაც დავენახე. ორი ნაბიჯი გადავდგი და უცებ შევჩერდი. მესმის რაღაცაზე ისევ ყვირის. უკან მივბრუნდი და ჩანთა ოთახში შევიტანე,ხოლო ფეხსაცმელი კარადაში შევდე.ვიფიქრე,იქნებ მიზეზი ვეღარ იპოვოს თუ რაზე დამტუქსოს ამ ჯერად მეთქი. საბოლოოდ მაინც გავედი იმ იმედით, რომ ღიმილით დამხვდებოდა. ამ ნათელ ფიქრებში, რომლებიც ვერ დაფარეს პარაზიტებმა ჩემს თავში,მეც გამეღიმა. დავინახე დედა და მეგონა მოტრიალდებოდა, გაუხარდებოდა,რომ შვილი სკოლიდან დაბრუნდა და გულში ჩამიკრავდა. მეტყოდა რომ საჭმელი მზად არის და სანამ არ გაციებულა მალე მიმერთვა. ეს ოცნებები ზუსტად მაშინ შეწყდა,როცა ჩემი მზრუნველი დედიკო მოტრიალდა.
-რას იღიმი სულელივით? დილიდან არ დავმჯდარვარ და ეს იცინის!-წარბები ერთად შეკრა და ხმას უფრო აუწია ბოლო წინადადებაზე.
-ბოდიში-ღიმილი ჩამომერეცხა სახიდან და თვალები ძირს დავხარე.
ისევ უკან გავბრუნდი. გაბრაზებულმა ერთი ხელით ჩანთას დავავლე ხელი მეორეთი კი ფეხსაცმელს და ისევ შემოსასვლელში დავუყარე, რომ უფრო გაბრაზებულიყო. რომ ყველგან სადაც მიიხედებოდა, ჩემი სახელი გახსენებოდა. "რუბი.საზიზღარი ბავშვი!როგორ გამიბედა და დამიყარა ყველაფერი შემოსასვლელში!?"აი ეს მინდოდა რომ ეთქვა. ეგრეც მოხდა.
-ეს ნაბიჭვარი ბავშვი!!კანიდან ვძვრები და ეს რა კონცერტებს მიწყობს?!-"გაცოფებული" დედაჩემი ჩემი ოთახისკენ გამოვარდა.კარი შემოაღო და ისევ ყვირილი განაგრძო.
-კი მაგრამ,არ დაიღალე ამდენი ყვირილით დედიკო?-სარკასტულად და თავხედურად გამოვყავი ბოლო სიტყვა.
-ოჰ,შენ ვერც წარმოიდგენ როგორ დავიღალე!!შენით დავიღალე! შენს ხარახურებს გარეთ მოვისვრი და მერე ვნახოთ ვინ იცინებს!-ქალი არ ხუმრობდა. ეგეთივე გაცოფებული გავარდა.ჩემი ჩანთა და ფეხსაცმელი აიღო,ფანჯარა გააღო და ქუჩაში მოისროლა. უკან გავეკიდე.
-დედა,რას აკეთებ?!-იყო ერთადერთი რისი თქმაც მოვასწარი. თვალებზე ცრემლები მომადგა და "კარგი რა.." სახით შევხედე. "მამაჩემმა მიყიდა" ეს გაისმა ჩემს თავში.დედა ამაყად იცინოდა.შემდეგ თავისი ამპარტავანი ღიმილით გავიდა სამზარეულოში.ეგრევე ქუჩაში გავიქეცი,ფეხსაცმელი და ჩანთა სწრაფად ავიღე. სახლში შევიტანე,დავფერთხე..მამამ მიყიდა მეთქი.ნაცნობებისგამ ფული ისესხა,რომ უბრალოდ ჩანთა და ფეხსახმელი ეყიდა ჩემთვის...
YOU ARE READING
Dreamer
Horror"Dreamer"-მეოცნებე. ამ ფიკში ლაპარაკს 15 წლის რუბი იწყებს,მაგრამ თან და თან ვხვდებით,რომ რაღაც რიგზე არ არის.ყოველ თავში ამაში უფრო ვრწმუნდებით და რაც უცრო წინ მივდივართ,მით უფრო ვგრძნობთ რუბის უმწეობას.ვგრძნობთ,რომ მახეში არის გაბმული და ვერც თვითო...