ᲓᲔᲓᲐ
მე რუბის დედა ვარ და ჩემი შვილი მძულს.
ყველაფერი იქიდან დაიწყო, როცა ის ხუთი წლის გახდა.სულ არ მძულდა.სიგიჟემდე მიყვარდა ექვს წლამდე.ხუთის რომ იყო ბაღში მგობრები არ ჰყავდა.დამაინტერესა,თყ რატომ არ ჰყავს ჩემს შვილს მეგობრები,ის ხომ ჩვეულებრივი ბავშვია...
პარასკევი იყო.რუბის წამოსაყვანად მივედი ბაღში,როცა მასწავლებელმა ცოტახნით შეჩერება მთხოვა,ხოლო რუბის უთხრა რომ სადმე ეთამაშა ცოტა ხნით....
მოგონებები, 17 მაისი 2011:
-დიახ,რამეზე საუბარი გსურდათ?-გაოცებულმა ვკითხე რუბის მასწავლებელს.
-დიახ...ჯობია დავჯდეთ..-სკამზე მაჩვემა და ორივენი დავსხედით.
-თქვენი შვილი..არ ვიცი როგორ გითხრათ,მაგრამ..ძალიან..-აშკარად დაბნეული იყო,რაც უფრო მანერვიულებდა.
-ჩემი შვილი რა?ვინმემ აწყენინა?!რა მოხდა იქნებ მითხრათ რა??-უკვე ანერვიულებული ვეუბნებოდი.
-დაწყნარდით.იმას ვამბობ,რომ რუბი ცოტათი გამსხვავდება...ოღონდ-
-ოღონდ რა?მერე რა რომ სხვანაირია?!ბავშვური და თავისებურია!-გავაწყვეტინე და არ ვათქმევინე.მეშინოდა,რომ რამე მართლა ცუდს მეტყოდა.
-თქვენი შვილი გამოგონილ ბავშვებთან მეგობრობს.ამიტომაც არ ჰყავს მეგობრები.-ქალმა ამოისუნთქა, ძლივს ამოღერღა ეს რამდენიმე სიტყვა.
-რას იძახით?!ეს საიდან მოიტანეთ?!გინდათ თქვათ,რომ ჩემი შვილი გიჟია?!?ის უბრალოდ ბავშვია!!-სკამიდან წამოვხტი,მასწავლებლის სიტყვებმა თვალები გამიფართოვეს.ამას არ ველოდი..
-ქალბატონო,დაწყნარდით.ეს არ მითქვამს.უბრალოდ კარგი იქნებოდა, თუ ფსიქოლოგთან მიიყვანდით..-ბოლო ორი სიტყვა ცოტა ჩუმად თქვა და თავი დახარა.
-არა!ეს საიდან მაიტანეთ...-დაბნეულმა დავჯექი და ძირს დავიხედე.
-ბავშვები მოდიან ჩემთან და ამბობენ,რომ რუბი გაგიჟდაო..ამბობენ,რომ რუბი ემუქრება მათ.ვითომ მისი გამოგონილი მეგობრები მოაკითხავენ ყველას,ვინც რამეს დაუშავებს.ეს ამბავი მშობლებამდეც მივიდა და ყოველ დღე მირეკავენ და მთხოვენ რომ თქვენ დაგელაპარაკოთ,ან საერთოდ სხვა ჯგუფში,ბაღში გადაიყვანონ რუბი..-ამ სიტყვებმა გამაშეშეს.ხმა ვერ ამოვიღე.ეს სიმართლე არ არის...ჩემი რუ ასეთი არ არის..
-კარგით...რუბის დაველაპარაკები და...ფსიქოლოგთანაც მივიყვან.-წამოვდექი ფეხზე და ისეთი დაბნეული ვიყავი,რომ მასწავლებელს არც დავემშვიდობე.რუბის დავუძახე და სახლში წავედით.
მეორე დღეს ფსიქოლოგთან მივიყვანე.მითხრა შენს შვილს ძალიან კარგი და დიდი ფანტაზია აქვსო.ძაკიან კრეატიული და ჭკვიანიაო...
-თქვენს შვილს ძალიან კარგი,უსასრულო ფანტაზია აქვს,მაგრამ ხანდახან დიდი ფანტაზია მავნებელია.იმას ვიძახი,რომ
ყველაფერს აქვს ზღვარი.ეს ზღვარი კი რუბის ფანტაზიამ დაარღვია.როცა თავში ადგილი აღარ იყო,რუბიმ ნება დართო მათ რომ გამოსულიყვნენ...
