3

1 0 0
                                    

ჩემს გარშემო ბევრი ხოჭოა.დიდიც და პატარაც. ყველა ჩემსკენ მოცოცავს, მოფრინავს ან მოხტის. ისინი მგუდავენ. გული მისკდება. ვერ ვყვირი,იმიტომ, რომ
ზემოდან ყველა ერთდროულად მაწვება. მეშინია. მაგრამ ყვირილი რომ შემეძლოს,მაინც ვის დავუძახებდი..? უცებ ლუდოს სახე წარმოვიდგინე.
-ლუ-ვთქვი ჩუმად ისე, რომ ვერავინ გაიგებდა. მეტი ხმამაღლა ვერ ვეძახდი.
-გთხოვ,მიშველე-იგივე ხმით ვთქვი.
მწერები უფრო და უფრო მრავლდებიან. პანიკაში ვარ. ვერ ვინძრევი და ხმასაც ვერავის ვაგონებ. თვალებს მაგრად ვხუჭავ და ისევ ვახელ. წამოვხტი. შუბლიდან ცივი ოფლის წუწები ჩამომდის.უბრალოდ სიზმრარი იყო...
საწოლის ზურგს მივეყუდე და წინ, სიბნელეს, არაფერს მივაშტერდი.

     ***
მაღვიძარა მკვდარ სიჩუმეში შემოიჭრა და უნამუსოდ დაიწყო ყვირილი. მე იმ წამსვე ხელი დავარტყი. გაჩუმდა და ისევ სამარისებური სიჩუმე კვლავ ზეწარივით გადაეფარა ოთახს.მე არც გავნძრეულვარ. ისევ წინ, "არაფერში" ვიყურებოდი. საბოლოოდ ეს "მკვდარი სიჩუმე" ორმა უფროსმა დამ მაინც დაარღვია. დილა ძლივს გათენდა,დედაჩემი და დეიდაჩემი კი უკვე ფიქრობენ თუ როგორ იჩხუბონ. აი, ეტყობა მიზეზიც იპოვეს.
საბოლოოდ ადგომა მაინც მომიწია. ფეხები დამიბუჟდა,მთელი ღამე "მოკუნტული" ავტუზუზულიყავი საწოლის ზურგზე.ამას ყურადღება არ მივაქციე და სულელივით ეგრევე ფეხზე დავდექი. ფეხები ვერ ვიგრძენი და წამსვე უკან, ოღონდ უკვე ცივ იატაკზე დავეშვი. მოულოდნელობისგან გულმა ნახტომი
გააკეთა,თითქოს გარეთ უნდოდაო. ვახ ჩემი, რა იყო მეთქი, გავიფიქრე. ეტყობა მარცხენა ფეხით დავიწყე ეს "ნათელი და იმედით სავსე" დღე. ფეხები დავიზილე. ცოტა რომ გამიარა ავდექი,კარი შევაღე და აბაზანაში გავედი. სარკეში ჩავიხედე. ვფიცავ,სარკე რომ ადამიანი ყოფილიყო,სახეში მაჯახებდა რაღაც ასეთს:"გოგო,ნუ მაშინებ შენი სახით რა! ან გამოიძინე ან საერთოდ ნუ მოდიხარ აქ! უფ, როგორ გამიხეთქე გული".
სარკე ადამიანი რომ ყოფილიყო, "ქალოია" ასაკში შესული კაცი იქნებოდა, ჩემი აზრით. არა, წყენინება ნაღდად არ უნდა. უბრალოდ გულწრფელია და უნდა,რომ სულ კაშკაშებდე სილამაზისგან.
კარგი..სისულელეს ვლაპარაკობ. ჰოდა, ჩავიხედე სარკეში და ისევ ამოშავებული თვალები და გადათეთრებული სახე დავინახე. აჩეჩილი ყავისფერი თმები და გამხმარ-გადამსკდარი ტუჩები. სახე დავიბანე და კბილები გავიხეხე. აბაზანიდან გამოვედი,ისევ ოთახში შევედი. ჯინსის მუქი ფართე შარვალი და რაღაც თეთრი მაისური გამოვიღე. მეტი ვერაფერი ვიპოვე. არ მისაუზმია.ეგრევე ამოვიცვი ფეხსაცმელი და ჩანთა მოვიკიდე. გასვლის წინ სარკეში ჩავიხედე.
-პირველკლასელ ბიჭს გავხარ რუ,მაგარია-ვუთხარი ჩემს თავს და სახლიდან გავედი. არ გამიფრთხილებია ჩემები რომ მივდივარ,ისედაც გაიგონებდნენ კარის ხმას. დედაჩემი ეტყობა ისევ დაიყვირებდა "ეს უზრდელი ბავშვი! არ უნდა მითხრას რომ მიდის?!" დეიდაჩემი თმას აიჩეჩდა, ამოიოხრებდა და უხმოდ გავიდოდა სხვა ოთახში. ისიც დაიღალა.

  ***
სკოლა დამთავრდა. "ჯუნგლებიდან" ისევ გამოვედი და წესით სახლში უნდა წავსულიყავი, მაგრამ კარგი რა. რომ დავაგვიანო არაფერი მოხდება. დედაჩემი ასე თუ ისე,მაინც იღრიალებს.
მეტროში ვარ.რა საკვირველია და ბარათი თან მაქვს. გავატარე და უპრობლემოდ გავედი. ესკავატორზე დავდექი და აქეთ-იქით მიმოვიხედე. ვიღაც მსუნაგი ქალბატონი ტელეფონზე ხმამაღლა "აგვარებდა" პრობლემას. უკან ახალგაზრდა წყვილი იდგა და ერთმანეთს ეხუტებოდნენ. ცოტა მოშორებით მოხუცი კაცი დაღონებული,ან უფრო დაღლილი იყურებოდა ძირს. ეტყობა, იმის იმედი,რომ შვილი მოიკითხავს ტელეფონით მაინც, დიდი ხნის წინ გაუქრა. მის უკან კიდებ ბევრი ზუსტად იდენტური ხალხი დგას. გადავხედე კიდევ ერთხელ და
-ღმერთო,ყველა ერთნაირია-ჩურჩულით ვთქვი.თვალები ორი წამით დავხუჭე. როგორც იქნა ჩავედით და აი,მატარებელიც მოვიდა. შემთხვევითში ჩავჯექი. მეთქი,სადაც გაჩერდება იქ გამოვალ.

DreamerWhere stories live. Discover now