-ანუ ჩემი ბავშვუ გიჟია?!ამას როგორ ვუშველოთ??ხომ შეიძლება,რომ რამე ვქნათ??-ვნერვიულობდი.ძალიან.რას იფიქრებენ სხვები,როცა გაიგებენ,რომ ჩემი შვილი გიჟია?რაღა ვქნა..
-არა ქალბატონო...არ მითქვამს,რომ გიჟია..უბრალოდ...პატარა ბავშვია ჯერ.ბავშვებს კარგი ფანტაზია აქვთ ხოლმე.ასეთი შემთხვევები არის.სავარაუდოდ,ყველაფერი გაუვლის როცა ასაკი მოემატება.-წყნარად ლაპარაკობდა,რომ მთლად არ გავეგიჟებინე.
-სავარაუდოდ?!ანუ შეიძლება არ გაუაროს?!და თუ არ გაუვლის,ხომ შეიძლება რამე წამლები დალიოს,მერე ხომ გაუვლის?!
-ქალბატონო...ფანტაზიას ვერ ჩავუკეტავთ...ფანტაზიას არ აქვს ჩასაკეტი კარები და ზოგადად კარები.ამას ზუსტად ვერ გეტყვით.მე უბრალოდ ფსიქოლოგი ვარ და მომავალს ვერ გეტყვით.
ყვირილით და სკანდალით გამოვედი იმ კაცის კაბინეტიდან.ამას ვერ ვიჯერებდი.
ერთი წლის შემდეგ,როცა რუბი უკვე 6-ის გახდა,მისი ფანტაზია არსად წასულა.თავისი აზრებით ის აშინებდა ყველა ჩემს მეგობარს და ნათესავს.არავის უნდოდა ჩემს სახლში ფეხის შემოდგმა.ყველა იძახდა ამ ქალის ბავშვი გიჟიაო.ამ ბავშვმა ცხოვრება გამიფუჭა!
-ღმერთო,რატომ არ შეგიძლია,რომ უბრალო,ჩვეულებრივი ბავშვი იყო?!
ასეთ სიტყვებს ხშირად ვუმეორებდი.ვიცოდი,რომ ასე არ შეიძლებოდა,მაგრამ თავს ვერ ვიკავებდი.იმდენი ვუმეორე ეს ბინძური სიტყვები,რომ მოკარება აღარ უნდოდა.მაინც მეკრობოდა და სისულელეებს მეუბნებოდა თავის სამყაროზე...
ეკლესიაში მივედი.ხატების წინ დავიჩოქე.
-ღმერთო,რა შევცოდე ასეთი,რომ ასე მსჯი?ეს ბავშვი რატომ გამომიგზავნე??გთხოვ..გევედრები,გემუდარები,უკან დსიბრუნე და მიეცი იმას,ვისთანაც უნდა იყოს.ვისთანაც მოითხოვს,ვისთანაც შენ მოგინდება,ოღონდ ჩემგან წაიყვანე და ყველას დაავიწყე,რომ მე შვილი მყავდა.
ახლანდელი დრო, 20 მაისი 2023:
მის მერე არაფერი შეცვლილა.რაც უფრო ემატებოდა ასაკი,მით უფრო ძლიერი და დიდი ხდებოდა მისი ფანტაზია,მისი აზრები.ისინი არ აპირებდნენ წასვლას.მოკალათდნენ და ფეხს არ იცვლიან,რაც არ უნდა მოხდეს. ჩემი შვილი რამდენიხანია არც კი მიყურებს.ამაზე მეფიქრება ხანდახან,მაგრამ მაინც აღარ მიყვარს.ეს ჩემი ბავშვი არ არის.ვიღაცამ წაიყვანა ჩემი პატარა პრინცესა და სხვა ბავშვში გამიცვალა.მე სულ დაველოდები ჩემს შვილს.ჩემო პატარა რუბი,გთხოვ დამიბრუნდი...
YOU ARE READING
Dreamer
Horror"Dreamer"-მეოცნებე. ამ ფიკში ლაპარაკს 15 წლის რუბი იწყებს,მაგრამ თან და თან ვხვდებით,რომ რაღაც რიგზე არ არის.ყოველ თავში ამაში უფრო ვრწმუნდებით და რაც უცრო წინ მივდივართ,მით უფრო ვგრძნობთ რუბის უმწეობას.ვგრძნობთ,რომ მახეში არის გაბმული და ვერც თვითო...